”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამინისტროებში შტატების შემცირება დაიწყო

სამინისტროებმა ოპტიმიზაცია დაიწყეს. უკვე ცნობილია, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციიდან 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის აღდგენას აპირებს

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღადგენს. ეს განცხადება მედიასთან თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გააკეთა.

,,გუშაგი მოიქცა კანონიერად” – თავდაცვის მინისტრი ,,კრწანისში” მომხდარ ინციდენტზე

,,გუშაგი მოიქცა კანონიერად, ნორმების დაცვით” – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი წვრთნებისა და სამხედრო განათლების ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე, უცხო პირთა შეჭრის ფაქტს.

ნინოწმინდელი სამხედროს დაკრძალვის ხარჯები თავდაცვის სამინისტრომ დაფარა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურე ნინოწმინდაში დაკრძალეს. ბოლო გზაზე იგი თანამებრძოლებმა გააცილეს. 

ნინოწმინდელი სამხედროს დაკრძალვას, თავდაცვის მინისტრი ესწრება

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული სამხედრო, აკოპ მალხასიანი დღეს, ნინოწმინდაში დაკრძალეს. ჯავახეთში თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ჩავიდა. 

ავარიის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე ნინოწმინდელია

დედოფლისწყარო – სიღნაღი–თბილისის ავტომაგისტრალზე მომხარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურე, რიგითი აკოპ სამველის ძე მალხასიანი, ნინოწმინდის მკვიდრი იყო.

ორფოლოში სამხედრო წვრთნები “ფარი 2016” დასრულდა

ორფოლოს სასროლეთზე სამეთაურო საშტაბო სწავლების „ფარი 2016“–ის დახურვის ცერემონია გაიმართა. სწავლების დასკვნით ფაზას საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი დაესწრნენ.

გიორგი მარგველაშვილი ორფოლოში სამხედრო წვრთნების დახურვას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მრავალეროვნული სწავლების „AGILE SPIRIT – 2016“ დახურვის საზეიმო ცერემონიას დაესწრო.

ღია კარის დღე და საჩვენებელი წვრთნები ორფოლოში

მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2016”-ის ფარგლებში, ორფოლოს სამხედრო სასროლეთზე ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებას სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობა, პირველი პირები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა აღარ განახორციელდება

დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა. როგორც ხიდაშელმა განმარტა, ამ ბრძანების შესაბამისად დღეიდან თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო-სავალდებულო … Continue reading

თავდაცვის სამინისტრომ ახალციხეში ნატოსთან ინტეგრაციისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილა

თავდაცვის სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. ნატოსთან ინტეგრაციისა და უსაფრთხოების საკითხები ცენტრალური უწყების წარმომადგენლებმა ახალციხის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის ბაზაზე განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისა და ეკონომიკის განმტკიცებაში … Continue reading

ახალციხეში, საბრძოლო ტექნიკის გამოფენა რეგიონისა და ქალაქის პირველმა პირებმა დაათვალიერეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ახალციხეში საბრძოლო ტექნიკის გამოფენით დაიწყო. ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრმა, საბრძოლო ტექნიკა და აღჭურვილობა გამოფინა. წელს, პირველად ქართული წარმოების –  ,,დელტას“  საბრძოლო … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე