”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის ყველა სკოლაში სწავლა დაიწყო

15 სექტემბერს 2016–17 სასწავლო წელი დაიწყო. საგანამანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, სწავლა  ახალციხის მუნიციპალიტეტის 38 საჯარო და ერთ კერძო სკოლაში განახლდა.

ახალციხის თემის სკოლების მოსწავლეებს, სწავლის დაწყება, გამგეობის პირველმა პირებმა მიულოცეს

15 სექტემბერს, საქართველოს მასშტაბით, ახალი 2016–2017 სასწავლო წელი დაიწყო. სწავლა ახალციხის მუნიციპალიტეტის 31 საჯარო სკოლაში განახლდა.

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის შენობაში სწავლა არ განახლდება

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის  მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს  სხვა სკოლებში შეხვდებიან. 943 ახალგაზრდა კვლავ ქალაქის მესამე და მეექვსე სკოლებში გადანაწილდება.  ამის მიზეზი პირველი სკოლის შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.  

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

ახალციხეში საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის პრეზენტრაცია გაიმართა

ახალციხის  ადმინისტრაციულ შენობაში საქართველოს დაწყებითი განათლების (G-PriEd) პროექტის პრეზენტრაცია გაიმართა.

საცხოვრებელ სახლში შეკედლებული სამი სოფლის მოსწავლეები ადიგენში

ადიგენის სოფლების – ზედუბნის, ღორთუბნისა და აფიეთის მოსახლეობა განათლების ხელმისაწვდომობას ითხოვს. მათი სკოლის შენობა ერთი წლის წინ დაიწვა და მას შემდეგ გაკვეთილები ერთ–ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში ტარდება.

სან დიეგოს უნივერსიტეტში, სამცხე-ჯავახეთიდან ხუთი სტუდენტი სრული დაფინანსებით ისწავლის

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე სამცხე-ჯავახეთიდან ხუთი სტუდენტი ჩაირიცხა. ახალგაზრდებმა სრული დაფინანსება მოიპოვეს. 

მგონია, რომ ჩვენ ვშორდებით მოსწავლეთა საჭიროებებს“ – განათლების მინისტრი ახალციხეში

საქართველოს განათლების მინისტრის რეგიონული ტურნე სამცხე–ჯავახეთში. ალექსანდრე ჯეჯელავა ახალციხესა და ახალქალაქში პედაგოგებს შეხვდა და მათი დონის ამაღლებისა და უნარების გაძლიერების გზებზე  ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტი ბაკურიანის საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა

“მიეცი ხმა, ეს შენი მომავალია, არ  თქვა უარი შენს მოქალაქეობრივ ვალდებულებაზე და  პასუხისმგებლობაზე” – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ბაკურიანის სკოლის მონაწილეებს.

ახალციხეში ,,ფონდი ნატახტარის“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ,,ფონდი ნატახტარის“  საინფორმაციო–საანგარიშო შეხვედრა გამართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.

ახალქალაქში ახალგაზრდული ინტეგრირებული ფესტივალი გაიმართა

ახალქალაქში, ახალციხის  ახალგაზრდულმა ცენტრმა, ახალგაზრდული ინტეგრირებული ფესტივალი მოაწყო.

,,ამერიკის კუთხის“ ექვსდღიანი ბანაკი დასრულდა

,,ამერიკის კუთხის“ ექვსდღიანი ბანაკი დასრულდა. მასში მონაწილეობა სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდამ მიიღო.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე