”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მუნიციპალიტეტის აბიტურიენტებისათვის საგამოცდო ცენტრი მეხუთე სკოლაში განთავსდება

დღეს საქართველოს მასშტაბით საგამოცდო ბარათების დარიგება დაიწყო. აბიტურიენტები  მოწმობებს  საკუთარ საჯარო სკოლებში მიიღებენ, ხოლო სკოლადამთავრებულებს, ისევე როგორც მაგისტრანტობის მსურველებს, ბარათები  რეგისტრაციისას მითითებულ მისამართზე მიუვათ. აპლიკანტებს, რომელთაც დაავიწყდათ ონლაინ რეგისტრაციის დროს … Continue reading

18/06/2014

სკოლებში მეთერთმეტეკლასელთა გამოცდები მიმდინარეობს

საქართველოს საჯარო სკოლებში მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდები მიმდინარეობს. დღეს მოსწავლეებმა ტესტირება  გეოგრაფიაში გაიარეს. მეთერთმეტეკლასელთა განმარტებით, საკითხები საშუალო სირთულის იყო,  თუმცა მონაწილეებმა  ტესტირებაში უმაღლესი შეფასებებსი მაინც ვერ მიიღეს.

17/06/2014

ახალი საგანმანათლებლო პროგრამები პროფესიულ კოლეჯ “ოპიზარში”

მოდულური საგანმანათლებლო პროგრამები ახალციხის პროფესიულ კოლეჯ ოპიზარში. გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით რვა პროფესიაში ახალი მოდულური საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავდა, რომელსაც  ახალციხის პროფესიულ კოლეჯში  საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები და დამსაქმებლები … Continue reading

11/06/2014

აგარაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

ახალი სკოლამდელი აღზრდის  დაწესებულება და ცამეტი დასაქმებული მანდილოსანი ახალციხის მუნიციპალიტეტში – სოფელ აგარაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი  საბავშვო ბაღი  ოფიციალურად გაიხსნა. დღეიდან  40 აღსაზრდელი   სკოლაში მისვლამდე სხვადასხვა უნარჩვევებს დაეუფლება.

09/06/2014

არჩევნების სიმულაცია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში

არჩევნების სიმულაცია სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში – ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბმა სტუდენტებისათვის იმიტირებული კენჭისყრის პროცესი მოაწყო. ახალგაზრდებმა ყველა ის პრცედურა შეასრულეს, რომლის გავლაც მათ რეალური არჩევნების დღეს მოუწევთ.

08/06/2014

ახალციხეში ,,მასწავლებლის სახლის“ ფილიალი გაიხსნება

ახალციხეში ,,მასწავლებლის სახლის“ ფილიალი გაიხსნება– ამასთან დაკავშირებით ქალაქში ტერიტორია უკვე გამოიყო. ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობითა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ძველი გამგეობის შენობის მიმდებარე ტეირტორია, სკვერთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს უზუფრუქტის … Continue reading

04/06/2014

სამცხე–ჯავახეთში ერთი ახალი სკოლა აშენდება და 28–ის რეაბილიტაცია მოხდება

   2014  სასწავლო წლისთვის, საქართველოში რამდენიმე ასეული სკოლა გარემონტდება და ახალი სკოლები აშენდება – ეს განცხადება თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა. 2014 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება: თბილისში 43 სკოლას და სამ პროფესიულ … Continue reading

02/06/2014

ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა გამარჯვებული ბლოგერები დააჯილდოვა

ორი პირველი, ორი მეორე და ორი მესამე ადგილი–ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა სოციალური მედიის კონკურსში საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული ახალგაზრდა ბლოგერები დააჯილდოვა. მათ პლანშეტური კომპიუტერები, ციფრული ფოტოაპარატები, ემპეტრი ფლეიერები და სიგელები გადაეცათ.

31/05/2014

მოსწავლეები საატესტატო გამოცდებზე არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ

ხარვეზები თუ გაუგებრობა? – ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები  საატესტატო გამოცდების პერიოდში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ. ახალგაზრდები ყურადღებას  პროგრამის გაუმართაობაზე ამახვილებენ.

30/05/2014

ახალციხის ბაღებში მონიტორინგი განხორციელდება

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებეში სწავლა ორშაბათიდან განახლდება – ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა განაცხადა. ნანა გელაშვილის თქმით, 21 მაისს, შენობებში ქლორის ხნარით დეზინფექცია ჩატარდა და ჰიგიენური ნორმები  შემოწმდა.   … Continue reading

28/05/2014

დაწყებით კლასებში სასწავლო პროცესი კიდევ ერთი კვირით შეჩერდა

პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის დასვენების დღეები კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრსოს გადაწყვეტილებით, ბავშვები 30 მაისამდე დაივენებენ. შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში … Continue reading

26/05/2014

მოსწავლეთა გამოსაშვები გამოცდები დაიწყო

მეთორმეტე კლასელთა გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებმა ტესტები  ქართულ ენასა და ლირტერატურაში ჩააბარეს.  პროცესს მონიტორინგს ერთიანი ეროვნული გამოცდების  დამკვირვებლები უწევდნენ.

22/05/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე