ადიგენის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას უფასო გამოკვლევა ჩაუტარდა
ადიგენის მუნციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. სოფელ მოხეში ავერსის კლინიკის ექიმ–სპეციალისტები იმყოფეოდნენ, რომელთაც ადგილობრივებს გამოკვლევები სხვადასხვა მიმართულებით ჩაუტარეს და მათ უფასო მედიკამენტები გადასცეს.
49 წლის მამაკაცი მთაში გაიყინა
ექიმი ამბროსი მოდებაძე განმარტავს, რომ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, გადასხმები უტარდება და მისი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. თუმცა ამბროსი მოდებაძე პაციენტის დროულ გამოჯანმრთელებაზე ვერ საუბრობს, რადგან 49 წლის მამაკაცს ფილტვების ანთება … Continue reading
როგორ მუშაობენ ახალციხეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები?
როგორ მუშაობენ ახალციხეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები? არის თუ არა ხარვეზები და გამართულია თუ არა მანქანები? ამასთან დაკავშირებით „მეცხრე არხის” გადამღებმა ჯგუფმა ქალაქში გამოკითხვა ჩაატარა.
,,რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის” მედიკოსები ახალციხეში
რეპროდუქტოლოგია, მეანობა, გინეკოლოგია-ამ საკითხებზე სამედიცინო კლინიკა ,,სიცოცხლის ხეში” სამეცნიერო სემინარი ჩატარდა. დედაქალაქიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა საკუთარი გამოცდილება სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მოქმედ მედიკოსებს გააცნეს. შეხვედრაზე იმყოფებოდა აკადემიკოსი არჩილ ხომასურიძე, რომელიც წლების განმავლობაში … Continue reading
კლინიკა “ჰემა”–მ ახალციხელ ექიმებს გამოცდილება გაუზიარა
სამცხე–ჯავახეთის მხარეში მომუშავე თერაპევტებს, ოჯახის ექიმებს, კარდიოლოგებსა და გინეკოლოგებს კლინიკა „ჰემა”-ს ექიმებმა სპეციალურად გამართულ სამეცნიერო–პრაქტიკულ კონფერენციაზე საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრაზე სისხლის სისტემის პათოლოგიათა დიაგნოსტიკა, მკურნალობის თანამედროვე პრინციპები და ონკოლოგიური პრობლემები … Continue reading
მალხაზ ასპანიძე: „ჩვენ ავედით საჩუქრების გადასაცემად და არა სპეცოპერაციის ჩასატარებლად“
3 მარტის მისალოცად მისული გამგეობის თანამშრომლები “უნიმედი სამცხეში” არ შეუშვეს. მათ საავადმყოფოს დაცვის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ შეთანხმების გარეშე შენობაში შესვლა არ შეიძლებოდა. თუმცა ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ … Continue reading
მთავრობის განკარგულება წითელას ეპიდემიის შესახებ
წითელას ეპიდემიური აფეთქება საქართველოში გრძელდება. ინფექციის მასობრივი პრევენციისათვის გასატარებელი ღონისძიებების მიზნით, მთავრობამ განკარგულება მიიღო. იგი 2–დან 14 წლამდე არასრულად აცრილ და აუცრელ ბავშვთა, ასევე 14 წლის მოზარდთა მთლიანი კონტიგენტის იმუნიზაციას … Continue reading
C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი 60 %-ით გაიაფდა
ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი 60 %-ით გაიაფდა. მედიკამეტის ღირებულების შემცირება შეეხება იმ 10 ათას ადამიანს, რომლებსაც უკვე დადგენილი აქვთ ცე ჰეპატიტის ვირუსი. როგორც პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა ამ რეგულაციის შემოღება … Continue reading
რეცეპტების ინსტიტუტის ეტაპობრივი დანერგვა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რეცეპტების ინსტიტუტის დანერგვის საკითხზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ სისტემის დარგვა ორი მიზეზით იყო განპირობებული, პირველი ეს არის დიდი მასშტაბით სააფთიაქო ნარკომანიის გავრცელება … Continue reading
ხერთვისის მოსახლეობა ისევ იმ წყლით სარგებლობს, რომელშიც ბაქტერიის ჩხირები დაფიქსირდა
ხერთვისში A ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ოფიციალურად 27 შემთხვევაა რეგისტრირებული. ეპიდემიის გავრცელების შემდეგაც კი სოფელში მოსახლეობა სასმელად იმ წყალს მოიხმარს, რომელშიც ბაქტერიული ჩხირები დაფიქსირდა.
საყოველთაო დაზღვევას უკმაყოფილო მომხმარებლები ჰყავს
როგორ მიმდინარეობს საყოველთაო დაზღვევა, პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები– შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სადაზღვეო პაკეტის მოხმარებისათვის გაკეთებულ ათასობით მოთხოვნას შორის, უკმაყოფილების გამომხატველი განცხადებებიც შედის. სარგებლობს თუ არა მოსახლეობა … Continue reading
ხერთვისში ეპიდემია ვრცელდება
ეპიდემია, რომელიც სოფელ ხერთვისში ყოველდღიურად ვრცელდება. A ჰეპატიტის ვირუსი აქ ძირითადად მოზარდებში ვლინდება და დაახლოებით ერთ თვიანი მკურნალობის კურსის ჩატარებას საჭიროებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ვირუსი სასმელი წყლიდან ვრცელდება, თუმცა სათავე–ნაგებობისათვის … Continue reading



You must be logged in to post a comment.