”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საბრძოლო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა ახალციხეში [photo]

ახალციხეში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრმა, საბრძოლო ტექნიკა და აღჭურვილობა გამოფინა. წელს, პირველად ქართული წარმოების –  ,,დელტას“  საბრძოლო აღჭურვილობის ელემენტებიცაა წარმოდგენილი. გამოფენა 18:00 საათამდე გაგრძელდება.

თავდაცვის მინისტრი ბაკურიანში სამთო მომზადების კურსს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაკურიანში სამთო სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროების სამთო მომზადების კურსს დაესწრო. თინათინ ხიდაშელის თქმით, საჩხერის სამთო მომზადების ცენტრი პიონერია საქართველო–ნატოს ურთიერთობებში. წელს  ცენტრს 10 წელი უსრულდება. … Continue reading

ახალგაზრდები აგვისტოს ომში დაჭრილ სამხედროს შეხვდნენ

2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. კაპიტანი რომან აბაშიძე, ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ამერიკის კუთხის წევრ ახალგაზრდებს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მის მოღვაწეობაზე ესაუბრა და შეხვედრის მონაწილეების კითხვებსაც … Continue reading

როგორ შეიცვლება საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკა, დასავლეთთან ინტეგრაციის შემთხვევაში?

პიროვნების თავისუფლება, კანონის უზენაესობა,  დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და კონფლიქტების მოგვარება სამხედრო ძალის გარეშე – სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ დასავლეთთან ინტეგრაციის შემთხვევაში შეძლებს, ეფექტურად გაუმკლავდეს იმ საფრთხეებსა … Continue reading

ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება დასრულდა

 ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე მე-3 ქვეითი ბრიგადის გეგმიური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაიწყო.  წვრთნებში 31-ე ბატალიონის გაძიერებული ასეული და მესამე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დანაყოფი მონაწილეობდა. საჩვენებელ საველე სწავლებას დასავლეთ სარდლობის ხელმძღვანელი … Continue reading

თინა ხიდაშელმა ჯავშანსატანკო ცენტრის კურსანტებს დიპლომები გადასცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ახალციხეს  ესტუმრნენ.   თინათინ ხიდაშელმა  და ვახტანგ კაპანაძემ ჯავშანსატანკო ცენტრი დაათვალიერეს და ახალციხის ციხის ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში, ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო … Continue reading

05/06/2015

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახალციხეშია

           საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი უკვე ახალციხეში არიან. ამ წუთებში თინათინ ხიდაშელი და ვახტანგ კაპანაძე ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრს ათვალიერებენ. ადგილზე იკრიბებიან ადგილობრივი ხელისუფლების … Continue reading

05/06/2015

ადიგენში სამი ახალგაზრდა მოკლული იპოვეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბნის გზაზე დაახლოებით ორი საათის წინ სამი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდები 22, 24 და 26 წლის არიან.  “მეცხრე არხის” ინფორმაციით ერთი ახალგაზრდა მძიმე … Continue reading

28/08/2014

სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო

პირველი ეტაპზე ახალციხის მუნიციპალიტეტიდან 100 წვევანდელი გავიდა. ისინი ჯარში   ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა 23 აგვისტოს ახალციხის ადმინისტრაციული შენობიდან გააცილეს. ახალგაზრდებმა დედაქალაში ბოლო სამედიცინო შემოწმება უკვე  გაიარეს და სამხედრო სავალდებულო … Continue reading

24/08/2014

სამხედრო-სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დასრულდა

სამხედრო-სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დასრულდა.  2014 წლის  გაზაფხულიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურს ახალციხის მუნიციპალიტეტიდან 41 წვევამდელი იხდის. როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვების სამსახურში განმარტავენ, 11 წვევამდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს, 4 უშიშროების, … Continue reading

01/07/2014

ახალციხეში ანსამბლ „მესხეთი“ –ს ვარსკვლავი გაიხსნება

    ახალციხეში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის „მესხეთი“ –ს ვარსკვლავი გაიხსნება – ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირის ოლეგ სანდროშვილის განმარტებით, „მესხეთს“ დაარსებიდან  60 წლის … Continue reading

09/06/2014

დღეს ქართული არმიის დღეა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეს 23 წელი შეუსრულდა. 30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, მეუღლეებთან ერთად, ჯანსუღ … Continue reading

30/04/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე