”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვარძიის კედლის მხატვრობაზე, რესტავრატორებს და საპატრიარქოს განსხვავებული მოლოდინი აქვთ

დაუბრუნდება თუ არა ვარძიის კედლის მხატვრობა ხანძრამდე არსებულ მდგომარეობას – რესტავრატორები ამბობენ, რომ ამის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია.

“აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” – შშმ პირები სხვადასხვა ღონისძიებაში ჩაერთვნენ

“აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” – ამ დევიზის გარშემო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 50 პირი გაერთიანდა.

ვარძიაში გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ვარძიის სამონასტრო კომპლექსში, ხანძრის შედეგად დაზიანებულ ფრესკებზე, სპეციალისტები მუშაობენ. ამ დროისთვის, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

11 ნოემბერს, ადიგენში ზარზმობის დღესასწაული აღინიშნება

ადიგენი ზარზმობისთვის ემზადება. დღესასწაული სოფელ ზარზმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში 10:00 საათზე წირვით დაიწყება.

,,ძველმოდური კომედია” – პრემიერა მესხეთის თეატრში

პრემიერა მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში – არბუზოვის ,,ძველმოდური კომედია” რეჟისორმა, გიორგი სიხარულიძემ დადგა.

ვარძიაში დაზიანებული მხატვრობის გაწმენდა 4 ნოემბერს დაიწყება

ვარძიაში ხანძრის შედეგად დაზიანებული მხატვრობის გასაწმენდად ინტენსიური სამუშაოები 4 ნოემბრიდან დაიწყება. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში   რესტავრატორებმა კვლევა უკვე დაასრულეს.

ვარძიის ტაძარში, ხანძრის შედეგად დაზიანებული მხატვრობის შესწავლა დაიწყო

ვარძიაში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი დალუქეს. ამჟამად აქ ხანძრის შედეგად დაზიანებული მხატვრობის შესწავლა მიმდინარეობს. სპეციალისტებმა უნდა გაარკვიონ, რა მეთოდით შეიძლება ფრესკების გაწმენდა.

ხანძრის შედეგად დაზიანებული მხატვრობა ვარძიაში [Photo]

ვარძიის სამონასტრო კომპლექსში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ვიზიტორებისთვის დაკეტილია. ადგილზე მოხდება დაზიანებული მხატვრობის შესწავლა, რის შემდეგაც გადაწყდება რა მეთოდით გაიწმინდება ფრესკები. 

ვარძიის ტაძარში მე–12 საუკუნის მხატვრობა დაზიანდა

ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში მე–12 საუკუნის მხატვრობა დაზიანდა. 1  ნოემბერს მაგიდას ცეცხლი გაუჩნდა და მხატვრობის ძირითადი ნაწილი გაიმურა. 

რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით, “ვეფხისტყაოსანი” ხელით გადაიწერა

შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი იქმნება. პროექტი „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოვლისა მოსახვეჭელსა“ ჭიათურელი მაია ტყემალაძის მიერ, ადგილობრივი გამგეობის კულტურის სამსახურისა და თეატრის  მხარდაჭერით ხორციელდება.

ვარძიაში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე აღნიშნეს

ხალხური სიმღერები, ქორეოგრაფიული ნომრები, ლექსები, სხვადასხვა სპორტული და კულტურული სანახაობა –ასპინძის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული იზეიმეს. “შოთაობა” 24 სექტემბერს, ვარძიაში გაიმართა.

24 სექტემბერს, ვარძიაში “შოთაობას” აღნიშნავენ

24 სექტემბერს, ვარძიაში “შოთაობას” აღნიშნავენ. პოეზიის სახალხო დღესასწაული 11:00 საათზე დაიწყება. 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე