”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

”ევროკავშირის 2015 წლის კულტურის კვირეული” ახალციხეში გაგრძელდა

”ევროკავშირის 2015 წლის კულტურის კვირეული” ახალციხეში გაგრძელდა. ღონისძიება რაბათის ციხეში ქართულ-ევროპული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენით, სახელწოდებით ”კავშირები, რომელმაც გაუძლო დროს” გაიხსნა. მისი ორგანიზატორი  ევროკავშირის წარმომადგენლობაა. მათი ინფორმაციით, კულტურული კვირეული  საქართველოს მოქალაქეებისთვის … Continue reading

ახალიცხის კულტურის სახლის საუკუნოვანი შენობა დანგრევის პირასაა

ახალიცხეში არსებული კულტურის სახლის საუკუნოვანი შენობა დანგრევის პირასაა. დაწესებულება, სადაც დაახლოებით, 70–მდე  აღსაზრდელი სწავლობს, ყოველდღიურად საფრთხის წინაშეა. ახალციხის მერიაში  განმარტავენ, რომ პრობლემის მოგვარებაზე ფიქრობენ და გამოსავალს ეძებენ. დაბზარული კედლები, მოძველებული … Continue reading

ბორჯომის ცენტრალურ პარკს ახალი დირექტორი ჰყავს

ბორჯომის ცენტრალურ პარკს ახალი დირექტორი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ლევან ცინცქალაძე დაინიშნა. პარკის ახალი დირექტორი პროფესიით ეკონომისტია. მისი სამუშაო გამოცდილება შოუბიზნესის სფეროს უკავშირდება. აცხადებს, რომ წლებია პარკში კვების ობიექტებს ხელძღვანელობდა, აქედან გამომდინარე, ბორჯომის … Continue reading

ქართველი მწერლები ახალქალაქში ადგილობრივებს საკუთარ ნაწარმოებებს გააცნობენ

10-11 ოქტომბერს, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში, ქართველი მწერლები – ანა კორძაია-სამადაშვილი, ზურაბ ქარუმიძე, დავით ტურაშვილი და პაატა შამუგია, ნინოწმინდას ეწვევიან და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს საკუთარ ნაწარმოებებს გააცნობენ. შეხვედრის დროს, საუბარი … Continue reading

ზაირა კელაპტრიშვილი: “მიხეილ იაძე მესხი ფიროსმანია”

ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში თვითნასწავლი მხატვრის მიხეილ იაძის ნამუშევრები გამოიფინა. ნამუშევრები აუდიტორიას ხელოვანის შვილმა ზურაბ იაძემ წარუდგინა და შეკრებილ საზოგადოებას მათი შექმნის ისტორიაც უამბო. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ხელოვნებით დაინტერესებული … Continue reading

ახალციხელი სტუდენტების ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის ნუსხას კიდევ ერთი ძეგლი შეემატა

,,ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა გახდა. სახელმწიფო ნუსხას კიდევ ერთი ძეგლი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ინიციატივით შეემატა. შესაბამის ბრძანებას სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ხელი დღეს, 1 ოქტომბერს მოაწერა. აღნიშნულთან … Continue reading

ვარძიაში სახალხო დღესასწაული “შოთაობა” იზეიმეს

ხალხური სიმღერები, ქორეოგრაფიული ნომრები, ლექსები, სხვადასხვა სპორტული და კულტურული სანახაობა –ასპინძის მუნიციპალიტეტში  სახალხო დღესასწაული  იზეიმეს. “შოთაობა” 26 სექტემბერს, , ვარძიაში გაიმართა.  ღონისძიება  11:00 საათზე დაიწყო. მაყურებლის წინაშე საკუთარი რეპერტუარით  ბენდი … Continue reading

ასპინძა სახალხო დღესასწაულისთვის ემზადება

ასპინძის მუნიციპალიტეტი სახალხო დღესასწაულისთვის ემზადება.  “შოთაობა” 26 სექტემბერს, ტრადიციულად, ვარძიაში გაიმართება. კულტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მაკა ბერიძის ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები 11:00 საათზე დაიწყება, რომელსაც ბენდი “ნალი” გახსნის. 13:00 … Continue reading

ახალციხეში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი დასრულდა

ახალციხეში ეროვნული დრამატურგიის მესამე თეატრალური  ფესტივალი დასრულდა. ღონისძიება თბილისის თავისუფალი  თეატრის  პრემიერით  ,,ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს” დაიხურა. პიესის ავტორი და რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილია. ეროვნული დრამატურგიის მესამე თეატრალურ ფესტივალი ახალციხეში შვიდ … Continue reading

მესხეთის თეატრის რეაბილიტაცია იწყება

მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაცია იწყება.  შენობის მდგომარეობითა და დაგეგმილი სამუშაოებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი დაინტერესდა. მიხეილ გიორგაძემ 7 სექტემბერს თეატრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, … Continue reading

ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი თუმანიშვილის თეატრმა გახსნა

ახალციხეში ეროვნული დრამატურგიის მესამე თეატრალური  ფესტივალი გაიხსნა. პირველი სპექტაკლი, „ამბავი ვეფხვისა და მოყმისა“ ადგილობრივ მაყურებელს თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრმა შესთავაზა. მესხეთის თეატრში ფესტივალის გახსნას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, უწყების … Continue reading

ეროვნული დრამატურგიის ფესტივალის გახსნას კულტურის მინისტრი დაესწრება

7 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ახალციხეში, მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრში, ეროვნული დრამატურგიის მესამე თეატრალური  ფესტივალი გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე