ახალციხის პირველმა სკოლამ განათლების სამინისტროს პროექტში გაიმარჯვა
ახალციხის პირველმა საჯარო სკოლამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში “კატასტროფის რისკის შემცირების კომპონენტის ინტეგრირება განათლებაში” გაიმარჯვა. აქტიურობითა და ინფორმაციის გავრცელების მასშტაბურობით, მან საქართველოს ყველაზე წარმატებული სკოლის ტიტული მოიპოვა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის პირველი სამუშაო დღე
ახალციხის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის პირველი სამუშაო დღე – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ახლად დანიშნული ხელმძღვანელი საქმიანობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა. ხათუნა ხმალაძე პირველ ეტაპზე დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ამბობს, რომ რესურსცენტრის … Continue reading
პირველი საჯარო სკოლა არასამთავრობო ორგანიზაციისგან, ,,ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“, ბოდიშის მოხდას მოითხოვს
ახალციხის პირველი საჯარო სკოლა არასამთავრობო ორგანიზაციისგან, ,,ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“, ბოდიშის მოხდას მოითხოვს. საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიიჩნევენ, რომ ორგანიზაციამ სკოლას უსაფუძვლო ბრალდება წაუყენა და მოსწავლეთა მოწამვლის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.
უნივერსიტეტებში ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასები შემცირდა
პროფესურისა და ადამინისტრაციის ანაზღაურება კანონის ფარგლებში დარეგულირდა. ცვლილება განათლების შესახებ კანონში შევიდა, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტებში ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასები შემცირდა. რის მიხედვით განისაზღვრება შცვლილი კანონმდებლობით პროფესორ-მასწავლებელთა ხელფასი და როგორ აფასებენ სიახლეს … Continue reading
საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპი გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპის – გასაუბრების განხორციელებას აგრძელებს. რომელიც იმ კანდიდატებთან გაიმართება, რომელთაც 2013 წელს სერტიფიცირების პირველი ეტაპი – ტესტირება წარმატებით გადალახეს. კანდიდატებთან … Continue reading
ოლიმპიადა “ევერესტი”–ს ტური ახალციხეში
ოლიმპიადა „ევერესტის” მორიგი ტური ახალციხეში. სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი თავი ინგლისურ ენაში გამოეცადათ. ტესტირებაში მონაწილეობას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც იღებდნენ. ოლიმპიადაში სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის … Continue reading
თამარ სანიკიძე: „პედაგოგის შეფასება მხოლოდ ტესტირებით გამორიცხულია“
პედაგოგთა შეფასების სისტემა შესაძლოა შეიცვალოს – ამის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გააკეთა. თამარ სანიკიძის თქმით, უწყებაში ახალი სქემა მუშავდება, რომლის მიხედვითაც, პედაგოგები არა მარტო ტესტური გამოცდებით, არამედ პრაქტიკული … Continue reading
სამცხე-ჯავახეთისა და საპატრიარქოს უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა საქართველოს საპატირარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს უმასპინძლა. შეხვედრა საკონფერენციო დარბაზში შედგა, სადაც ორი სასწავლებლის წარმომადგენლებმა მემორანდუმის გაფორმების შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, ეს ურთიერთობა უნივერსიტეტებს … Continue reading
უცხო ენის გამოცდას მოსმენითი ნაწილი ემატება
2014 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენის გამოცდას მოსმენის ნაწილი დაემატება – ამის შესახებ განცხადება გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა გააკეთა. სიახლის მიხედვით, გამოცდაზე დაახლოებით 10 წუთი იქნება გამოყოფილი … Continue reading
ახალგაზრდების წიგნთან დაახლოების მიზნით ახალციხეში პროექტი განხორციელდა
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში „რა? სად? როდის?” ფორმატში ინტელექტუალური თამაშები გაიმართა. სასწავლო დაწესებულების უფროსკლასელები ერთმანეთს სხვადასხვა საკითხის უკეთესად ცოდნაში შეეჯიბრნენ. შეჯიბრი პირველი სკოლის სამოქალაქო კლუბისა და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ერთბლივი … Continue reading
მოსწავლეთა მოწამვლის შემთხვევები თუ ფარული დაპირისპირება?!
ახალციხის 1–ელი საჯარო სკოლის წინააღმდეგ ტელეკომპანია ,,მე–9 არხში“ სატელეფონო ზარი განხორციელდა. ზარის ავტორი ირწმუნებოდა, რომ დაწესებულებაში მოსწავლეების მოწამვლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. ,,ექოს“ საინფორმაციო ჯგუფი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და ინფორმაცია პირველ … Continue reading
სკოლებში ბავშვების მიღებაზე ახალი ასაკობრივი ზღვარი წესდება
საჯარო სკოლებში ბავშვების მიღებაზე ახალი ასაკობრივი ზღვარი წესდება. მომავალი წლიდან შესაძლოა 5 წლის ასაკის ბავშვები საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღარ მიიღონ. ცვლილებას კანონპროექტის სახე აქვს, რომელზეც პარლამენტი ახლო მომავალში იმსჯელებს.



You must be logged in to post a comment.