ნოდარ ხადურმა ბორჯომში საწარმოების ელექტრონული მარკირების საკითხი განიხილა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვიზიტი ბორჯომში. ნოდარ ხადურმა შეხვედრა არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართა. გარდა ამისა მინისტრმა, მინერალური წყლის „აიდიეს ბორჯომი საქართველოს” პირველი და მეორე ჩამოსასხმელი ქარხნები მოინახულა.
კალაძის სტუმრობა “ფარავანი ჰესზე” და უკმაყოფილო ადგილობრივები
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი სამცხე–ჯავახეთს ესტუმრა. კახა კალაძემ „ფარავანი ჰესზე“ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და ყურადღება პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
კახი კალაძე “მტკვარი ჰესის” მდგომარეობით დაინტერესდა
„მტკვარი ჰესთან“ დაკავშირებულ პრობლემებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი შეიწავლის. კახი კალაძემ მშენებელ კომპანიას „კავკაზუს ენერჯსა“ და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველის მოსახლეობას შორის უკმაყოფილების შესახებ „ექოს“ კორესპონდენტისგან შეიტყო.
კახი კალაძემ რეგიონული მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა
მშენებარე და შეჩერებული ჰიდროელექტროსადგურები, ინდივიდუალური გამრიცხველიანება, ელექტროენერგიის ხშირი გათიშვები – კორესპონდენტებმა ყურადღება, ძირითადად ამ თემებზე გაამახვილეს. ენერგეტიკის მინისტრის ინიციატივით შეხვედრა რეგიონულ მედიასთან ერთ საათს გაგრძელდა. კახი კალაძის განცხადებით, ინდივიდუალური გამრიცხველიანება … Continue reading
მილიონიანი პროექტი ასპინძის 24 საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს
ასპინძის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტისათვის „მუნიციპალური განვითრების ფონდის” ფარგლებში მილიონ 800 ათასი ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს აზერბაიჯანული სამშენებლო კომპანია „აზერი” ახორციელებს.
სამინისტროში გაგზავნილი 24 პროექტიდან 11 არ დაფინანსდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალციხის მუნიციპალიტეტში 13 პროექტს დააფინანსებს. ტერიტორიულ ორგანოებში არსებული პრობლემებიდან თანხა ძირითდად სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის გამოიყო. პროექტები სახელმწიფოს 200 მილიონიანი ფონდის ფარგლებში ფინანსდება.
ვინ შეიმუშავებს რეგიონის განვითარების სტრატეგიას?
Опубликовано 21.03.2013 ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, ინდუსტრია, მცირე და საშუალო ბიზნესი-ეკონომიკის განვითრების ამ და სხვა სახითხებზე დღეს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში იმსჯელეს. 6-ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა რეგიონული განვითრების სტრატეგიის შემუშვებაზე ისაუბრეს და ეკონომიკის თვალსაზრისით რეგიონში … Continue reading
“ნიუ ენერჯიმ” დაზიანებული სახურავების შეკეთება დაიწყო
კომპანია „ნიუ ენერჯიმ“ ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე სახურავების შეკეთება დაიწყო. სპეციალისტების თქმით, თუნუქი რამდენიმე ადგილზეა დაზიანებული.“ნიუ ენერჯის“ თანამშრომლები სამუშაოს უხარსხოდ შესრულებას გამორიცხავენ და ვარაუდობენ, რომ გადასახური მასალა ქარმა დააზიანა.
მუნიციპალიტეტებმა სამინისტროში გასაგზავნი პროექტები შეარჩიეს
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, არსებულ პრობლემებზე პროექტის დაწერის ვადა 11 მარტამდე აქვთ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული სამოქმედო გეგმის მიხედვით ქვეყნის ყველა რეგიონისათვის 200 მილიონი ლარი გამოიყო. მის ფარგლებში … Continue reading
ახალციხეში მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის საჯარო მოსმენა გაიმართა
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ახალციხის მუნიციპალიტეტის განვითარების საშუალო ვადიანი პროგრამის საჯარო მოსმენა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გეგმის საჯარო მოსმენაში მონაწილეობის მიღება ქალაქის ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო.
ახალციხეში რეგიონის განვითარების საკითხები განიხილეს
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში, ქვეყნის მაშტაბით შეხვედრებს აგრძელებს. დღეს მინისტრის პირველმა მოადგილემ და ექვსივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა რეგიონის განვითარების საკითხები ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში განიხილეს.
ერთ ლარად გაყიდული გამგეობის ყოფილი შენობის ბედი
ახალციხის ყოფილი ადმინისტრაციული შენობა კვლავ მუნიციპალიტეტის კუთვნილებაშია. ამის შესახებ ოფიციალური პასუხი მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღეს მიიღეს. შენობა შპს ,,ქროსვეისმა“ ერთი წლის წინ 1 ლარად შეიძინა, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, … Continue reading


