6 წლის წინ ფლატეში დანგრეული მეჩეთის საკითხზე გამოძიების განახლებას ითხოვენ
უფლებადამცველები ფლატეში მეჩეთის დანგრევის გამო გამოძიების განახლებას ითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მთავარ პროკურატურას უკვე მიმართა. საქმე გამოსაძიებლად, ადიგენის რაიონულ სამმართველოს გადაეცა. გამოძიების დაწყების მოთხოვნით, მთავარ პროკურატურას ადამიანის უფლებათა … Continue reading
მოხის სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას, მუსლიმები უნდობლობას უცხადებენ
მოხის სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას, მუსლიმები უნდობლობას უცხადებენ. ისინი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის კომისიის წევრობიდან მოხსნას მოითხოვენ. ამისათვის, მათ 200–მდე ხელმოწერა შეაგროვეს და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში … Continue reading
მართლმადიდებლური სამყარო ნიკოლოზობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი მრევლი საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის … Continue reading
ებრაელი ხალხი დღეს “ხანუქას” დღესასწაულის დაწყებას აღნიშნავს
ებრაელი ხალხი დღეს ხანუქას დღესასწაულის დასაწყისს აღნიშნავს. მსოფლიოს მასშტაბით სინაგოგებსა და იუდეველი მორწმუნეების ოჯახებში პირველი სანთლები ინთება. დღესასწაული 8 დღის განმავლობაში გრძელდება და სასანთლეზე, შესაბამისად, ყოველდღე თითო სანთელი ემატება. ახალციხეში … Continue reading
სახალხო დამცველი მოხეს სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიაში დამკვირვებლის სტატუსით ჩართვას ითხოვს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე სადავო ნაგეგობასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიაში დამკვირვებლის სტატუსით ჩართვას საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებთ, ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საკითხის ყოველმხრივი და ობიექტური განხილვა … Continue reading
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს
წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებელის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა. წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე … Continue reading
სომხეთის ელჩის ახალციხეში ვიზიტის დეტალები
სომხეთის სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი ახალციხეში– დღეს იური ვარდანიანი ქალაქს ესტუმრა და რეგიონში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ცხოვრების მდგომარეობით დაინტერესდა. ელჩთან ერთად სათვისტომო მოინახულეს სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვრებმაც. სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან … Continue reading
რელიგიურმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს პეტიციით მიმართეს
არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს რელიგიური შეუწყნარებლობისა და ძალადობის ფაქტების შესწავლის მოთხოვნით პეტიციით მიმართა. ხელმომწერი ორგანიზაციები მთავრობის პოლიტიკაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას მოითხოვენ. ისინი საკანონმდებლო ორგანოს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის … Continue reading
მოხის სადავო შენობის ისტორიულ კუთვნილებას 11 კაციანი ჯგუფი შეისწავლის
სოფელ მოხეს სადავო ნაგებობის შემსწავლელი სპეციალური კომისია შექმნილია. მართლმადიდებელი და მუსლიმი მრევლის რამდენიმე დღიანი დაპირისპირების შემდეგ, მოხის ცენტრში მდებარე შენობის ისტორიულ კუთვნილებას 11 კაციანი ჯგუფი შეისწავლის. სოფელ მოხეს სადავო საკულტო … Continue reading
სოფელ მოხეს სადავო ნაგებობის საკითხს 11 კაციანი კომისია შეისწავლის
სოფელ მოხეს სადავო საკულტო ნაგებობის საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის. ამის შესახებ ზაზა ვაშაყმაძემ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საკონსულტაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. სპეციალური კომისია 11 კაცით იქნება დაკომპლექტებული, რომელშიც სამი … Continue reading
მოხესთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 2 დეკემბერს გაიმართება
სოფელ მოხეში სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისია, დაახლოებით ერთი თვე არ შეიქმნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, მოხესთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 2 დეკემბერს იგეგმება, სადაც კომისიის შექმნაზე იმსჯელებენ. … Continue reading
მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გიორგობა იზეიმა
ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღე აღნიშნა.. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში საღვთო ლიტურგია აღესრულა.



You must be logged in to post a comment.