”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მესხეთის თეატრი კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში

მესხეთის პროფესიული დრამატული თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობს. მის ფარგლებში, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, 18 საათზე, ადგილობრივი მსახიობები მაყურებლის წინაშე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე წარსდგებიან. … Continue reading

06/10/2013

საქველმოქმედო კონცერტი მამუკა გვირჯიშვილის დასახმარებლად

„ერთად გადავარჩინოთ მაუკა გვირჯიშვილი”–მესხეთის პროფესიულ დრამატულ თეატრში 21 წლის ახალგაზრდის დასახმარებლად  საქველმოქმედო აქცია–კონცერტი გაიმართა.  მასში მონაწილეობის მისაღებად  დედაქალაქიდან ესტრადის მომღერლები და სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფების  წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.  მათ ადგილობრივ მსმენელს თავიანთი … Continue reading

04/10/2013

სამზადისი ბერას დასახვედრად და უკმაყოფილო ახალციხელები

ახალციხეში ბერა ივანიშვილს ელოდებიან. ტურნე „ჩვენ ვართ საქართველოს“ ფარგლებში იგი კონცერტს გამართავს. თამარ მეფის  ქუჩის  მიმდებარე ტერიტორიაზე სცენის მონტაჟი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნულ  მონაკვეთზე ცენტრალური გზა საპატრულო პოლიციამ გუშინ … Continue reading

02/10/2013

ბერა ივანიშვილის კონცერტისთვის ახალციხეში სცენას ამონტაჟებენ

     ბერა ივანიშვილი ახალციხეს ესტუმრება. მომღერლის კონცერტისთვის მზადება ქალაქში მეორე დღეა მიმდინარეობს. ამ დროისათვის, თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე სცენის მონტაჟი ხდება. კონსტრუქციის აგების გამო, ცენტრალური ქუჩა გუშინ საღამოს … Continue reading

02/10/2013

მესხეთის თეატრი ახალ სეზონს იწყებს

    მესხეთის პროფესიული დრამატული თეატრი ახალ სეზონს იწყებს. რიგით 46–ე თეატრალურ სეზონს ლალი კეკელიძის პიესა ,,იქ სადაც ჩემი სახლია” გახსნის, რომელსაც მსახიობები მაყურებელს 1 და 2 ოქტომბერს   შესთავაზებენ. პიესის მიხედვით, … Continue reading

30/09/2013

მესხეთის თეატრში ცვლილებებია

მესხეთის პროფესიულ დრამატულ თეატრში ცვლილებებია– დასის შემადგენლობას ორი ახალი წევრი შეემატა. მთავარი რეჟისორისა და დირექტორის პოსტები, რომლებიც თატრში სამხატვრო ხელმძღვანელმა წარადგინა, უკვე დაკავებულია. დასი საშემოდგომო სეზონის დაწყებისათვის ემზადება.

25/09/2013

მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს მთავარი რეჟისორი ჰყავს

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი ზურაბ სიხარულიძე გახდა. ახალი რეჟისორი  დასის წევრებთან პირველ შეხვედრას ხვალ გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ცვლილება “თეატრის შესახებ” კანონში, მიმდინარე წლის აპრილის თვეში შევიდა, რომლის მიხედვითაც … Continue reading

23/09/2013

მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი გახდა

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არჩეულია. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტროს გადაწყვეტილებით,  თანამდებობას ლია სულუაშვილი დაიკავებს. აღნიშნულ პოსტზე მესხეთის თეატრიდან სამინისტროში კიდევ ერთი, რეჟისორ თამაზ იმნაძის  კანდიდატურა იყო … Continue reading

20/09/2013

სამინისტრომ სამხატვრო ხელმძღვანელად ლია სულუაშვილი დაამტკიცა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე, თეატრის ყოფილი მმართველი ნაზო (ლია ) სულუაშვილი დაამტკიცა. სამინისტროს ბრძანება  # 01/262     2013 წლის 17 … Continue reading

20/09/2013

ლია სულუაშვილი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ სამინისტროდან ბრძანებას ელოდება

   მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილია. კულტურის სამინისტრომ, აღნიშნულ თანამდებობაზე თეატრის მმართველი ლია სულუაშვილი დაამტკიცა. როგორც, ლია სულუაშვილი “მეცხრე არხთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, იგი კულტურის სამინისტროში გუშინ დაიბარეს … Continue reading

18/09/2013

ანა ფრანკი-აქტუალური ისტორია

ანა ფრანკი აქტუალური ისტორია – ამ სახელწოდების გამოფენა, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა. პროექტი საქართველოს პირველი ლედის სანდრა –ელისაბედ რულოვსის ინიციატივით ხორციელდება და ქვეყნის ათ ქალაქს მოიცავს.

13/09/2013

დაპირისპირება მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში

განხეთქილება მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. სამხატვრო ხემლძღვანელის პოსტზე თამაზ იმნაძის კანდიდატურის დასახელებას დასის წევრთა დაპირისპირება მოჰყვა. მათი ნაწილი მსახიობს მხარს უჭერს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ თეატრის ხემძღვანელად კვლავ ლია სულუაშვილი … Continue reading

11/09/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე