”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამი სკოლის რეაბილიტაციის გაჭიანურების გამო, მშენებელი კომპანიის მიმართ სანქციები ამოქმედდა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მშენებელი კომპანიის მიმართ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები აამოქმედა. ,,ინტერ პლიუსმა” შენობის რეაბილიტაცია განსაზღვრულ ვადებში ვერ დაასრულა.

დუალური მოდელით სწავლების უპირატესობა და საპილოტე პროგრამა ახალციხეში

მოდულური საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ერთწლიანი გამოცდილება შეაფასეს და დუალური მოდელის დანერგვაზე იმსჯელეს პროფესიულ კოლეჯ ,,ოპიზარში.”

უჩა ნანუაშვილი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. უჩა ნანუაშვილმა ახალგაზრდებს ომბუდსმენის აპარატის მანდატი, ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მთავარი გამოწვევები და მიღწევები გააცნო.

რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის როლი საზოგადოებაში?

 სისტემური შეხვედრები მოსახლეობასთან და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება – ეს გახლავთ ერთერთი გადამწყვეტი გზა იმ პრობლემებისა, რომელიც სპეციალისტების აზრით, საზოგადოებაში დაგროვდა.

ახალციხის მეხუთე სკოლამ იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი მიიღო

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლამ იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი მიიღო.  მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში – “მოვეფეროთ იაკობს და დედაენას“.  

ახალციხის პირველი სკოლის მშენებელი კომპანია, ვადის გადაცილებისთვის დაჯარიმდება

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ადმინისტრაციას შენობა ისევ არ ჩაბარდა. მშენებელმა კომპანიამ მიცემულ ვადას გადაცილა. შპს „ინტერპლუსს“ 1 დეკემბრიდან ყოველ გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა დაერიცხება.

სამცხე–ჯავახეთში, მათემატიკური ოლიმპიადა ,,ევერესტის ” ფინალისტებს არჩევენ

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასკოლო მათემატიკური ოლიმპიადა ,,ევერესტის” მეორე ტური გაიმართა. მასში მონაწილეობა ადიგენის, ახალციხის, ასპინძის და ახალქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

ახალციხეში ენერგოდაზოგვის დღე ახალგაზრდული ფესტივალით აღინიშნა

ახალციხეში ენერგოდაზოგვის დღესთან დაკავშირებით ფესტივალი გაიმართა.  ახალგაზრდული ცენტრის, კავშირ „მეგზურისა“  და საზოგადოებრივი განვითარების ცენტრის კოალიციური პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სახის აქტივობა მთელი დღის განმავლობაში მოეწყო.

პროკურორი გელა მაღრაძე, ახალციხის N3 სკოლის მოსწავლეებს, დანაშაულთა პრევენციაზე ესაუბრა

ახალციხის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელმა მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ლექცია–სემინარი ჩაუტარა. პროკურორი გელა მაღრაძე ახალგაზრდებს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებებსა და პრევენციის შესახებ ესაუბრა.  

ახალციხეში მომავალი პროფესიის შერჩევაზე იმსჯელეს

„ჩემი პროფესია“ – ასე ერქვა შეხვედრას, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის გაიმართა. მეთორმეტე კლასელებმა პროფესიის შერჩევასთან დაკავშირებით, გამოცდილი ადამიანებისგან  რჩევები მიიღეს.

ჩუნჩხის დამწვარი სკოლა ლია გიგაურმა და გედევან ფოფხაძემ მოინახულეს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის დამწვარი სკოლა განათლების მინისტრის მოადგილემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფოხაძემ მოინახულეს. მათ მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს და პრობლემის დროულ მოგვარებას დაჰპირდნენ.

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მეორე სკოლის მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარა

პროკურორი გელა მაღრაძე ახალციხის მეორე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს  შეხვდა და ლექცია– სემინარი ჩაუტარა.  ოჯახში ძალადობა, ნარკოტიკები, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული, ქურდობა, ძარცვა – ეს ის საკითხებია, რომელზეც ახალციხის რაიონული პროკურატურის … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე