თეიმურაზ ნარიმანიშვილი: „გირჩის“ გასვლით, “მოძრაობა ხალხისთვის“ არ იშლება”
„პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა ხალხისთვის“ ადიგენის რაიონულ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა. ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, გაერთიანებული ბლოკიდან პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ გასვლით, პარტია არ იშლება.
დავით თევზაძე ბორჯომსა და ახალციხეში, ვეტერანებს შეხვდა
პარტია ,,დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისთვის“ ლიდერი, ახალციხესა და ბორჯომში, ამომრჩეველს შეხვდა. განათლება, უსაფრთხოება და ვეტერანთა სოციალური პაკეტი – ამ თემებზე აპირებს მუშაობას პოლიტიკური ძალა პარლამენტში მოხვედრის შემდეგ.
ნინო ბურჯანაძე ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მოსახლეობას შეხვდა
,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ადიგენის, ახალციხისა და ბორჯომის მოსახლეობას შეხვდა. ნინო ბურჯანაძემ, სამცხე–ჯავახეთში სტუმრობისას, ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.
რაზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა ახალციხეში მედიასთან შეხვედრისას?
ბიძინა ივანიშვილმა სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ მედიასთან შეხვედრა, ნახევარსაათიანი მონოლოგით დაიწყო.
„რიგითი მოქალაქის დასაცავად მთელი სახელმწიფო რესურსი გამოიყენეს“ – გელა დემეტრაძე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ახალციხეში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ვერ მოახერხეს.
ბიძინა ივანიშვილს “ნაციონალური მოძრაობა” ახალციხეში აქციით დახვდა
“ვანო ბიძინას პირადი პატიმარია”, “წადი, ბიძინა, წადი!” “ბიძინა ქვეყნის სირცხვილი” – ამ ტრანსფარანტებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ახალციხეში საპროტესტო აქცია გამართეს.
პაატა ბურჭულაძე ახალციხეში ამომრჩეველს შეხვდა
„სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ახალციხეში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პაატა ბურჭულაძემ ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, საარჩევნო პროგრამა გააცნო.
ახალციხის მერობის კანდიდატების სამომავლო გეგმები
8 ოქტომბერს ახალციხელ ამომრჩეველს, სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, კიდევ ერთი არჩევანის გაკეთება მოუწევს. საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ახალციხეში მერის შუალედური არჩევნებიც იმართება. ქალაქის პირველი პირის მანდატის მოსაპოვებლად, ხუთი კანდიდატი იბრძვის.
,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ მესხ ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო
,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო პროგრამა ამჯერად ახალციხეში წარადგინა. ცენტრალურ პარკში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით პარტიის ლიდერებმა მიმართეს.
სვირის საარჩევნო კომისიის წევრი, ,,ოცნების“ შტაბის უფროსს ზეწოლაში ადანაშაულებს
სვირის #20 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, ,,ქართული ოცნების“ შტაბის უფროსს, ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს.
ვინ რას ჰპირდება ამომრჩეველს – მაჟორიტარი კანდიდატების პრიორიტეტები
ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატებს, სამი მთავარი პრიორიტეტის დასახელება ვთხოვეთ. საკითხები, რომელზე მუშაობასაც გამარჯვების შემთხვევაში აპირებენ, ხშირად ერთმანეთს ემთხვევა.
,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ ახალციხე–ადიგენის მაჟორიტატი კანდიდატი წარადგინა
,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, კანდიდატი დაასახელა. პარტიის სახელით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, შალვა გოგოლაძე მიიღებს.



You must be logged in to post a comment.