”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალგაზრდები დებატების კულტურას სწავლობენ

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში დებატები გაიმართა. ოთხი სასწავლო დაწესებულების გუნდები ერთმანეთს სხვადასხვა თემის ირგვლივ არგუმენტირებულ მსჯელობაში, პრეზენტაციის უნარსა და ემოციის მართვაში შეეჯიბრნენ. სასკოლო დებატების პროექტს საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა” ახორციელებს.

22/04/2013

ინტელექტის დღე სამცხე–ჯავახეთში

ახალციხის პირველმა საჯარო სკოლამ  ინტელექტუალურ თამაშს რა? სად? როდის? უმასპინძლა. მასში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის ათმა სასწავლო დაწესებულებამ მიიღო. თამაში მოსწავლეებისათვის ინტელექტუალური კლუბის  რა?სად? როდის?  ფედერაციის ორგანიზებითა და პროექტის  „ინტელექტის დღე საქართველოში”  … Continue reading

16/04/2013

საერთაშორისო კონფერენცია თამარ მეფის ციხე–ქალაქში

ვარძიის კომპლექსმა სტუდენტ-არქეოლოგთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. შეხვედრა ისტორიულ ადგილზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით გაიმართა. მასში მონაწილეობა უცხოეთის სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად ოქსფორდის უნივერსიტეტმაც მიიღო. კონფერენციის შემდეგ მონაწილეებმა … Continue reading

16/04/2013

სამცხე–ჯავახეთში ახალგაზრდული ფორუმისათვის ემზადებიან

ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში, სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმისათვის მოსამზადებლად, პედაგოგების შეხვედრა გაიმართა. მათ რეგიონში არსებულ პრობლემებსა  და მისი გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს. პედაგოგები 20 და 24 აპრილს გამართულ ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას და მას … Continue reading

15/04/2013

დედა ენის დღე ახალციხეში

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნა. ისევე როგორც მთელი ქვეყნის მაშტაბით, ეს დღე ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლებმაც აღნიშნეს. ბავშვებმა ღონისძიებაზე მშობლიურ ენას არაერთი სიმღერა და ლექსი მიუძღვნეს.

15/04/2013

ახალციხელი მოსწავლეების საქველმოქმედო აქცია ნინოწმინდაში

პირველი საჯარო სკოლის, სამოქალაქო კლუბის,  „ოცნებიდან რეალობამდე“–ს  წევრებმა საქველმოქმედო აქცია მოაწყეს. მოსწავლეები წმინდა ბარბარეს სახელობის ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ და აღსაზრდელებს საჩუქრად ტანსაცმელი და სურსათი გადასცეს. საქველმოქემდო აქციაში მონაწილეობა ახალციხის … Continue reading

09/04/2013

თმოგვის საბაზო სკოლა სტატუსის დაბრუნებას ითხოვს

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თმოგვის სკოლის პედაგოგები დახმარებას ითხოვენ. სასწავლო დაწესებულება  ნაქალაქევის სკოლასთან ოპტიმიზაციის შედეგად სტატუსის გარეშე დარჩა,  გარდა ამისა რთულია  ფინანსური მდგომარეობაც

04/04/2013

გიგლა გობეჩიას სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დარჩენა შესთავაზეს

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ყოფილი ასოცირებული პროფესორი დღეს  ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს შეხვდა.  გიგლა გობეჩიამ მათ უნივერსიტეტის დატოვების მიზეზები განუმარტა. სტუდენტების გარდა დიალოგის გამართვა მას სასწავლებლის ხელმძღვანელთანაც მოუწია. ლექტორი აცხადებს, რომ … Continue reading

02/04/2013

ახალციხის პირველი სკოლიდან ბრიუსელში

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ჯაფარიძე საქართველოს მასშტაბით 5 დელეგატს შორის მოხვდა და ერთკვირიანი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირისა და ნატოს სხდომებს დაესწრო.

26/03/2013

ეთნიკური უმცირესობების საბავშვო ბაღებისთვის ახალი სახელმძღვანელო გამოიცა

ეთნიკური უმცირესობების საბავშვო ბაღებისთვის ახალი სახელმძღვანელო გამოიცა.  პუბლიკაცია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს  საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსგან უფასოდ გადაეცემათ.  სახელმძღვანელოებით სარგებლობას ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი სკოლამდელი ასაკის ბავშვი შეძლებს.

26/03/2013

პირველი სკოლის მოსწავლეები ჟურნალისტურ საქმიანობას სწავლობენ

პროექტის “ახალგაზრდა ჟურნალისტის” პრეზენტაცია ახალციხის პირველ საჯერო სკოლაში გაიმართა. პროექტი საზოგადოებაში არსებული პრობლემების განხილვასა და სიუჟეტების მომზადებას გულისხმობს.

11/03/2013

პედაგოგთა პრობლემები ახალციხის მეორე საჯარო სკოლაში

ახალციხის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგები ანაზღაურების ჩარიცხვის დაგვიანებაზე საუბრობენ. მასწავლებლები მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდნენ და დახმარება სთხოვეს.  როგორც პედაგოგები განმარტავენ, სკოლას ხელფასის გასაცემად ვაუჩერული სისტემით 90 პროცენტი ჩაერიცხა, დანაკლისი კი სამინისტროს … Continue reading

01/03/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე