,,სამცხე–ჯავახეთში ლიდერი ქალი არ მეგულება“ – ჯუმბერ ინასარიძე
11 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტიდან, სამცხე–ჯავახეთის სამ მაჟორიტარულ ოლქში, კანდიდატი რამდენიმე პარტიამ უკვე დაასახელა. მათგან ქალი არც ერთია.მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში მეტი ქალის ყოფნას, ყველა პოლიტიკური ძალა მიესალმება.
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი, გედევან ფოფხაძის ძმას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
,,ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს მმართველი პარტიიდან, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. გიორგი გიუაშვილის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისას, გედევან ფოფხაძის ძმა და ,,ქართული ოცნების“ ათამდე მხარდამჭერი, გიუაშვილსა და … Continue reading
,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატი ბესიკ ხითარიშვილია
,,ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი ახალციხე–ადიგენში, ბესიკ ხითარიშვილი იქნება. ამის შესახებ მან ,,მე–9 არხის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
სამცხე–ჯავახეთში 180 პროექტი, ,,მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების“ ფარგლებში დაფინანსდა
პროექტის ,,მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების“ ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთის შვიდივე მუნიციპალიტეტიდან, სახელმწიფოსგან თანადაფინანსებისთვის 240 პირი შეირჩა.
ვანო მერაბიშვილის პატიმრობა, ახალციხეში აქციით გააპროტესტეს
,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ,“ ვანო მერაბიშვილის პატიმრობა, აქციით გააპროტესტა. პარტიის წევრები და მხარდამჭერები, ახალციხის ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობასთან, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან შეიკრიბნენ და ხელისუფლებას, ყოფილი პრემიერ–მინისტრის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
ახალციხეში პარტია ,,ჩვენი სამშობლოს“ ოფისი გაიხსნა
პარტია ,,ჩვენი სამშობლოს“ თავმჯდომარემ, სამცხე–ჯავახეთში რეგიონული ტურნე გამართა. ზვიად ჩიტიშვილმა ოფისი ახალციხეში გახსნა.
,,ენმ“–ს სიაში, სამცხე–ჯავახეთის წარმომადგენლებიც არიან
პარტია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციული სია გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე მათგანი, სამცხე–ჯავახეთის წარმომადგენელია.
სამცხე-ჯავახეთის ა(ა)იპ–ებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა – ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”
ბოლო ორი წლის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთში ა(ა)იპ–ების რაოდენობა 15–ით გაიზარდა. აქ დასაქმებულთა რაოდენობა 347 ერთეულით, მათი შრომის ანაზღაურებაზე კი, 182 834 ლარით მეტი იხარჯება.
არაქართულენოვანი მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე – დისკუსია ახალციხეში
პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე იმსჯელეს. შეხვედრა ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში ორგანიზაციის – ,,ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” ორგანიზებით გაიმართა.
ბაკურიანის მიწების საქმეზე ,,X ჯგუფის” დამფუძნებელი დააკავეს
ბორჯომში კომპანია ,,X ჯგუფის“ დამფუძნებელი დააკავეს. ნიკოლოზ მეტრეველი საკუთარ ოფისში დღეს, 14 ივლისს აიყვანეს.
დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს დაკავების კადრები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.
ნინო თეთვაძის გარდაცვალების ფაქტის შესწავლა, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაიწყო
ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გაქტის შესწავლა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ დაიწყო და ამ მიზნით, ბორჯომის სამედიცინო ცენტრიდან, გარდაცვლილის სამედიცინო ისტორია მოითხოვა.



You must be logged in to post a comment.