”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

შპს “ოცხე” ახალციხის ქუჩების საფუძვლიანად გაწმენდას ვერ ახერხებს

შპს “ოცხე”, რომელიც ახალციხის ცენტრალური ქუჩების თოვლის საფარისგან გსუფთავებას უზრუნველყოფს, გზების საფუძვლიანად გაწმენდას ვერ ახერხებს. კომპანია დახმარებას ქალაქის მერიასა და სამართალდამცავ სტრუქტურებს სთხოვს. 

უამინდობა ჯავახეთში

მესამე დღეა ჯავახეთში უამინდობას ებრძვიან. ძლიერი ქარისა და თოვლის გამო პრობლემები შეიქმნა სოფლების მისასვლელ გზებზე.

ახალციხეში “დელტა–ნეტის” აბონენტებს ინტერნეტი არ მიეწოდებათ

ახალციხეში კომპანია “დელტა–ნეტის” აბონენტებს ინტერნეტი არ მიეწოდებათ. “მეცხრე არხის” ინფორმაციით, დაზიანებულია მთავარი გაყვანილობა, რის გამოც  მომხმარებლებლები, კომპანიის ინტერნეტით, ქალაქის მასშტაბით ვერ სარგებლობენ. 

31 იანვრიდან, სინოპტიკოსები ძლიერ ყინვებს პროგნოზირებენ

30 იანვარს საქართველოში  ცივი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაღალ მთაში ზოგგან ქარბუქია მოსალოდნელი.

ჯავახეთის სოფლებში, ძლიერი ქარის გამო, ისევ პრობლემებია

ჯავახეთის ზოგიერთ სოფელში გზა ისევ ჩაკეტილია. სპეციალური ტექნიკა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშასთან მუშაობს, სადაც გუშინ ღამით ძლიერი ქარისა და თოვლის გამო, გადაადგილების პრობლემა შეიქმნა. 

ჯავახეთში გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს

ძლიერი თოვის, ლიპყინულის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული.

16 წლის ანი ბახტურიძეს დახმარება სჭირდება

მარნეულში მცხოვრებ 16 წლის ანი ბახტურიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ახალგაზრდა გოგონას მძიმე დაავადება დაუდგინდა.

ნინოწმინდის გამგეობა ორ პოზიციაზე კონკურსს აცხადებს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობა კონკურსს აცხადებს. ვაკანტურია გამგებლის წარმომადგენლის პოზიცია სოფელ ეშტიის ადმინისტრაციულ ერთეულში და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა. 

ბორჯომელი მრევლი სასულიერო პირებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ბორჯომელმა მრევლმა გერმანიის ეპარქიის ერთ-ერთი დეკანოზის, თამაზ ლომიძის მიერ გავრცელებული განცხადება აქციაზე გააპროტესტა. ადგილობრივები სასულიერო პირებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

ბორჯომელები მეუფე სერაფიმეს მხარდასაჭერად, მშვიდობიან აქციას აანონსებენ

21 იანვარს, ბორჯომელები მეუფე სერაფიმეს მხარდასაჭერად შეიკრიბებიან. მრევლი დეკანოზ თამაზ ლომიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მეუფის გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში დანიშვნას აპროტესტებს. 

ბორჯომის ცენტრალური პარკის ბილეთი 2 ლარამდე გაძვირდა

ბორჯომის ცენტრალურ პარკში შესასვლელი ბილეთი,  50 თეთრიდან 2 ლარამდე გაძვირდა.

ახალციხის მერია, ვეტერანების წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

ვეტერანების წინააღმდეგ ახალციხის მერია საჩივარს ამზადებს. პეტრე იბერის 17 ნომერში უკანონოდ შეჭრილი ოჯახების გამოსახლებას, თვითმმართველობა სასამართლოს ძალით შეეცდება. ყოფილი სკოლა–პანსიონის შენობაში, სადაც საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა იგეგმება, ამ დროისათვის  სოციალურად დაუცველი … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE