”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მესხეთის თეატრი ახალ პრემიერას ამზადებს

მესხეთის პროფესიული დრამატული თეატრი მორიგი პრემიერისთვის ემზადება. მსახიობები ამჯერად დათო ტურაშვილის პიესის გმირებს გააცოცხლებენ. „დოდოს მოლოდინში“ დრამატურგმა საბერძნეთში მოგზაურობის შემდეგ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერა. პიესა მთლიანად ემიგრანტ ქალბატონებს ეძღვნება.

26/11/2013

“ფოლკლორის ფესტივალი” ახალციხეში

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, მესხეთის პროფესიულ დრამატულ თეატრში „ფოლკლორის ფესტივალი” მოეწყო. სცენაზე ერთმანეთს ქორეოგრაფიული ანსაბლებისა და საესტრადო სიმღერების შემსრულებლები შეენაცვლნენ.

25/11/2013

ტრიო “სიმი” ახალციხეში

,,ტრიო სიმი“ მესხი მსმენელის წინაშე წარსდგა. მუსიკალურმა ჯგუფმა სოლო კონცერტი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის გამართა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციის მოწვევით ტრიომ ცნობილი კომპოზიტორების არაერთი სიმღერა შეასრულა … Continue reading

22/11/2013

აწყურისა და ხერთვისის ციხეების აღდგენა-რეაბილიტაცია დაიწყო

სამ უძველეს ნაგებობაზე – აწყურის, ხერთვისისა და ბებრის ციხეებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძეგლებზე ისეთი უბნების გამაგრება ხდება, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე ავარიულია.

21/11/2013

მესხეთის თეატრი დადგმული სპექტაკლების რაოდენობით რეგიონულ თეატრებს შორის პირველ სამეულშია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის ცენტრის თანამშრომლებმა თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა და კულტურის მენეჯერმა ელენე ბაბაკიშვილმა საქართველოს 14 რეგიონული თეატრის: გორის, რუსთავის, მესხეთის, ფოთის, ბათუმის დრამატული და ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრების, … Continue reading

20/11/2013

ტრიო “სიმი” ახალციხეში სტუდენტებს შეხვდება

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოწვევით სასწავლებელს ტრიო “სიმი” ესტუმრება. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, სალონური ტიპის შეხვედრა ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართება. სტუდენტებს მომღერლები საკუთარ საქმიანობას უფრო ახლოდან გააცნობენ, შემდეგ კი მათთვის … Continue reading

20/11/2013

ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი ფესტივალისათვის ემზადება

სამოქალაქო კლუბების ინიციატივით ახალციხეში “კულტურათა გაცნობის დღესასწაული” იგეგმება, რომელიც ცენტრის ხელშეწყობით განხორციელდება. მასში მონაწილეობას ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერები მიიღებენ, რომლებსაც სხვადასხვა ერის კულტურის წარმოჩენა– ნახატებით, ლექსებით, … Continue reading

20/11/2013

ვანო მერაბიშვილის განცხადება ახალციხის ციხესთან დაკავშირებით

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ვანო მერაბიშვილი, ახალციხის ციხეზე ოქროსფერი გუმბათის დემონტაჟთან დაკავშირებით, კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. “ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ დღევანდელი მთავრობა კვლავაც გეგმავს ახალციხეში „რაბათის … Continue reading

19/11/2013

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ახალციხეში

ტოლერანტობის დღე ახალციხეშიც აღნიშნეს. არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირთან არსებულმა ახალგაზრდული სამოქალაქო ცენტრის წევრებმა, თარიღთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გამართეს. თავდაპირველად ახალგაზრდებმა დამსწრეებთან ერთად ტოლერანტობაზე, როგორც ტერმინოლოგიაზე ისე ისაუბრეს. შემდეგ კი … Continue reading

18/11/2013

ფესტივალს “მზიანი საქართველო” ახალციხემ უმასპინძლა

ახალციხეში ფესტივალი „მზიანი საქართველო” გაიმართა. ადგილობრივ მაყურებელს სხვადასხა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა თავიანთი რეპერტუარიდან ეროვნული ცეკვები და სიმღერები შესთავაზეს. კონცერტი ორ ნაწილად წარიმართა და მაყურებელს ღონისძიებაზე დასწრება უფასოდ შეეძლო.

18/11/2013

ნიკა რურუა კულტურის მინისტრის განცხადებას ეხმაურება

ნიკა რურუა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიერ ახალციხის ციხეზე მეჩეთის გუმბათის ფერის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრის განაცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილება „მეტიჩრობაა“ თუ … Continue reading

14/11/2013

ახალციხის ციხეზე შესაძლოა, მეჩეთის გუმბათის ფერი და გისოსები შეიცვალოს

/>რაბათის ციხეზე შესაძლოა, გუმბათის ფერი და გისოსები შეიცვალოს, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, რაბათის ციხის რესტავრაციის პროცესში თურქი სპეციალისტები … Continue reading

13/11/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე