ხვალ უდეში ანთიმოზობას იზეიმებენ
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში ხვალ ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს იზეიმებენ. ამ დღესასწაულს ადგილობრივები ცნობილი საეკლესიო და საერო მოღვაწის, როგორც ამ სოფლის მკვიდრის ხსოვნის პატივსაცემად აღნიშნავენ. ყოველი წლის 26 ივნისს, დღესასწაულის … Continue reading
მეუფე თეოდორე: ,,არ მეგონა ასეთი ქართული სული თუ იტრიალებდა”
24 ივნისს ვალის სამრევლო სკოლის აღსაზრდელებმა, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორესადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. საღამოზე, მონაწილეებმა პარტიარქის ცხოვრების დეტალები წარმოადგინეს და მის მიერ დაწერილი საგალობლები შეასრულეს. კონცერტი ვალის კულტურის სახლში … Continue reading
სულთმოფენობის დღესასწაული ახალციხეში
დღეს მართლმადიდებლურმა სამყარომ სულთმოფენობის დღესასწაული აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით ისევე, როგორც მთელს საქართველოში, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ახალციხეში მოქმედ ტაძრებშიც აღევლინა. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში საზეიმო ლიტურგია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. … Continue reading
კვირაცხოვლობა ანუ აღდგომის განახლება ახალციხეშიც აღნიშნეს
მართლმადიდებელმა ეკლესიამ დღეს კვირაცხოვლობა ანუ აღდგომის განახლება და თომას კვირა აღნიშნა. ასევე, იზეიმა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღე. დღესასწაულებთან დაკავშირებით, რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა–ლოცვა მღვდელმსახურმა ნიკოლოზმა აღავლინა.
4 საუკუნის შემდეგ აღვლენილი წირვა–ლოცვა
დღეიდან ასპინძაში კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძარი ამოქმედდა, რომელიც სავარაუდოდ მე–7 მე–9 საუკუნეების პერიოდს განეკუთვნება. ახლად აღდგენილ ბაზილიკური სტილის ეკლესიაში წირვა–ლოცვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. წლების განმავლობაში დანგრეული ტაძარი კულტურისა … Continue reading
სააღდგომო დახმარება ახალციხეში 222 –მა ოჯახმა მიიღო
ახალციხეში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა და დევნილმა პირებმა სააღდგომო საჩუქრები მიიღეს. 222 ოჯახს დღეს სურსათის პაკეტი გადაეცა. აღნიშნული აქცია ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო.
მართმადიდებლურმა სამყარომ აღდგომის დღესასწაული იზეიმა
მართლმადიდებლურმა სამყარომ 5 მაისს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღამისთევის მსახურება შესრულდა. აღდგომის დღესასწაული იზეიმეს ახალციხეშიც. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში მრევლი სააღდგომო … Continue reading
სოფელ ღრელში მართლმადიდებლური ტაძრის საძირკველი იკურთხა
ახალციხის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძარის მშენებლობა დაიწყო. სოფელ ღრელში ეკლესიის საძირკველი დღეს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აკურთხა. ადგილობრივების ინიციატივით, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი სოფლის შესასვლელში აშენდება.
ხარების დღესასწაული ახალციხეში
7 აპრილს მართმადიდებლურმა ეკლესიამ ხარების ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა–ლოცვა აღევლინა. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელს კაცობრიობას ეუწყა, რომ უფალმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო … Continue reading
ახალციხის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს
მაცხოვრის აღდგომა იზეიმა სომხურმა სამოციქულო ეკლესიამაც. ორმოცდღიანი მძიმე მარხვის შემდეგ, ეს დღე მორწმუნეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს. სომხურ სამოციქულო ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგია შესრულდა.
კათოლიკურმა სამყარომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა
ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა საქართველოში მცხოვრებმა კათოლიკე ქრისტიანებმაც იზეიმეს. ახალციხეში, რაბათის უბანში ახლად გახსნილ ტაძარში სადღესასწაულო მესა და ღამისთევის ღვთისმსახურება აღესრულა.
ახალციხეში ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს
კათოლიკურმა სამყარომ და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დღეს ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმეს. იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას მორწმუნებიი ტაძრებში შეხვდნენ.



You must be logged in to post a comment.