”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბესიკ ბლიაძის პირველი სამუშაო დღე

ახალციხის მუნიციპლიატეტის ახლად არჩეულმა პირველმა პირმა მუშობა დილიდან დაიწყო. ბესიკ ბლიაძე 11 მარტს საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად აირჩია. სხდომაზე მისი კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარემ თავად დაასახელა.

13/03/2013

რას ამბობენ ყოფილი თანამშრომლები და თანასოფლელები ბესიკ ბლიაძის შესახებ?

ბესიკ ბლიაძემ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დღეს კონკურსის გამოცხადებამდე დაიკავა.  როდის გამოცხადდება კონკურსი  ამ დროისთვის ცნობილი არ არის, თუმცა გამგეობის ახალ ხელმძღვანელს მასში მონაწილეობის მიღება უკვე გადაწყვეტილი აქვს.

11/03/2013

მიიღებს თუ არა ,,ქართული ოცნება” ახალქალაქის ,,ნაციონალ” გამგებელს?

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ,,ქართულ ოცნებაში“ გადასვლას აპირებს. ნაირ ირიციანი ამბობს, რომ თუ ახალ ხელისუფლებას დაჭირდება, ის ჯავახეთისთვის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს. მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველი პირის განმარტებით ეს გადაწყვეტილება, მას იმ … Continue reading

05/03/2013

რატომ არ უშვებდნენ ,,ოცნების” აქტივისტები ბიძინა გუჯაბიძეს ადიგენში?

ხმაური ადიგენში. მუნიციპალიტეტში, პარლამენტის წევრის, ბიძინა გუჯაბიძის გამოჩენამ დღეს კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წევრები ორად გაყო, ნაწილი მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილ კანდიდატს კულტურის სახლში შეხვდა, ნაწილი კი პარლამენტარს გზის გადაკეტვით ემუქრებოდა, რატომ … Continue reading

05/03/2013

მიხეილ სააკაშვილი ჩახალიანის საქმეს კიდევ ერთხელ დაუბრუნდა

აზერბაიჯანიდან დაბრუნებულმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავრობას სწორი მოქმედებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. პრეზიდენტმა ვაჰაგან ჩახალიანის ამნისტიით გათავისუფლებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ იგი არაერთხელ გამოსულა ჯავახეთის ავტონომიის მოთხოვნით. ქვეყნის პრეზიდენტმა სასტუმრო … Continue reading

01/03/2013

პრეზიდენტი დაცვის გარეშე – რას ფიქრობენ ახალციხეში

საქართველოს პრეზიდენტი დაცვის გარეშე გადაადგილდება. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირმა მას შემდეგ მიიღო, რაც მისივე განცხადებით,  პირადი დაცვის საკითხი პოლიტიკური ვაჭრობის საგანი  გახდა.  მიხეილ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებას ახალციხეშიც გამოეხმაურნენ.

01/03/2013

მალხაზ გიქოშვილი: ,, გამგებლის მუშაობა საკრებულომ უნდა შეაფასოს “

ახალციხის საკანონმდებლო ორგანოში,  საკრებულოს დეპუტატებმა ახალი კომიტეტის შექმნისა და თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, საკრებულოს წევრთა მსჯელობის საგანი ,,ექო”-ს პირდაპირ ეთერში,  ბესიკ ხითარიშვილის მიერ შეჯამებული 100 სამუშაო დღის … Continue reading

28/02/2013

,,ჯავახკის” განცხადება

ორგანიზაცია ,,ჯავახკის” რუსული დიასპორა საკუთარ აქტივისტებს მოუწოდებს, საქართველოს ახალ ხელისუფლებას ლუსტრაციის კანონის მიღების მოთხოვნით მიმართოს. ,,ჯავახკის” განცხადებით, სამცხე–ჯავახეთში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს არცერთი თანამდებობა არ უნდა ჩაბარდეს. რას ფიქრობენ საკითხთან დაკავშირებით … Continue reading

21/02/2013

ავედიკ აკოფიანი: “ქართულ-სომხური ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება”

სომხეთის რესპუბლიკაში სერჟ სარქისიანი მეორე საპრეზიდენტო ვადით აირჩიეს. მან ხმათა 58,64 პროცენტი მიიღო. შესაბამისად, არჩევნებში რაფი ოვანესიანი დამარცხდა, რომელიც ოპონენტის გამარჯვებას აპროტესტებს.  მიუხედავად ამისა, საერთაშორისო დამკვირვებლებმა სომხეთის არჩევნები პოზიტიურად შეაფასეს … Continue reading

21/02/2013

მოსახლეობა და NGO ახალ ხელისუფლებაზე

საქართველოს მთავრობის მუშაობა შეაჯამეს ახალციხეში. მოსახლეობა  და არასამთავრობო სექტორი  ქვეყნის ახალ ხელისუფლებას მეტ გამჭვირვალობას ურჩევენ. საზოგადოების მოლოდინი და საკითხები, რომლებიც მათი თქმით თავრობამ უნდა გაითვალისწინოს

21/02/2013

ჯავახეთში საპროტესტო აქციები გრძელდება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ნაციონალური მოძრაობის მომხრეებმა  ,,ქართული ოცნების” საპირისპირო აქცია  გამართეს. ქალაქის ცენტრში   1000-მდე ადამიანი  შეიკრიბა.

15/02/2013

საპარლამენტო უმრავლესობის ულტიმატუმი პრეზიდენტს და მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება

საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით  საკანონმდებლო ორგანოს ნაცვლად ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარსდგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც პრემიერ–მინისტრის მოთხოვნით უმრავლესობამ 8 თებერვალს კონსტიტუციით გათვალისწინებული მოხსენების მოსმენაზე … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე