სპორტიდან – პოლიტიკაში
ასპინძის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებლი ჰყავს. დღეიდან აღმასრულებელი ორგანოს პირველი პირი ლევან ცაბაძეა. მის კანდიდატურას დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. ლევან ცაბაძის გამგებლად დანიშვნას ყოფილი კანდიდატი აპროტესტებს.
თანამშრომლობენ თუ არა გუბერნატორები სამინისტროსთან?
ახალციხის მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ემზადება. ამ დროისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან პროექტებისათვის თანხები უკვე გამოყოფილია. მოსახლეობის მთავარი პრიორიტეტი გზისა და სასმელი წყლის მოწესრიგებაა.
ასპინძა ახალ გამგებელს ირჩევს
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გამგებლის თანამდებობაზე შეტანილი დოკუმენტების განხილვა დასრულდა. შესაბამისად დასრულებულია განაცხადების მიღებაც. ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში ვაკანტურ თანამდებობაზე შესაბამისი დოკუმენტი სულ რვა კანდიდატმა წარადგინა.
დეპუტატების სამართალი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პარლამენტარის წინააღმდეგ. ვლადიმერ სამბოსიანი მაჟორიტარ დეპუტატს, ენზელ მკოიანს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. აღნიშნული ფაქტი 26 აპრილს ნინოწმინდაში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან 100– მდე მოქალაქემ … Continue reading
ასპინძის მუნიციპალიტეტი ახალი გამგებლის მოლოდინშია
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას უკვე ორი დღეა მისი მოადგილე ასრულებს. ადგილობრივი თვითმართველობის საკანონმდებლო ორგანოში მუნიციპალიტეტის პირველი პირის ვაკანტურ თანამდებობაზე სამი განაცხადია შესული.
რწმუნებულობის კანდიდატი ბორჯომის საკონკურსო კომისიას სასამართლოში ჩივილით ემუქრება
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტერიტორიული ორგანოებისა და ქალაქის რწმუნებულების თანამდებობებზე გასაუბრება გაიმართა. საკონკურსო კომისიამ 11 რწმუნებული შეარჩია. აქედან ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც განაცხადი ქალაქის რწმუნებულის პოზიციაზე ჰქონდა შეტანილი, სკითხის გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.
რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტი ევროპული ქარტიის მიღებას?
ევროპული ქარტიის რატიფიცირება და მასთან დაკავშირებული განსხვავებული მოსაზრებები. უმცირესობის ენების რატიფიკაციიას პრეზიდენტი ეწინააღმდეგება. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებს. ქვეყნის პირველი პირის მოსაზებას არ ეთანხმება სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის … Continue reading
რატომ ჩაიშალა “სირცხვილის კორიდორი”?
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებისათვის, კოალიცია „ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული “სირცხვილის კორიდორი” ჩაიშალა. კოალიციის აქტივისტთა ნაწილი აღნიშნულს იმით ხსნის, რომ უმცირესობის აქტივისტებს, მათი ქმედება ზეწოლად არ ჩაეთვალათ. ნაწილი ამბობს, რომ ნაციონალური … Continue reading
გუჯა ბიჭაშვილი: ,,არ ვიკადრებ, რომ ცოცხების პარტიის წარმომადგენლებს პასუხი გავცე”
ახალციხის ციხის დირექტორი დეპუტატ გოკა გაბაშვილის განცხადებას ეხმაურება. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა განცხადებას, იმის შესახებ, რომ სამცხე-ჯავახეთიდან ნაციონალების აქციაზე წამსვლელებს ხელს რაბათის კომპლექსის დირექტორი უშლის, 18 აპრილს გააკეთა. გუჯა ბიჭაშვილი … Continue reading
მიხეილ სააკაშვილი: ,,სუვერენიტეტის თემებთან თამაში წარმოუდგენელ პრობლემებს შეგვიქმნის”
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მეორე დღე ჯავახეთში. მიხეილ სააკაშვილი 18 აპრილს ახალქალაქის ქართულ სკოლას, სახელობო სასწავლებელ –პანსიონატს და სომხურ სამოციქულო ეკლესიას ესტუმრა
ვანო მერაბიშვილი: ,,ეს არ არის პოლიტიკური მეთოდი–ბრალდებები მთავრობას 19 აპრილისათვის დასჭირდა”
ვანო მერაბიშვილს საკუთარი პარტიის წარმომადგენლები უპირისპირდებიან. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, კუდის ყოფილმა უფროსმა დათა ახალაიამ და უმცირესობის ყოფილმა წარმომადგენელმა მარიკა ვერულაშვილმა, არჩევნების წაგებასა და გახმაურებული სპეცოპერაციების არასწორ ორგანიზებაში დაადანაშაულეს. მოახდენს … Continue reading
ზურაბ ქუქჩიშვილი: ,,19 აპრილის აქციით ,,ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარი ძალის დემონსტრირება სურს”
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 19 აპრილს მშვიდობიანი აქციის გამართვას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით პარტიაში სამზადისი უკვე მიმდინარეობს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები მთავარი მიზნებითა და პრიორიტეტებით მოსახლეობას რუსთაველის გამზირიდან მიმართავენ.



You must be logged in to post a comment.