ბადრი თამაზაშვილი: „მესხეთში, როგორც რუსთაველის სამშობლოში ყველაფერი ლექსით უნდა დაიწყოს”
როგორი უნდა იყოს „მესხური ფესტივალი” – ამ კითხვით ტელეკომპანია „მეცხრე არხმა” საზოგადოებას მიმართა. ადგილობრივების აზრით, იმისთვის რომ ფესტივალმა რეგიონში ადგილი დაიმკვიდროს ყველა თაობის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. ამისთვის კი ისინი … Continue reading
ვარძიის კომპლექსის შესანარჩუნებლად სტრატეგიების შემუშავება დაიწყო
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ვარძიაში კონფერენცია გაიმართა. მის მიზანს კომპლექსში ქვათა ცვენის შეჩერება და ძეგლის შენარჩუნება წარმოადგენდა. შეხვედრა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ გახსნა.
ვარძიის გადარჩენის მიზნით გამართულ კონფერენციას კულტურის მინისტრი ესწრება
ვარძიაში ისტორიული ძეგლის გადარჩენის მიზნით კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ გახსნეს. კონფერენციაზე ქართველ … Continue reading
გურამ ოდიშარია ვარძიაში კონფერენციას გახსნის
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით 7-9 ივლისს ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში სამდღიანი ვორქშოპი იმართება. ხვალ კონფერენციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს … Continue reading
ახალციხის თოჯინების თეატრი მაყურებლის ნაკლებობას განიცდის
ახალციხის თოჯინების თეატრი მაყურებელს ელის – სახელმწიფო პროფესიული თეატრი, რომელიც რაბათის ისტორიულ კომპლექსშია განთავსებული, მაყურებლის ნაკლებობას განიცდის. თანამშრომლები ამბობენ, რომ იგი ქალაქიდან შორს მდებარეობს და ადგილზე პატარების ტრანსპორტირება პრობლემას წარმოადგენს.
ასპინძაში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება
30 ივნისს ასპინძის კულტურის სახლში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაზე შემოსული თანხა 17 წლის ირაკლი მელიქიძის მკურნალობას მოხმარდება, რომელსაც ხერხემლისა და კისრის ტრამვაა აქვს მიღებული და სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. დაზიანება ახალგაზრდამ … Continue reading
საფარისა და თისელის ეკლესიებს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება
კულტურულიმემკვიდრეობისდაცვისეროვნულისააგენტო სამცხე–ჯავახეთში ისტორიული ძეგლების გადარჩენის პროგრამას ახორციელებს. მის ფარგლებში ამ დროისათვის რეგიონში არსებული ორი ტაძრის – სოფელ თისელის გუმბათოვანი ეკლესიისა და საფარის მთავარი ტაძრისა და სამრეკლოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს … Continue reading
ახალციხეში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა
საქველმოქმედო ღონისძიება ახალციხეში. სტუდია „პალიტრის“ მოსწავლეებმა კონცერტი ჩაატარეს და ადგილობრვებს საკუთარი რეპერტუარი წარუდგინეს. საღამო მესხეთის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართა. სტუდია“ პალიტრის“ ხელმძღვანელის განმარტებით გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა არალში წმინდა … Continue reading
ახალციხის სამუსიკო სკოლამ ნუნუ გაბუნიას უმასპინძლა
ახალციხის სამუსიკო სკოლაში, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ნუნუ გაბუნიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ერთი საათის განმავლობაში მოსწავლეებმა ნუნუ გაბუნიას მიერ დაწერილი სიმღერები და სხვადსხვა მუსიკალური ნაწარმოები შეასრულეს.
“ოცნების ქალაქი” – კონცერტი “ქართული ოცნების” ორგანიზებით
„ოცნების ქალაქი” – ამ სახელწოდებით ახალციხის ცენტრალურ სკვერში ღონისძიება გაიმართა. საღამოს ორგანიზება ახალციხის „ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა ფრთამ გაუწია. კოცერტში მონაწილეობა სხვადასხვა ფოლკლორულმა და ქრორეოგრაფიულმა ანასმბლებმა მიიღეს.
სამხატვრო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
ხელოვნების ნიმუშების გამოფენა სამხატვრო სკოლაში. დაწესებულების აღსაზრდებელმა დღეს საკუთარი ხელნაკეთი ნივთები ახალციხელებს უჩვენეს. ღონისძიებას ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.



You must be logged in to post a comment.