საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 84 წელი შეუსრულდა
4 იანვარი სრულიად საქართველოს-კათოლიკოს- პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. კათოლიკოს-პატრიარქს 84 წელი შეუსრულდა.
საახალწლო სამზადისი სამცხე–ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში საახალწლო მზადება დასრულდა. რეგიონის მოსახლეობა 2017 წლის დადგომას ელოდება. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სადღესასწაულო ტრადიციები ერთმანეთისგან მცირედით განსხვავდება. “მეცხრე არხის” გადამღები ჯგუფი რამდენიმე მათგანს ოჯახში ესტუმრა.
,,პროვოკატორი ღმერთმა შეარცხვინოს“ – დაპირისპირება მოხეში
დაპირისპირება მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის მოხეში სადავო შენობის საკითხის გაჭიანურებამ გამოიწვია. სოფელში მცხოვრები ქრისტიანების მტკიცებით, მათი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა და პროცესები გარე ძალების მიერ ხელოვნურად იმართება. მუსლიმები კი შექმნილ მდგომარეობაზე … Continue reading
GDI: ,,მოხეში, თეონა ბერიძის უფლებებს ვიცავთ”
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ 30 დეკემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტს ეწვია. ორგანიზაციის წარმომადგენლები სოფელ მოხეში ადგილობრივ მუსლიმ და მართლმადიდებელ თემს შეხვდნენ და არსებული ვითარების შესახებ მოსახლეობის პრეტენზიები მოისმინეს.
ალექსანდრე ჯეჯელავა: “თავსაბურავით გაკვეთილებზე დასწრება შეზღუდულია”
“თავსაბურავით გაკვეთილებზე დასწრება შეზღუდულია”– ეს განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში მოხეს სკოლის ინციდენტის კომენტირებისას გააკეთა.
მოხის მუსლიმმა მოსწავლეებმა საპროტესტო გამოსვლები შეწყვიტეს
მოხეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს. ხვალიდან ახალგაზრდები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან. მუსლიმი მოსწავლეები ამბობენ, რომ მიზანი მიღწეულია – მათი ამბით ხელისუფლება დაინტერესდა.
“ყველაფერი პროვოცირებულია” – მოხის სკოლის დირექტორის პირველი კომენტარი
მოხის საჯარო სკოლაში გაკვეთილებს დღეს, 26 დეკემბერს მხოლოდ მართლმადიდებელი მოსწავლეები დაესწრნენ. მუსლიმებმა დირექტორის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
კათოლიკური სამყარო დღეს ქრისტეს შობას აღნიშნავს
25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. საქართვლოს ყველა მოქმედ კათოლიკურ ტაძარში, საშობაო ლიტურგია შესრულდა.
ჰიჯაბი – დისკრიმინაცია თუ რჩევა
მოხის სკოლაში მოსწავლეს უთხრეს, რომ სკოლა საჯაროა, სადაც სხვადასხვა რელიგიის ბავშვები სწავლობენ, რის გამოც იგი დანარჩენი თანატოლებისგან განსხვავებული არ უნდა იყოს.
მოხეში, ღია ცის ქვეშ ლოცვა მართლმადიდებლებმაც დაიწყეს
სოფელ მოხეში მუსლიმების შემდეგ, ღია ცის ქვეშ ლოცვა მართლმადიდებლებმაც დაიწყეს. სადავო შენობასთან მშვიდობის სავედრებელი პარაკლისი ზარზმის მონასტრის წინამძღვარმა მრევლის თხოვნით აღავლინა.
მეუფე თეოდორე: „წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველია“
19 დეკემბერს მართლმადიდებელი მრევლი საქართველოს ეკლესიის მფარველის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა.
19 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე აღინიშნება
მართლმადიდებელი მრევლი საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს.



You must be logged in to post a comment.