რატომ გაჭიანურდა კონკურსის გამოცხადება ახალციხის გამგეობაში?
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკონკურსო კომისია მიმდინარე კვირაში შეიქმნება, რის შემდეგაც თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდება. გამგეობის თანამშრომლებმა გათავისუფლების თაობაზე განცხადება 10 აპრილს დაწერეს. დაანონსებული საკადრო ცვლილებები კი ამ დრომდე არ განხორციელებულა.
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის განხილვა
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” დღეს ახალციხეში მრგვალი მაგიდა გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საზოგადოებას საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარმოუდგინეს.
ვაჰაგან ჩახალიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ
ყოფილი პატიმარი საქართველოს პრეზიდენტსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს უპირისპირდება. ვაჰაგან ჩახალიანმა მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, დავით ბაქრაძისა და გოგა ხაჩიძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ორგანიზაცია „ჯავახკის“ ყოფილი … Continue reading
ახალციხის გამგეობაში საკადრო ცვლილებები კონკურსის შედეგად განხორციელდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკადრო ცვლილებები იწყება. ახალი თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩევიან. როგორც ადგილობრივი ხელისუფლებაში აცხადებენ უმიზეზოდ თანამდებობას არცერთი თანამშრომელი არ დატოვებს.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რეორგანიზაცია იწყება
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რეორგანიზაცია იწყება. აღმასრულებელი ორგანოს თანამშრომლებმა ამის თაობაზე წერილობითი ინფორმაცია დღეს მიიღეს. მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, რომ რეორგანიზაცია აუცილებელია, რადგან ადმინისტრაციაში სიტუაცია დასალაგებელია. ლევან ცაბაძის თქმით, ამის გადამწყვეტი ერთ-ერთი … Continue reading
ასპინძის ყოფილი გამგებელი პარლამენტში ბიუროს უხელმძღვანელებს
ასპინძის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ბესიკ ბექაური სამუშაოდ საქართველოს პარლამენტში გადავიდა. იგი საკანონმდებლო ორგანოში ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის ტარიელ ლონდარიძის ბიუროს უფროსად, ოფიციალურად მიმდინარე წლის 14 მაისს დაინიშნა. ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლობაზე … Continue reading
ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი აქცია ახალციხეში
ისევე, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, დღეს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ახალციხეშიც გამოვიდნენ. საოლქო პროკურატურასთან სამცხე–ჯავახეთის რამდენიმე, მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული მხარდამჭერები დღის ორი საათისათვის შეიკრიბნენ.
,,ქართული ოცნების” წევრები ოლეგ სანდროშვილის გადადგომას ითხოვენ
აქცია ახალციხეში. 24 მაისს 50- მდე ადამიანი შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდნენ.
რას ფიქრობენ ვანო მერაბიშვილის დაკავებაზე ახალციხეში?
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნისა და კახეთის გუბერნატორის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც პარტიის ლიდერთა ნაწილი დაესწრო. პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოს ეზოში პოლიტპატიმრები შეიკრიბნენ. მათ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ … Continue reading
თათბირზე დასახელებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებმა გამგეობის პირველ პირთან ტერიტორიულ გაერთიანებებში არსებული პრობლემები განიხილეს. ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ თათბირზე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს მოსახლეობის სახელით მათ ძირითადად სასმელი წლის სისტემის მოწესრიგება სთხოვეს. ასევე ისაუბრეს … Continue reading
პაატა მაისურაძე: ,,მერაბ ველიჯანაშვილმა საკრებულოს წევრებზე ზეწოლა მოახდინა“
16 მაისს, ,,ექოს“ პირდაპირ ეთერში პაატა მაისურაძემ, განაცხადა, რომ ასპინძის გამგებლის, ლევან ცაბაძის წინააღმდეგ არაერთი დოკუმენტი აქვს, რომელიც მის დანაშაულზე მეტყველებს და შესასწავლად პროკურატურას გადაეცა. პაატა მაისურაძემ აგრეთვე ისაუბრა საკრებულოს … Continue reading
ასპინძის გამგებლის წინააღმდეგ აქცია იმართება
ამ წუთებში, ასპინძის მუნიციპალიტეტში გამგებლის წინააღმდეგ აქცია იმართება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობასთან 50– მდე ადამიანია შეკრებილი. აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტის საკრებულოში შესვლას გეგმავენ. როგორც ,,ექოს“ პაატა მაისურაძემ აცნობა, რომელიც გამგებლობის ერთერთი კანდიდატი … Continue reading



You must be logged in to post a comment.