”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ანა კალანდაძე გაიხსენეს

ქართველი პოეტის ანა კალანდაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა, რომელში მონაწილეობაც სტუდენტებმა და პროფესორ–მასწავლებლებმა მიიღეს. 

ორბელიანების ყოფილ სასახლეში განთავსებული სამუსიკო სკოლა რეაბილიტაციის მოლოდინში

ქალაქში არსებულ ერთადერთ სკოლაში, სადაც კლასიკური მუსიკა ისწავლება,  რეაბილიტაციას წლებია ელოდებიან. მეცხამეტე საუკუნეში აგებულ შენობას სარემონტო სამუშაოები მხოლოდ ერთხელ, 35 წლის წინ ჩაუტარდა. 

ლელა სარიშვილი – “ნიჭიერის” კონკურსანტი ბოლაჯურიდან

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში მცხოვრები ლელა სარიშვილი პროექტ “ნიჭიერში” მონაწილეობს. 19 წლის გოგონა ჟიურის წინაშე წყალზე ხატვით წარსდგა.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი თამარ თამარაძის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი თამარ თამარაძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. მხატვარ–დიზაინერის ნამუშევრები სასწავლებლის პირველი კორპუსის ფოიეშია წარდგენილი.

ახალციხის მერიამ საახალწლო სამზადისი დაიწყო

ახალციხის მერიამ საახალწლო სამზადისი დაიწყო. თვითმმართველობამ, 2017 წლის შესახვედრად, ქუჩების მორთვისთვის და საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის ტენდერი 39 614 ლარზე გამოაცხადა.

„შეშლილის წერილები“ – პრემიერა მესხეთის თეატრში

მესხეთის  სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში პრემიერა ,,შეშლილის წერილები“ გაიმართა.

აბასთუმნელი ბუნებადამცველი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდოს ნომინანტია

აბასთუმნელი ბუნებადამცველი როლანდ სიგუა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდოზე „წლის საუკეთესო“ წარდგენილია ნომინაციაში -„წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ეკოლოგიაში“.

ახალციხის მეხუთე სკოლამ იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი მიიღო

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლამ იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი მიიღო.  მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში – “მოვეფეროთ იაკობს და დედაენას“.  

იუნესკომ ქართული ანბანის სამივე სახეობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა

 „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ იუნესკომ  მსოფლიოს არამატერიალური კულტურული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. 

ახალციხის თოჯინების თეატრმა მაყურებელს პრემიერა წარუდგინა

ახალციხის თოჯინების თეატრმა მაყურებელს პრემიერა შესთავაზა. ,,აფრიკელი   გოგონა“  ვახტანგ ქორიძის რეჟისორობით დაიდგა.  თეატრალურ წარმოდგენას  დაესწრნენ როგორც მოზარდები ასევე სრულწლოვნებიც.

ვარძიის კედლის მხატვრობის წმენდაში, ლონდონელი სპეციალისტები ჩაერთვნენ

რესტავრატორები ორი კვირაა, ვარძიის უნიკალურ კედლის მხატვრობას, მჭვარტლის მხოლოდ ზედა ფენისგან წმენდენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ გადაუდებელ გაწმენდით სამუშაოებს, მოხატულობის მდგომარეობა და მშრალი ტექნიკით შესრულებული მხატვრობა ართულებს.

ანსამბლმა ,,ლომსია”-მ რესპუბლიკურ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო

ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ლომსია“ რესპუბლიკური ფესტივალიდან დაბრუნდა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე