”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მოხეს სადავო შენობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის – ადამ შანთაძე

მოხეს სადავო შენობასთან დაკავშირებით, რაიმე სახის გადაწყვეტილება მიღებული არ არის  – ეს განცხადება დასავლეთ საქართველოს მუფტის მოადგილემ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

მუსლიმი თემი ე.წ. მოხი კომისიის შეთავაზებას იწუნებს

მოხეში, 30–მდე მუსლიმმა, დღეს ისევ სადავო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ილოცა. მოსახლეობის ეს ნაწილი, ე.წ. მოხის კომისიის შეთავაზებით უკმაყოფილოა და ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა, კლუბის სტატუსით არსებული შენობის საკუთრების გარკვევა … Continue reading

სახელმწიფოს შეთავაზება მუსლიმ თემს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ორწლიანი მუშაობა მოხეს სადავო შენობასთან დაკავშირებით დაასრულა. ზაზა ვაშაყმაძის თავმჯდომარეობით შექმნილმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ სადავო შენობა არც მართლმადიდებლებს და არც მუსლიმებს არ გადაეცემათ.

03/11/2016 · 2 Comments

ვარძიაში დაზიანებული მხატვრობის გაწმენდა 4 ნოემბერს დაიწყება

ვარძიაში ხანძრის შედეგად დაზიანებული მხატვრობის გასაწმენდად ინტენსიური სამუშაოები 4 ნოემბრიდან დაიწყება. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში   რესტავრატორებმა კვლევა უკვე დაასრულეს.

“კომისიის გადაწყვეტილება პრობლემურია” – თამთა მიქელაძე მოხის კომისიის დასკვნაზე

EMC-ის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, მოხი სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებაზე, განცხადებას ავრცელებს. თამთა მიქელაძის აზრით, კომისიის გადაწყვეტილება პრობლემურია. 

რელიგიის საკითხთა სააგენტომ მუსლიმებს მოხის პრობლემის მოგვარების ვარიანტები შესთავაზა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მოხის სადავო შენობასთან დაკავშირებით, ახალციხეში შეხვედრა დაასრულა. მართლმადიდებელ და მუსლიმ სასულიერო პირებთან ერთად, ზაზა ვაშაყმაძემ პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელა.

ვარძიის ტაძარში, ხანძრის შედეგად დაზიანებული მხატვრობის შესწავლა დაიწყო

ვარძიაში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი დალუქეს. ამჟამად აქ ხანძრის შედეგად დაზიანებული მხატვრობის შესწავლა მიმდინარეობს. სპეციალისტებმა უნდა გაარკვიონ, რა მეთოდით შეიძლება ფრესკების გაწმენდა.

საქართველოში მართლმადიდებლები წმინდა ბერი გაბრიელის ხსენების დღეს აღნიშნავენ

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბერი გაბრიელის ხსენების დღეს აღნიშნავს. მორწმუნეები 2 ნოემბერს ამ დღესასწაულს მეოთხე წელია ზეიმობენ.

ხანძრის შედეგად დაზიანებული მხატვრობა ვარძიაში [Photo]

ვარძიის სამონასტრო კომპლექსში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ვიზიტორებისთვის დაკეტილია. ადგილზე მოხდება დაზიანებული მხატვრობის შესწავლა, რის შემდეგაც გადაწყდება რა მეთოდით გაიწმინდება ფრესკები. 

ვარძიის ტაძარში მე–12 საუკუნის მხატვრობა დაზიანდა

ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში მე–12 საუკუნის მხატვრობა დაზიანდა. 1  ნოემბერს მაგიდას ცეცხლი გაუჩნდა და მხატვრობის ძირითადი ნაწილი გაიმურა. 

ახალციხეში რელიგიურ უმცირესობათა ლიდერებისთვის ევროკავშირის თემაზე შეხვედრა გაიმართა

ახალციხეში რელიგიურ უმცირესობებთან შეხვედრა გაიმართა. კათოლიკე სასულიერო პირებმა ევროკავშირის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაცია მიიღეს. 

მართლმადიდებელი ეკლესია გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 18 ოქტომბერს წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე