მოხის სადავო შენობის თაობაზე, თბილისში მართლმადიდებლებს მოუსმინეს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში, მოხის სადავო შენობის თაობაზე, ამჯერად, მხოლოდ მართლმადიდებლებს მოუსმინეს. სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე სადაო შენობის ირგვლივ არსებული პრობლემები და მათი მოწესრიგების გზები განიხილეს. შეხვედრას 3 … Continue reading
შალვა ახალციხელის ხსენების დღე წმინდანის სახელობის ეკლესიაში აღნიშნეს
შალვა ახალციხელის ხსენების დღე, ადგილობრივმა მორწმუნეებმა, განსაკუთრებულად აღნიშნეს. წმინდანის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა-ლოცვას ოთხი ეპარქიის წინამძღვარი დაესწრო. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მრევლს მიმართა და დღესასწაულის მნიშვნელობა განმარტა. ახალციხეში შალვა ახალციხელის … Continue reading
ანთიმოზობა სოფელ უდეში – სახალხო დღესასწაული მეათედ აღნიშნეს
სოფელ უდეში, ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღნიშნეს. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფლის ცენტრში ღონისძიება მოეწყო. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, წმინდა ანთიმოზ … Continue reading
სოფელ უდეში, ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს ზეიმობენ
სოფელ უდეში, ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავენ. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ უკვე აღავლინა. ამ დღესთან დაკავშირებით, სოფელ უდის ცენტრში ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის … Continue reading
შორეთის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისის თვეში არ დაიწყო
შორეთის ტაძრის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოების დაწყებას, ივნისის თვეში აპირებდა. სააგენტოში ამბობენ, რომ თბილისში მომხდარი სტიქიის გამო, ამ ეტაპზე, მათი … Continue reading
მამა ნიკოლოზი: “ლოცვა–კურთხევის შესრულება გვავიწყდება–ხოლმე, ამიტომ განსაცდელმაც აღარ დააყოვნა”
საქართველო მართლმადიდებლურ ტაძრებში, სამგლოვიარო ზარები დაირეკა. თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა–კურთხევით, სასულიერო პირებმა, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა პანაშვიდი, შემდეგ კი სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადეს. ღვთისმსახურება ახალციხის … Continue reading
15 ივნისს ტაძრებში სამგლოვიარო ზარები დაირეკება
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა–კურთხევით, ხვალ, 15 ივნისს, 12:00 საათზე ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება. თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, სასულიერო პირები ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა პანაშვიდს და … Continue reading
ილია მეორე: “ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად, ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს”
თბილისის ზოოპარკი თავის დროზე კომუნისტების მიერ ეკლესია-მონასტრების გადამდნარი ზარების ხარჯზე დაარსდა, ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. … Continue reading
წინუბანში მართლმადიდებლური ტაძრის საძირკველი აკურთხეს
ახალციხის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მართლმადიდებლური ეკლესია შეემატება. სოფელ წინუბანში ღირსი მამის გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძარს საფუძველი ჩაეყარა. საძირკველი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აკურთხა. ეკლესიის წინამძღვარი მამა ნიკოლოზ … Continue reading
ვალის სამრევლო სკოლამ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ვალის სამრევლო სკოლამ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. მოსწავლეებმა კულტურის სახლში ხალხური სიმღერები, ლექსები და ცეკვები შეასრულეს, ღონისძიების თემა ქართული ტრადიციები იყო.
მართლმადიდებლებისთვის პეტრე–პავლობის მარხვა დაიწყო
მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა დღეს, 8 ივნისს პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყეს, რომელიც ოთხ დიდმარხვას შორის ერთ-ერთია. იგი სულთმოფენობის შემდეგ ერთ კვირაში იწყება და ტრადიციულად, 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე სრულდება. წელს მარხვა ხუთი კვირის … Continue reading
მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პირველ ივნისს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა შესრულდა. ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრის მღვდელმსახურმა … Continue reading



You must be logged in to post a comment.