”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

კათოლიკურმა სამყარომ წმ. სავარდის დღესასწაული იზეიმა

7 ოქტომბერს, კათოლიკური სამყარო წმინდა სავარდის ღვთისმშობლის დღესასწაულს ზეიმობს. ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნა რაბათის კათოლიკურ ტაძარში, რომელიც სამი წლის წინ სავარდის სახელობის ეკლესიად იკურთხა. მას შემდეგ, მორწმუნე კათოლიკეები ტაძრის მოსალოცად … Continue reading

მეუფე თეოდორე, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა

მეუფე თეოდორე, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საპატიო დოქტორი გახდა.  ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტს, აღნშნული  წოდება  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციამ მიანიჭა და სპეციალური სიგელი გადასცა. როგორც  რექტორმა, მერაბ ბერიძემ განმარტა, უნივერსიტეტს … Continue reading

ახალციხეში ღვთისმშობლის შობის დღე აღნიშნეს

მართლმადიდებულრმა ეკლესიამ 21 სექტემბერს ღვთსმშობლის შობის დღესასწაული იზეიმა. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღესრულა. ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში წირვა 11:00 საათზე დაიწყო, ტაძრის წინამძღვარმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და … Continue reading

სვირში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი შენდება

სოფელ სვირში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი შენდება.  ბაზილიკური სტილის ერთნავიანი ეკლესიის საძირკველი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა  თეოდორემ აკურთხა. ტაძრის მშენობლობის დაწყებისთვის ძირითად თანხა წარმოშობით სვირელმა უშანგი დალალიშვილმა გაიღო. პროცესში წვლილი … Continue reading

მამა დავითი: „ღვთისმშობელი განსაკუთრებული მეოხია ჩვენი ერისა და ჩვენი ეკლესიისა“

მართლმადიდებელი სამყარო 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს.  მარიამობას ღამისთევის მსახურებით შეხვდნენ ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში. სადღესასწაულო წირვა ეკლესიის წინამძღვარმა   აღავლინა. მამა დავითმა მრევლს მარიამობის მნიშვნელობაზე უქადაგა. „ღვთისმშობელი განსაკუთრებული … Continue reading

ადიგენის სოფლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე იმყოფებოდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე  ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამინაურში იმყოფებოდა. ზაზა ვაშაყმაძე მოსახლეობასა და  გვარების უხუცესებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი მუსლიმი ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ სოფელში მათი პრობლემების გაცნობა და შეფასება იყო. ადიგენის მუნიციპალიტეტის მუფტმა მამუკა … Continue reading

ახალციხეში ფერისცვალება აღნიშნეს

მართლმადიდებლური სამყარო 19 აგვისტოს ფერისცვალებას აღნიშნავს. დღეს, როდესაც ქრისტიანული სწავლების მიხედვით, თაბორის მთაზე, იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. … Continue reading

ახალციხეში წმინდა მარინეს სახელობის დღესასწაული იზეიმეს

მართლმადიდებლური სამყარო 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაული განსაკუთრებულად იზეიმეს რაბათის წმინდანის სახელობის ტაძარში, სადაც  წირვა–ლოცვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.წმინდა დიდმოწამე მარინე ანტიოქიაში წარმართი … Continue reading

სოფელ ივლიტაში ივლიტობის დღესასწაული იზეიმეს

მართლმადიდებლური სამყარო 28 ივლისს წმინდა ივლიტასა და კვირიკეს ხსენების  დღეს აღნიშნავს. დღესასწაული განსაკუთრებულად იზეიმეს ახალციხის მუნიციპალიტეტში.  ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარის ეზოში ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტს ჯარისკაცები დროშებით შეხვდნენ, რის … Continue reading

სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ფერისცვალების დღესასწაული აღნიშნა

სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დღეს ფერისცვალება ანუ  ვართავარის დღესასწაული აღნიშნა. იგი გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხური სამოციქულო ტაძარის ეზოში წუწაობის რიტუალით დაიწყო, რის შემდეგაც მორწმუნეებისათვის წირვა აღევლინა. წირვის დასრულების შემდეგ ახალციხის სომხურ … Continue reading

12/07/2015

მართლმადიდებელმა ეკლესიამ პეტრე-პავლობის დღესასწაული აღნიშნა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს პეტრე-პავლობას, აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა. ღამის თევა და სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდა ახალციხეში მოქმედ ტაძრებში. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ოთხკვირიანი პეტრე-პავლობის მარხვა უძღოდა. იგი 16 ივნისს დაიწყო … Continue reading

12/07/2015

მართლმადიდებლური სამყარო პეტრე–პავლობას ზეიმობს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ოთხკვირიანი მარხვა უძღოდა. იგი 16 ივნისს … Continue reading

12/07/2015

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე