27 იანვარს ნინოობა აღინიშნება
27 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქრისტიანულ ტაძრებში წირვა აღევლინება.
ბორჯომში, კამათის დროს შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა
მეუფე სერაფიმეს მრევლსა და მის მოწინააღმდეგეს შორის სიტყვიერი დაპირისპირებისას, შუახნის მამაკაცი – გ.ხ. გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 22 იანვარს, ბორჯომის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში მოხდა.
ბორჯომელი მრევლი სასულიერო პირებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
ბორჯომელმა მრევლმა გერმანიის ეპარქიის ერთ-ერთი დეკანოზის, თამაზ ლომიძის მიერ გავრცელებული განცხადება აქციაზე გააპროტესტა. ადგილობრივები სასულიერო პირებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
მეუფე სერაფიმე გერმანიის და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე უარს ამბობს
მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) გერმანიის და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე უარს ამბობს და მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ, ნათქვამია მეუფე სერაფიმეს წერილში.
ბორჯომელები მეუფე სერაფიმეს მხარდასაჭერად, მშვიდობიან აქციას აანონსებენ
21 იანვარს, ბორჯომელები მეუფე სერაფიმეს მხარდასაჭერად შეიკრიბებიან. მრევლი დეკანოზ თამაზ ლომიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მეუფის გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში დანიშვნას აპროტესტებს.
მდინარე მტკვარზე ნათლობისა და განბანვის რიტუალი შესრულდა
მართლმადიდებელი ეკლესია19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდა.
მეუფე სერაფიმე გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტად დაინიშნა
მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა) გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტად დაინიშნა. მას შემდეგ რაც მიტროპოლიტმა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია დატოვა, იგი ათონის მთაზე იმყოფებოდა.
ახალციხეში საშობაო ალილო მეთერთმეტედ მოეწყო
ახალციხეში ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართა. შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მსვლელობა თამარაშვილის ქუჩიდან დაიწყო.
საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორის საშობაო ეპისტოლეს “მეცხრე არხი” უცვლელად გთავაზობთ:
შობის დღესასწაულს მორწმუნეები ტაძრებში ღამისთევით შეხვდნენ
მართლმადიდებლური სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ხვდებიან, სადაც ღვთისმსახურება ძირითადად ღამით სრულდება.
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ შობისა და წყალკურთხევის დღესასწაული იზეიმა
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დღეს, 6 იანვარს ერთდროულად ორი დიდი დღესასწაული – შობა და წყალკურთხევა აღნიშნა.
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას ეპისკოპოსი ლაზარე უხელმძღვანელებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) უხელმძღვანელებს. ტელეკომპანია “ბორჯომი”–ს სიუჟეტი



You must be logged in to post a comment.