“ანა ფრანკის დღიური” ახალციხეში
“ანა ფრანკის დღიური”–ასე ჰქვია პროექტს, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 13 სექტემბერს, ახალციხის ციხის საგამოფენო დარბაზში გამოფენაც მოეწყობა, რომელიც 19 სექტემბრამდე დარჩება. პროექტის “ანა ფრანკის დღიურები”–ის … Continue reading
მესხეთის თეატრში სეზონის ბოლო პრემიერა გაიმართა
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე სეზონის ბოლო პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი, სახელწოდებით ,,იქ, სადაც ჩემი სახლია” ადგილობრივმა მსახიობებმა წარმოადგინეს. კომედიური ჟანრის სცენარში მრავალშვილიანი ოჯახის ყოველდრიური ცხოვრება და მათი პრობლემებია წარმოდგენილი.
მესხური ფესტივალი 2013
3 აგვისტოს, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, ტელეკომპანია ,,მე–9 არხის” ორგანიზებით საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.
პირველად მესხეთში – საქველმოქმედო ფესტივალი ახალციხის “მეცხრე არხის” ორგანიზებით
„მესხური ფესტივალი 2013″ – ახალციხის ტელეკომპანია „მე-9 არხის” ორგანიზებით, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, 3 აგვისტოს საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება, სადაც შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება. ფესტივალის თანაორგანიზატორი ახალციხის მუნიციპალიტეტია. მასში მონაწილეობას … Continue reading
ოზურგეთის თეატრმა ახალციხეში გასტროლები დაასრულა
ოზურგეთის თეატრმა ახალციხეში გასტროლები დაამთავრა. მსახიობებმა მაყურებელს დღეს ბოლო სპექტაკლი ოთარ ბაღათურიას ”მეფე ლირი თავშესაფარში” შესთავაზა. სცენარის მიხედვით მოქმედება ერთ-ერთ თავშესაფარში ხდება. შენობა იყიდება, რასაც მობინაადრეები სასტიკად ეწინააღმდეგებიან.
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ოზურგეთის მსახიობებს მასპინძლობს
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა დღეს შალვა დადიანის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „გუშინდელნი???“ წარმოადგინეს. გაღატაკებული აზნაურების ყოფა–ცხოვრება და რუსი ჩინოვნიკების დამოკიდებულება ქართველებისადმი – მსახიობებმა ადგილობრივი მაყურებელის წინაშე მე–19 საუკუნის საქართველო … Continue reading
“ბარამბინოს ნაყინის ფესტივალი” ბორჯომში
ბორჯომის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს „ბარამბინოს ნაყინის ფესტივალი” გაიმართა. ბავშვებს სხვადასხვა ზღაპრის გმირმა უმასპინძლა, რომელთან ერთადაც ანიმატორებმა და ილუზიონისტებმა მათთვის მხიარული განწყობის შექმნაზე იზრუნეს.
“ჩიტების ბაზარი” ახალციხეში
მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ბორჯომის მოზარდ მაყურებელთა თეატრალური დასი ესტუმრა. „თეატრონმა” მაყურებელს თამაზ ჭილაძის პიესა „ჩიტების ბაზარი” წარუდგინა.
,,მაშა და დათვი” ახალციხეში
„მულტიპულტის” თეატრის მსახიობებმა ცნობილი მულტფილმი, „მაშა და დათვი”, ახალციხელ მაყურებელს სპექტაკლის სახით შესთავაზეს. მულტიპლიკაციური ფილმის მეორე სერია, სახელწოდებით, „ტყუილების გუდა” მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გაცოცხლდა.
ახალციხეში არამ ხაჩატურიანის იუბილე აღნიშნეს
ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს ეროვნებით სომეხი კომპოზიტორის არამ ხაჩატურიანის 110 წლისთავთან დაკაშირებით ღონისძიება გაიმართა. მას ორგანიზება აღნიშნულმა ცენტრმა და ახალციხის ვაჰრამ გაიფეჭიანის სახელობის შემოქმედთა კავშირმა გაუწია.
“ახალციხობა” ახალციხეში
წელს პირველად სახალხო დღესასწაული „ახალციხობა ” რაბათის განახლებულ კომპლექსში გაიმართა. ცნობილ მუსიკოსებს, კომპოზიტორებსა და სპეციალურად კონცერტისათვის მოწვეულ სტუმრებს ახალციხე დილიდან მასპინძლობდა. ღონისძიების ორგანიზატორებმა გამოჩენილ ადამიანებს ვაჟა აზარაშვილს, თემურ ყვითელაშვილსა და … Continue reading
ქორწინებით დასრულებული თეატრალური წარმოდგენა
ლამაზი სანახაობა და წყვილი, რომელმაც რაბათში იქორწინა. ახალციხის ციხეში წარმოდგენის საჩვენებლად ჩამოსულმა, ,,შავფაროსნებისა” და ,,მოძრაობის თეატრის” მსახიობებმა შეუღლება 5 წლიანი სიყვარულის შემდეგ, ქორწინების სახლში ექსპრომტად გადაწყვიტეს.



You must be logged in to post a comment.