აზერბაიჯანული “სოკარი” თუ რუსული “გაზპრომი”-რას ფიქრობენ ახალციხეში
„ჯერ ,,გაზპრომ”-ი შემოვა საქართველოში, შემდეგ რუსეთი შემოიყვანს ჯარს“ -ასეთია ახალციხელების ერთი ნაწილის პოზიცია ქვეყანაში, რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოსვლასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ,,გაზპრომ”-თან ხელშეკრულებას გააფორმებს, ადგილობრივები არც იმას გამორიცხავენ, … Continue reading
ახალციხის გამგეობა ოთხ მეორად ავტომანქანას შეიძენს
ახალციხის გამგეობა-საკრებულო მეორადი ავტომობილების შესაძენად თემის ბიუჯეტიდან 100 000 ლარს დახარჯავს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აღნიშნული თანხით, ოთხი ავტომანქანის შეძენას გეგმავს. მათ შორის 50 000 ლარი „ჯიპის“ მარკის ავტომობილში დაიხარჯება. როგორც საკრებულოს … Continue reading
ადიგენის დეპუტატებს საკუთარი ინიციატივით მოგვარებული პრობლემების გახსენება უჭირთ
ადიგენის საკრებულოს დეპუტატები 1 ნოემბრამდე საკუთარ ამომრჩევლებს უნდა შეხვდნენ და მათ შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინონ– აღნიშული საკითხი დღეს დეპუტატებმა უმრავლესობით დაამტკიცეს, თუმცა კამერასთან კონკრეტულად მათი ინიციატივით მოგვარებული საკითხების გახსენება უჭირთ. … Continue reading
ახალციხის მერის ანგარიში და ახალი დაპირებები
ახალციხის მერმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და 2015 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა. ქალაქის პირველმა პირმა ძირითადი დრო ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაუთმო, ისაუბრა სამომავლო გეგმებზეც. კოპაძე სასმელი წყლის … Continue reading
ახალციხეში, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ინიციატივა არ მოსწონთ
გაუქმდება თუ არა საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მაჟორიტარული სისტემა? – კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე დღეს ახალციხეში იმსჯელეს. რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები იმ ინიციატივას გაეცვნენ, რომლის მიხედვითაც 2016 წლის შემდგომ პერიოდში არჩევნები … Continue reading
“ქართული ოცნების” სამწლიან მმართველობას ახალციხელები აფასებენ
1 ოქტომბერი – თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა. საპარლამეტო არჩევნების შედეგად სამი წლის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა „ქართულმა ოცნებამ“ ჩაანაცვლა. კითხვაზე: როგორ აისახა აღნიშნული მოვლენა ქვეყანაზე – … Continue reading
სიმონ პარუნაშვილმა განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა
ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. სიმუნ პარუნაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებას განცხადებით დღეს, 29 სექტემბერს მიმართა. მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ვალდებულია მას პასუხი ათი სამუშაო დღის განმავლობაში გასცეს. ანალოგიური მოთხოვნით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს … Continue reading
“ნაციონალები” ,,ოცნების“ მაღალჩინოსნებს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მე–13 სხდომა ხმაურით დაიწყო. მმართველი და ოპოზიციური პარტიის წევრები რამდენიმე საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესატანი მე–7 ცვლილება გააპროტესტეს. ეს არის … Continue reading
გელა დემეტრაძე: ,,ქართული ოცნების” ყრილობაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თავიანთი ნათესავები დაესაქმებინათ”
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ ახალციხის გამგეობაში შტატების გაზრდის საკითხი გააპროტესტა. გელა დემეტრაძის თქმით, თვითმმართველობა შვიდ ახალ შტატს ამატებს. ,,ქართული ოცნების” ყრილობაზე მიიღეს გადაწყვეტილება, … Continue reading
„ნაციონალებმა“ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს
ხმაურით დაიწყო დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ბიუჯეტში შესული ცვლილებები გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, სოციალური პაკეტი შემცირდა და ჯარიმები და საურავები გაიზარდა. „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ასევე, გააპროტესტეს შვიდი … Continue reading
“ქართული ოცნება” ახალციხეში შიდაპარტიულ შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნების“ შიდაპარტიული შეხვედრები გრძელდება. კოალიციის წევრები დღეს ახალციხეში შეიკრიბნენ. სხდომა მედიისთვის დახურულ კარს მიღმა გაიმართა. როგორც ქალაქის მერმა გიორგი კოპაძემ განმარტა, შეხვედრაზე სამომავლო გეგმები დაისახა. ახალციხეში შეხვედრას პარტიის აღმასრულებელი … Continue reading
“ქართული ოცნების” შიდაპარტიული შეხვედრა ადიგენშიც გაიმართა
“ქართული ოცნების” შიდაპარტიული შეხვედრა, ახალციხის შემდეგ, ადიგენის რაიონულ ორგანიზაციაში გაიმართა. ცენტრალური ოფისის სამი წარმომადგენელი კოალიციის ადგილობრივ წევრებს შეხვდა. პარტიაში განმარტავენ, რომ “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს თბილისიდან აღარ დანიშნავენ და … Continue reading



You must be logged in to post a comment.