”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

,,რწმუნებულები მასწავლებლებს შემოხაზულ ბიულეტენზე ფოტოს გადაღებას სთხოვენ“ – გელა დემეტრაძე

მმართველი ძალა საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახდენს– ეს განცხადება ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

რატომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე და რა პასუხისმგებლობა აკისრია ამომრჩეველს – შეხვედრა გოკიოს მოსახლეობასთან

რატომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე და რა პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ ამომრჩეველს – ეს საკითხები სოფელ გოკიოს მოსახლეობას, საინფორმაციო შეხვედრაზე განუმარტეს.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთან შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს

,,თამაზ მეჭიაური–ერთიანი საქართველოსთვის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ახალციხესა და ადიგენში შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.  გოდერძი კუბლაშვილმა  ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ ისაუბრა. 

დავით თევზაძე ბორჯომსა და ახალციხეში, ვეტერანებს შეხვდა

პარტია ,,დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისთვის“ ლიდერი, ახალციხესა და ბორჯომში, ამომრჩეველს შეხვდა. განათლება, უსაფრთხოება და ვეტერანთა სოციალური პაკეტი – ამ თემებზე აპირებს მუშაობას პოლიტიკური ძალა პარლამენტში მოხვედრის შემდეგ.

ნინო ბურჯანაძე ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მოსახლეობას შეხვდა

,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ადიგენის, ახალციხისა და ბორჯომის მოსახლეობას შეხვდა. ნინო ბურჯანაძემ, სამცხე–ჯავახეთში სტუმრობისას, ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.

სოფელი ფოკა გაზიფიცირდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ფოკა გაზიფიცირდა. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ განახორციელა.

ვარძიაში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე აღნიშნეს

ხალხური სიმღერები, ქორეოგრაფიული ნომრები, ლექსები, სხვადასხვა სპორტული და კულტურული სანახაობა –ასპინძის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული იზეიმეს. “შოთაობა” 24 სექტემბერს, ვარძიაში გაიმართა.

საქართველოში ინკლუზიური ტურიზმის განვითარება, ვარძიიდან იწყება

ლევან არეშიძე ვარძიის სამონასტრო კომპლექსს გზიდან ათვალიერებს. ეტლით მოსარგებლეებისთვის, ისტორიული ძეგლის მონახულება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო შეუძლებელია. 

სოფელ დამალის მოსახლეობას საარჩევნო პროცედურები გააცნეს

საარჩევნო საკითხებზე, კენჭისყრის დღესა და პროცედურებზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის მოსახლეობამ, დეტალური ინფორმაცია პირველად მოისმინა.

ვინ რას ჰპირდება ამომრჩეველს – მაჟორიტარი კანდიდატების პრიორიტეტები

ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატებს, სამი მთავარი პრიორიტეტის დასახელება ვთხოვეთ. საკითხები, რომელზე მუშაობასაც გამარჯვების შემთხვევაში აპირებენ, ხშირად ერთმანეთს ემთხვევა.

არაერთი პროექტის განხორციელების მიუხედავად, წნისში სასმელი წყალი არ აქვთ

წყარო, რომელიც სოფელ წნისის ცენტრში მდებარეობს, მოსახლეობის ერთადერთი იმედია. ამ წყლით ადგილობრივების დიდი ნაწილი სარგებლობს. წნისელები ამბობენ, რომ რამდენიმე უბანში წყალი საერთოდ არ მოდის, ზოგ მოსახლესთან კი მხოლოდ ერთი საათით.

პაატა ბურჭულაძემ სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატეობის კანდიდატები წარადგინა

მოძრაობამ ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” აღმოსავლეთ საქართველოს, მათ შორის სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები საზოგადოებას მოძრაობის ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ გააცნო.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე