”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

„მოქალაქე“ სტუდენტებისთვის ახალ პროექტს იწყებს

არასამთავრებო ორგანიზაცია „მოქალაქე“, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად  ახალ პროექტს  სახელწოდებით  „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ იწყებს. მის მიზანს ახალგაზრდების გააქტიურება და სამოქალაქო ცხოვრებაში მათი ჩართვა წარმოადგენს.

16/10/2014

“მოქალაქე” მოსწავლეებისათვის ოლიმპიადას გამართავს

სამოქალაქო განათლებაში ოლიმპიადა ჩატარდება–ამის შესახებ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პედაგოგებს განუცხადა. შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა,  რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

15/10/2014

ტრენინგ–სემინარი პედაგოგებისთვის ინკლუზიური განათლების შესახებ

როგორ უნდა მოხდეს სკოლებში ინკლუზიური სწავლების დანერგვა და  რა უნარჩვევები უნდა გამოიმუშავონ პედაგოგებმა–ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე  ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს.

10/10/2014

დანაშაულის პრევენციის მიზნით, პროკურატურის წარმომადგენლები მოსწავლეებს შეხვდნენ

არასრულწლოვნებში  დანაშაულის პრევენციის მიზნით, ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა.  პროკურორის მოადგილემ დავით ჯინჭველაძემ პირველ  საჯარო სკოლაში, უფროსკლასელებთან  ლექცია-სემინარი ჩაატარა.

10/10/2014

ახალციხის მერიამ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა

მსოფლიო მასწავლებლის საერთაშორისო დღეს 1994  წლიდან, ყოველ 5 ოქტომბერს აღნიშნავს,  იქიდან გამომდინარე, რომ წელს ეს თარიღი  არასამუშაო დღეს დაემთხვა, პედაგოგებისათვის პროფესიული დღის მილოცვა მერიამ წინასწარ 3 ოქტომბერს გადაწყვიტა.

03/10/2014

აგარის ბაღში საკადრო ცვლილებები აღარ განხორციელდა

ერთ დღიანი პროტესტის შემდეგ  ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საბავშვო ბაღში საკადრო ცვლილებები აღარ განხორციელდა.  ბაღს არცერთი პედაგოგი დატოვებს –  ეს გადაწყვეტილება აღმზრდელებს თავად ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა გააცნო. ლელა ოქრომელიძე „მეცხრე … Continue reading

01/10/2014

პოლიტიკური თუ პროფესიული მოტივი – რატომ ათავისუფლებენ აგარის ბაღიდან პედაგოგებს?

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში საბავშვო ბაღის აღსასზრდელებმა საკადრო ცვლილებები გააპროტესტეს.  ბაღის ყოფილმა და მოქმედმა პედაგოგებმა  5 თანამშრომლის გათავისუფლების გამო უკმაყოფილება ამსახით გამოხატეს.  მათი თქმით, პედაგოგები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ახალმა … Continue reading

30/09/2014

აგარის საბავშვო ბაღის პედაგოგები სასწავლო პროცესის ჩაშლით იმუქრებიან

    აგარის საბავშვო ბაღის ეზოში ამ წუთებში ხმაურია. ბაღის ყოფილი და მოქმედი პედაგოგები  5 თანამშრომლის გათავისუფლებასა და ახალი აღმზრდელების დანიშვნას აპროტესტებენ. ხმაური აქციაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც სააღმზრდელო დაწესებულებაში … Continue reading

30/09/2014

სოფელ ორგორის სკოლის მოსწავლეები ავარიულ შენობაში ისწავლიან

სოფელ ორგორის სკოლის მოსწავლეები ისევ სახუდაბლის სკოლის ძველ შენობაში ისწავლიან, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. ისევე როგორც მთელი ქვეყნის მაშტაბით ასპინძის მუნიციპალიტეტშიც სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდა, თუმცა ამ დრომდე საკუთარი სკოლა … Continue reading

16/09/2014

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 239 სტუდენტი ჩაირიცხა

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონია 11 საათზე გაიმართა. უმაღლესი დაწესებულების რექტორმა სტუდენტებსა და პროფესორ–მასწავლებელებს სიტყვით მიმართა და სწავლის დაწყება მიულოცა. მერაბ ბერიძემ იმ სიახლეების … Continue reading

15/09/2014

ახალციხის მუნიციპალიტეტში სწავლა ყველა სკოლაში დაიწყო

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 50 000–მდე პირველკლასელია რეგისტრირებული. 15 სექტემბერს სწავლა განახლდა ახალციხის მეხუთე საკარო სკოლაშიც.  საბა ნათენაძე სწორედ ამ … Continue reading

15/09/2014

სამცხე–ჯავახეთში სასკოლო სპორტის ფედერაცია ყალიბდება

სამცხე–ჯავახეთში სასკოლო სპორტის რეგიონული ფედერაცია ყალიბდება, რომლის მიზანიც მოზარდ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და განვითარებაა. ფედერაციაში 6 –ვე მუნიციპალიტეტის პედაგოგები გაწევრიანდდებიან. მის ფარგლებში სასწავლო დაწესებულებებში სპორტული და ინტელექტუალური შეჯიბრებები … Continue reading

16/08/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე