“ნაცისტურ–ქათმური მოძრაობა” – ახალციხეში მსგავსი შინაარსის პლაკატები გამოჩნდა
“გაუკუღმართებული ქათმების პარტია”, “ნაცისტურ–ქათმური მოძრაობა – ჭირი, რომელიც სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ” – ახალციხეში მსგავსი შინაარსის პლაკატები გამოჩნდა, რომლითაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ანტიპიარ–კამპანია მიმდინარეობს. აღნიშნული ცნობილია “ნაციონალური მოძრაობის … Continue reading
ადიგენის გამგეობაში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაიწყეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყეს. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასაც ხვდებიან, რათა პრიორიტეტები გამოკვეთონ. გამგებლის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში თანხები იმ პრობლემებზე გადანაწილდება, რომელიც მუნიციპალიტეტს ყველაზე მეტად … Continue reading
2016 წლის ქალაქის ბიუჯეტის პროექტი და ახალციხელების პრობლემები
ახალციხის მერიამ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაიწყო. პირველი პირების თქმით, მთავარი პრიორიტეტები ქალაქში არსებული პრობლემები იქნება. თვითმმართველი ორგანო მოსახლეობასთან შეხვედრებს რამდენიმე დღეში დაიწყებს. ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და სოციალურ … Continue reading
გიორგი მარგველაშვილი: “ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა შექმნა სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები”
მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დღეებში განვითარებულმა … Continue reading
“შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ” – ირაკლი ღარიბაშვილი “ნაციონალებზე”
“არ მაქვს უფლება, ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება ავუკრძალო” – ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისების დარბევის ფაქტებს და ე.წ. ციხის კადრების გავრცელებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს რეაქცია, გავრცელებული კადრების … Continue reading
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის კარი და კედლები წითლად შეღებეს
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ოფისის კარი და კედლები წითლად შეღებეს. პარტიის წევრების ვარაუდით, შემთხვევა სავარაუდოდ, ღამის 3–დან 4 საათამდე მოხდა. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები, … Continue reading
ქალაქ ახალციხის საკრებულოს წევრები ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრებს გამართავენ
საკუთარ ამომრჩეველთან საჯარო შეხევდრების გამართვის ვალდებულება, ერთჯერადი დახმარება შშმ პირებისთვის, დაფინანსება C ჰეპატიტის, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების დაავადებების გამოკვლევაზე – ამ საკითხებზე, ქალაქ ახალციხის საკრებულოს 10–მა დეპუატატმა დღეს იმსჯელა. სიახლეები … Continue reading
ჯიმშერ გოგოლაური: „წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ ხრიკს მიმართავს და ვიდეოჩანაწერებს ავრცელებს”
ნაციონალური მოძრაობის ოფისებისათვის კარების აჭედვასა და ციხის კადრების გავრცელებას ახალაციხეში გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრებიც ეხმაურებიან. ჯიმშერ გოგოლაური ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს და მას ხელისუფლების დაკვეთად მიიჩნევს. მისივე განცხადებით, მოქმედი მთავრობა მოვლენებით, … Continue reading
“ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაში დღეს ბრიფინგი გაიმართა. ოპოზიციური პარტიის წევრებმა მედიასთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. მაჟორიტარი დეპუტატები ტარიელ ლონდარიძე და ვაჟა ჩიტაშვილი 19 ოქტომბერს ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის … Continue reading
ახალციხის გამგეობა მომავალი წლის ბიუჯეტისთვის პრიორიტეტებს არჩევს
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის დაგეგმვა დაიწყო. ადგილობრივ თვითმართველობაში ამბობენ, რომ მომავალი წლისათვის მთავარი პრიორიტეტი სოციალური სფეროს გაძლიერება და ამ კუთხით არსებული პრობლემების მოგვარება იქნება. ამორტიზებული შიდა გზა, … Continue reading
პროტესტი “ციხის კადრების” გამო, თუ ცენტრიდან მართული პროცესი? – აქცია “ნაციონალების” ოფისთან
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ოფისის კარი უკვე გახსნილია, თუმცა, რამდენიმე საათის წინ ,,ქართული ოცნების წარმომადგენლებმა შესასვლელი აჭედეს. აქტივისტებმა ოპოზიციური პარტიის ოფისთან აქცია მოაწყეს, სადაც ყოფილი ხელისუფლების საქმიანობა და ე,წ, ციხის … Continue reading
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციას ახალციხეც შეუერთდა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციას ახალციხეც შეუერთდა. 18 ოქტომბერს, ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის ლიდერები, ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს და ხელისუფლებას გონივრულად … Continue reading



You must be logged in to post a comment.