”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

თამარ გოგოლაძემ “რესპუბლიკური პარტია” დატოვა

ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამარ გოგოლაძემ “რესპუბლიკური პარტია” დატოვა. 

ამომრჩევლის მიერ, სამ კვირაში შეცვლილი პოლიტიკური სიმპათიები

,,ქართული ოცნებისა” და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებმა, საპარლამენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურში, განსხვავებული შედეგები მიიღეს.

,,ხელისუფლება ამომრჩევლის დაშინებასა და დემორალიზაციაზეა გადასული” – დავით დარჩიაშვილი

მუსხი–ურავლის გზაზე მომხდარ ინციდენტზე, ახალციხის რაიონულმა სამმართველომ, მოკვლევა დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. შსს–ში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ დაზარალებული, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრია … Continue reading

N44–ე ახალციხე–ადიგენის ოლქში მეორე ტურისთვის მზადება სრულდება

N44–ე მაჟორიტარულ  ოლქში მეორე ტურისთვის მზადება სრულდება. 30 ოქტომბერს ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. ახალციხელებს ამავე დღეს კიდევ ერთი არჩევნის გაკეთება მოუწევთ – თვითმმართველი ქალაქის მაცხოვრებლები მერობის … Continue reading

“ნაციონალების” წევრი “ოცნების” წარმომადგენელს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ნიკოლოზ ხიზაძე “ქართული ოცნების” მხარდამჭერ გიორგი ბალიაშვილს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალს სდებს. ხიზაძის მტკიცებით, მუსხი-ურავლის საავტომობილო გზაზე,  მათ მხარის გუბერნატორის მანქანიდან გადმოსულმა ბალიაშვილმა კამერა წაართვა.  

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა სამოქალაქო საზოგადოების კითხვებს უპასუხა

რის გაკეთებას აპირებს, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში – ამ საკითხზე საუბრით დაიწყო შეხვედრა ვლადიმერ ზედგინიძემ სამოქალაქო სექტორთან.

პარტიები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ცვლიან

პოლიტიკურმა პარტიებმა, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიებში, ცვლილები განახორციელეს.

,,ვალეში მეტი მხარდაჭერა დაგვჭირდება” – ,,ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია განაახლა

,,ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე,  ვალეს მოსახლეობას ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ ადგილობრივებს მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

ახალციხის საკრებულოსა და მერიაში, სახელფასო დანამატის სახით, 217 ათას ლარამდე გაიცა

ცხრა თვის განმავლობაში, ქალაქ ახალციხის საკრებულოსა და მერიაში, დანამატის სახით, 217 ათასამდე ლარია გაცემული. აღნიშნული ინფორმაცია ,,მე–9 არხმა” ოფიციალურად გამოითხოვა.

ქალაქ ახალციხის საკრებულო ანგარიშვალდებულ და ღია დაწესებულებად დასახელდა

2016 წელს, ერთ–ერთ ყველაზე ანგარიშვალდებულ და ღია საჯარო დაწესებულებად, ქალაქ ახალციხის საკრებულო დასახელდა. სიგელი წარმომადგენლობით ორგანოს გადაეცა.

დავით ბაქრაძე ახალციხეში ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს შეხვდა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება. პარტიის ერთ–ერთი ლიდერი დღეს ახალციხეში მხარდამჭერებს შეხვდა და მერსა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, არჩევნების შედეგები მიულოცა.

სხვილისში მაღაზიის გაქურდვას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ

სოფელ სხვილისში სურსათის მაღაზია გაქურდეს. პოზოიანების კუთვნილი ობიექტიდან 450 ლარამდე თანხა გაიტანეს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე