”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რატომ ვერ გაიარა სერტიფიცირების მეორე ეტაპი დირექტორების ნაწილმა?

07/02/2014

სტუდენტთა შეჩერებული სტატუსი და ,,ნაციონალური მოძრაობის” საკანონმდებლო ინიციატივა

სტუდენტის შეჩერებული სტატუსი და საკანონმდებლო ინიციატივა– უმაღლეს სახელმწიფო დაწესებულებებში სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო ახალგაზრდები სასწავლო პროცესს ეთიშებიან. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, პირველ სემესტრში, სტატუსი 142 სტუდენტს შეუჩერდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ერთიანი … Continue reading

07/02/2014

დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები ცნობილია

დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები ცნობილია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმ პირთა სიას აქვეყნებს, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს 2013 წლის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი და დირექტორობის უფლება მოიპოვეს. … Continue reading

06/02/2014

სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო

2013-2014 წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო. ახალგაზრდებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა სასწავლებელში გადასვლის საშუალება მიეცემათ. სტუდენტებს ცვლილების განხორციელება ელექტრონული პორტალის, http://www.students.eqe.ge, საშუალებით 13 თბერვლამდე შეეძლებათ.

04/02/2014

სამოქალქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელობის პოპულარიზაციის მიზნით კონფერენცია მოეწყო

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში რეგიონული კონფერენცია მოეწყო. ღონისძიების მიზანს სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების პოპულარიზაცია წარმოადგენდა, რომლის ინიციატორიც სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლა იყო. მან … Continue reading

31/01/2014

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები შესაძლოა აღარ ჩატარდეს

პედაგოგები 2014 წლის მეორე ნახევრიდან, სავარაუდოდ, ახალი სქემის მიხდევით შეფასდებიან და კატეგორიები მიენიჭებათ; აღარ ჩატარდება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებიც. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, უწყება ახალ სქემაზე უკვე მუშაობს, რომელშიც ყველა … Continue reading

31/01/2014

ახალციხელი მოსწავლე შვეიცარიაში გაემგზავრება

ახალციხის პირველ საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პეტრე და ირაკლი მერაბიშვილებმა მათემატიკისა და ინგლისური ენის ოლიმპიადებში წარმატება მოიპოვეს და საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულებიც გახდნენ. “ლონდონსქულის” გამარჯვებული – პეტრე მერაბიშვილი ივნისის თვეში შვეიცარიაში გაემგზავრება, … Continue reading

27/01/2014

ზოგადი განათლების პროფესიულმა კავშირმა ახალციხელ პედაგოგებს ორგანიზაციის პროგრამა გააცნო

საქართველოს ზოგადი განათლების პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა ახალციხელ პედაგოგებს ორგანიზაციის პროგრამა გააცნეს და მასში გაწევრიანების პირობები შესთავაზეს. პროფკავშირის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ორგანიზაცია მასწავლებლებს პირველ რიგში იურიდიული ფორმით მათი უფლებების დაცვას პირდება. … Continue reading

27/01/2014

მე–5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს

საქველმოქმედო აქცია ახალციხეში. მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის აქცია გამართეს და მათ სხვადსხვა სახის საჩუქრები გადასცეს. სასწავლო დაწესებულების თვითმმართველობის წევრებმა ბავშვებისათვის კონცერტიც მოაწყეს.

19/12/2013

პირველი ადგილი საქართველოს მასშტაბით

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ ბლოგების კონკურსში საუკეთესოს ტიტული მოიპოვბა. ნომინაციაში ,,ახალგაზრდა ომბუდსმენი” ანა ხუციშვილის ინტერნეტ გვერდმა პირველი ადგილი დაიკავა. საკუთარ ბლოგზე ავტორი მასალებს ძირითადად სამართლიანობის თემაზე წერდა.

19/12/2013

აწყვიტის სკოლის მოსწავლეებმა სამოქალაქო ცხოვრებაზე ისაუბრეს

რა არის თვითმართველობა, რას ნიშნავს გენდერული ბალანსი და როგორ გავხდეთ საზოგადოების აქტიური წევრები-ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სოფელ აწყვიტის სამოქლაქო კლუბის წევრებმა ღონისძიება მოაწყეს. მათ დამსწრე აუდიტორიას მთელი წლის განმავლობაში … Continue reading

18/12/2013

ახალციხის რესურსცენტრის უფროსის პირველი სამუშაო შეხვედრა

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. ხათუნა ხმალაძემ პედაგოგებს ის სიახლეები გააცნო, რის განხორცილებასაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აპირებს. გაცნობითი შეხვედრა ახალციხის საგანმანათლებლო … Continue reading

06/12/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე