სტუდენტებმა თეატრალური პრემიერა გამართეს
მოყვარული მსახიობების პირველი თეატრალური ნაბიჯი– დღეს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პრემიერა გაიმართა. მასში მონაწილეობა სასწავლებლის სხვადახვა ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს. ორი ადამიანის სიყვარულის ისტორია მათ საკუთარ თანატოლებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას აჩვენეს.
26 მაისს ახალციხემ სხვადასხვა ღონისძიებით უმასპინძლა
საქართველომ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე იზეიმა. დღესასწაული თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში განსაკუთრებულად აღინიშნა. ახალციხე ეროვნულ დღესასწაულს არაერთი ღონისძიებით შეხვდა. 26 მაისისადმი მიძღვნილმა სპორტულმა და კულტურულმა სანახაობებმა სტარტი დღის 12 საათზე … Continue reading
ახალციხეში ეროვნული ჰიმნი თამრიკო ჭოხონელიძემ შეასრულა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ძირითადი ნაწილი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა. რაც საღამოს კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა.
ადიგენში ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყო
ადიგენის მუნიციპალიტეტმა მასშტაბურ გამოფენა –გაყიდვას უმასპინძლა. ადგილობრივი თვითნასწავლი და პროფესიონალი ხელოვანების ნამუშევრები კულტურის ცენტრში გამოიფინა. ღონისძიებას როგორც ადგილობრივები ასევე მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ. მონაწილეებს კულტურის ცენტრისგან სიგელები გადაეცათ.
ახალციხემ ქართული ცეკვის ფესტივალს უმასპინძლა
ახალციხის ციხემ ქართული ხალხური ცეკვის მეოთხე რესპუბლიკურ ფესტივალს „გაზაფხული 2013″-ს უმასპინძლა. ღონისძიებაში 40-მდე რეგიონული ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა. კონცერტი ციხის ქვედა ნაწილში, ამფითეატრში გაიმართა.
ახალციხეში თამარობა იზეიმეს
ახალციხეში თამარობის დღესასწაული აღინიშნა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქში თამარ მეფის ძეგლი ყვავილებით შეამკეს, რის შემდეგაც ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტი მოეწყო. თამარის ხსენების დღესთან დაკავშირებით რაბათის … Continue reading
ახალციხელი მოცეკვავეები პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ
პატარა მესხი მოცეკვავეები პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ. აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე, სამეჯლისო ცეკვების ახალციხელმა შემსრულებლებმა, რამდენიმე ნომერი წარადგინეს. წყვილსა და სოლოში საუკეთესო შესრულებისათვის მათ ყველა კატეგორიაში საპროზო ადგილები დაიმსახურეს. … Continue reading
“ქართული სულის” ზეიმი მესხეთში
ფესტივალი “ქართული სული” მესხეთს ესტუმრა. მის ფარგლებში ახალციხეში სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებები გაიმართა.
11 მაისს ახალციხე ,,ქართული სული 2013″–ს უმასპინძლებს
ფესტივალი ,,ქართული სული 2013“ ამჯერად ახალციხეში ჩატარდება. 11 მაისს მთელი დღის განმავლობაში სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებები რამდენიმე ადგილზე გაიმართება. ფესტივალის დასრულების შემდეგ ახალციხის ციხეში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება.
კლასიკური მუსიკის საღამო ახალციხეში
კლასიკური მუსიკა მესხი მსმენელისათვის – დღეს ახალციხემ სიმებიან კვარტეტ ,,იბერს” უმასპინძლა. სამუსიკო სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე მუსიკოსებმა აღიარებული კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს. კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
“ნორჩი ვარსკვლავები” მესხეთში
მესხეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ფესტივალ „ნორჩ ვარსკვლავებს”უმასპინძლა. მასში მონაწილოება ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს. სპეციალურად ღონისძიებისათვის მესხეთს ქართული ესტრადის მომღერალი ეთერ კაკულია ესტუმრა. მან ახალციხელ მსმენელს რამდენიმე სიმღერა შესთავზა. „ … Continue reading
“მესხეთობა 2013”
მესხეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებს უმასპინძლა. „მესხეთობა 2013″–ს ორგანიზება „საქართველოში მცხოვრებ ხალხთა კულტურისა და ფოლკლორის განვითარების კავშირმა” გაუწია, რომელიც ახლახან ჩამოყალიბდა. თეატრის სცენაზე საკუთარი შემოქმედება … Continue reading



You must be logged in to post a comment.