”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მეუფე თეოდორე: “მაცხოვარმა მოგვიწოდა, ვემსახუროთ ადამიანებს ისე, როგორც ის გვემსახურება ჩვენ”

მართლმადიდებლური სამყარო ვნების კვირის ხუთშაბათს აღნიშნავს. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურება ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა შეასრულა. ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის … Continue reading

საპატრიარქოს განცხადება მეუფე სერაფიმეს ეპარქიის მმართველობიდან გათავისუფლებაზე

საქართველოს საპატრიარქო ბორჯომ–ბაკურიანის მიტროპოლიტის მეუფე სერაფიმეს ეპარქიის მმართველობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მცირე განცხადებას ავრცელებს. “პირადი თხოვნის საფუძველზე ბორჯობისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) განთავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან. ეპარქიის ხელმძღვანელობა დროებით დაევალა ახალციხისა … Continue reading

მეუფე სერაფიმემ ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქია დატოვა

21 წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ მეუფე სერაფიმემ ბორჯომ–ბაკურიანის ეპარქია დატოვა. საქართველოს საპატრიარქომ ეპარქია დროებით ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტს მეუფე თეოდორეს ჩააბარა. წყარო: ტელეკომპანია “ბორჯომი”  

24 აპრილს მართლმადიდებლებმა ბზობის დღესასწაული იზეიმეს

მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 24 აპრილს უფლის იერუსალიმში შებრძანების დღე აღნიშნა. მორწმუნეები ბზობას დიდმარხვის მეექვსე კვირას ზეიმობენ. იგი 12 დიდ დღესასწაულთა შორის, პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის  აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. ამ … Continue reading

მეუფე თეოდორე ორ ეპარქიას უხელმძღვანელებს

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი ორ ეპარქიას უხელმძღვანელებს. მეუფე თეოდორეს საქართველოს საპატრიარქომ ბორჯომ–პაკურიანის ეპარქია დროებით ჩააბარა.  აღნიშნულის მიზეზი მეუფე სერაფიმეს მიერ ეპარქიის დატოვებაა.   ცვლილება საზოგადოებისთვის ცნობილი დღეს 24 აპრილს ბზობის … Continue reading

მართლმადიდებლები ლაზარეს შაბათს აღნიშნავენ

მართლმადიდებელი ეკლესია 23 აპრილს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდა. სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მიცვალებული ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. დღესასწაულთან … Continue reading

სექტემბერში რომის პაპი საქართველოში ჩამოვა

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს სექტემბრის ბოლოს ეწვევა. რომის პაპმა მოწვევა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო. “აღსანიშნავია, რომ ვატიკანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ურთიერთობებში და ეს არის სახელმწიფო, რომელთან ურთიერთობაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია … Continue reading

მეუფე თეოდორე: ,,ხარება არის დღე, როცა უფლის ჩანაფიქრის განხორციელება დაიწყო”

მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა შეასრულა. ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან … Continue reading

სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს

სომხური სამოციქულო ეკლესია უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ახალციხის წმინდა გრიგორ განმანათლებლის სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო ლიტურგიის შესრულება 27 მარტს 19 საათზე დაიწყო. ტაძრის წინამძღვარმა მრევლს მაცხოვრის აღდგომა ახარა. წირვის ბოლოს … Continue reading

აღდგომის სადღესასწაულო წირვა ახალციხის წმინდა სავარდის სახელობის კათოლიკურ ტაძარში

  ახალციხის წმინდა სავარდის სახელობის კათოლიკურ ტაძარში უფლის აღდგომის დღესასწაულს მრევლი ღამისთევით შეეგება.  სადღესასწაულო ღვთისმსახურება 26 მარტს 21:00 საათზე დაიწყო. ტაძრის წიმაძღვარმა  წმინდა კელაპტარი წირვის დაწყებისთანავე ეზოში აანთო, ცეცხლი ტაძარში … Continue reading

25 მარტი საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

     დღეს, საქართველოში სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას აღნიშნავენ. 1801 წელს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მრავალსაუკუნეობრივმა სახელმწიფოებრიობამ არსებობა შეწყვიტა. რუსეთის მთავრობას განზრახული ჰქონდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის … Continue reading

კათოლიკურმა და სომხურმა ეკლესიებმა ბზობის დღესასწაული აღნიშნეს

20 მარტს, კათოლიკურმა და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული – იერუსალიმში, მაცხოვრის დიდებით შებრძანება იზეიმეს. დღეს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ლიტიურგია აღესრულა. ახალციხის, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ეკლესიაში, ტრადიციისამებრ, მრევლს … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე