”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მუსლიმი თემი, რელიგიის საკითხთა სააგენტოსგან, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს

მუსლიმი თემი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, მოხის სადავო შენობის საკითხის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. ადგილობრივები თვლიან, რომ კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად, საკმარისი დრო ჰქონდა.

რატომ გადაწყვიტა მუსლიმმა მრევლმა სადავო შენობაში ლოცვა?

მას შემდეგ რაც, მოხის სადავო შენობას სამართალდამცველებმა ამკრძალავი ლენტი შემოავლეს, მუსლიმმა თემმა ლოცვის ჩატარება შენობის შესასვლელთან გადაწყვიტა. 15–მდე მათგანმა ნამაზის რიტუალი შეასრულა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ღია ცის ქვეშ ლოცვას მანამდე … Continue reading

დაცული სადავო შენობა

სოფელ მოხის სადავო შენობას ამკრძალავი ლენტი სამართალდამცველებმა მას შემდეგ  შემოავლეს, როცა მუსლიმებმა ლოცვა დაასრულეს. მათი განმარტებით, ლოცვის აღსრულება ამ შენობაში ორი მიზეზის გამო გადაწყვიტეს. პირველი, რომ აქამდე არსებულ სალოცავში პირობები არ არის და … Continue reading

სოფელ მოხეში სადავო შენობა სამართალდამცველებმა შემოსაზღვრეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სადავო შენობა სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. დალუქულია კარ–ფანჯრებიც. 

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტის განცხადება მოხის სადავო შენობაზე

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქია მოხის სადავო შენობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მიტროპოლიტმა თეოდორემ პრესკონფერენციაზე შენობაში მუსლიმი მრევლის თვითნებურად შესვლაზე ისაუბრა და შესაბამის სტრუქტურებს მოხესა და მიმდებარე სოფლებში მართლმადიდებელი მრევლის უფლებების დაცვა სთხოვა. 

14 ოქტომბერს მართლმადიდებლები სვეტიცხოვლობას აღნიშნავენ

14 ოქტომბერს მართლმადიდებელი სამყარო  სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა  და დედოფალ ნანას, სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.

ახალციხელი მრევლი რომის პაპის საქართველოში ვიზიტისთვის ემზადება

რომის პაპის დასახვედრად კათოლიკე მრევლმა მზადება უკვე დაიწყო. კათოლიკე მრევლი ემზადება ახალციხეშიც.

მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ

ართლმადიდებელი სამყარო 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა.

მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობლობას აღნიშნავს

მართლმადიდებლური სამყარო 21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა. 

მეუფე სერაფიმე ათონის მთაზე მიემგზავრება

ბორჯომისა და ბაკურიანი ყოფილი მიტროპოლიტი საბერძნეთში,  ათონის მთაზე მიემგზავრება. 18 სექტემბერს, მრევლი მეუფე სერაფიმეს გასაცილებლად თბილისის სამების საკათედრო ტაძარში შეიკრიბა.

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში დროებითი მმართველი დაინიშნა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის დროებით მმართველად, გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) დაინიშნა. ინფორმაცია დღეს, 12 სექტემბერს, ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულს განსაკუთრებულად ზეიმობენ ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელ მირაშხანთან მდებარე ტაძარში,  სადაც  მრევლი ყოველი წლის 11 სექტემბერს, საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან იკრიბება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე