Category Archives: განათლება

აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო

217440017  2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 9 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით იწარმოებს.

რეგისტრაციას აბიტურიენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.gov.ge; online.naec.ge) აბიტურიენტთათვის განკუთვნილი ცნობარი დაიბეჭდება გაზეთში “ახალი განათლება”.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ წელს მნიშვნელოვანი სიახლეა და ის სამ ეტაპად იწარმოებს.

აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე, 9 თებერვლიდან 15 მარტამდე მოუწევთ. მათ ამ პერიოდში უნდა მიუთითონ ჩასაბარებელი საგნები – არანაკლებ 4 გამოცდისა (მხოლოდ სახელოვნებო/სასპორტო მიმართულების ფაკულტეტებზე ჩაბარების მსურველებმა -არანაკლებ 3 გამოცდისა, მხოლოდ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა – არანაკლებ 1 გამოცდისა).

15 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 1 ივნისამდე შეეძლება გამოცდის დამატება, საგნის შეცვლა. აბიტურიენტებს წელს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, რომ საგამოცდო ბარათი ნებისმიერი კომპიუტერიდან პირადი გვერდიდან ამობეჭდონ.

ახალციხის #5 ბაგა–ბაღში, სასწავლო პროცესი აღდგა

xaascdascsdhbdrtyjtf         ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღში, გათბობის სისტემის დაზიანების გამო ჩაშლილი სასწავლო პროცესი, განახლდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ,,მე–9 არხს” დაუკავშირდა და განუცხადა, რომ ხელოსნებმა პრობლემის აღმოფხვრა შეძლეს. ნანა ბერიძის თქმით, აღმზრდელები მშობლებს დაუკავშირდებიან და სურვილის შემთხვევაში, ბავშვებს ბაღში დღესვე მიიყვანენ.

ახალციხის #5 საბავშვო ბაღში, სასწავლო პროცესი შეწყდა

Untitled     ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღში მისული აღსაზრდელები დღეს, 5 თებერვალს, უკან გააბრუნეს. აღმზრდელებმა მშობლებს განუმარტეს, რომ გათბობის სისტემის გაუმართაობის გამო, სასწავლო პროცესი ჩაიშალა.

ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში ამბობენ, რომ სისტემა გუშინ, საღამოს დაზიანდა. ნანა ბერიძის თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები უკვე მუშაობენ. ჯერჯერობით მისთვისაც უცნობია, როდის განახლდება სწავლა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში.

ახალციხის #5 საბავშვო ბაღში 180–მდე აღსაზრდელი ირიცხება.

 

სასწავლო პროცესი ყველა საჯარო სკოლაში განახლდა

Untitledდღეიდან სასწავლო პროცესი, საქართველოს მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში განახლდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სწავლა აღდგა იმ რეგიონების  სკოლებშიც, სადაც პროცესი დიდთოვლობით გამოწვეულმა პრობლემებმა შეაფერხა.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსენტრში განმარტავენ, რომ სასწავლო პროცესი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში განახლდა.

შეგახსენებთ, რომ გრიპის ვირუსის პრევენციის გამო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე სკოლებში სწავლა 3 დღით შეწყდა. სამცხე–ჯავახეთში სასწავლო პროცესი  49 სკოლაში შეჩერდა.

გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება.

სკოლებში სწავლა 1 თებერვლიდან აღდგება

liaიმ სკოლებში, სადაც ამჟამად, გრიპის ვირუსის გამო, სწავლა შეჩერებულია, პირველი თებერვლიდან სწავლა განახლდება – ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების მინისტრის მოადგილემ განუცხადა.

ლია გიგაურმა იმედი გამოთქვა, რომ  სასწავლო დაწესებულებებში არსებული სიტუაცია დროულად გამოსწორდება.

“ყველა იმ სკოლაში სადაც ამჟამად სწავლის პროცესი შეჩერებულია, სწავლა პირველი თებერვლიდან განახლდება. სკოლებში ადგილზე გასვლას, დასწრებისა და რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგს კვლავაც გავაგრძელებთ. იმ შემთხვევაში თუ იქნება დამატებითი რისკები, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით დამატებით გადაწყვეტილებებს მივიღებთ” – განაცხადა ლია გიგაურმა.

ამ დროისათვის, სამცხე–ჯავახეთში, სასწავლო პროცესი 49 სკოლაშია შეჩერებული.

,,ეს იყო ჩვენი ხარვეზი” – ახალციხის მერია სტიპენდიებზე

მერის სტიპენდიანტები მათ ანგარიშზე დეკემბრის თვის 100 ლარის ჩარიცხვას ელოდებიან. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროფესიული კოლეჯის – ,,ოპიზარის“ 12 სტუდენტმა  ოქტომბრისა და ნოემბრის სტიპენდია უკვე აიღო. თვითმმართველობა დაპირდა, რომ ამჯერად ისინი ხუთი თვის სტიპენდიას მიიღებენ. მერის პირველი სტიპენდიანტები ამბობენ, რომ თავის დროზე მერია მათაც სემესტრის სტიპენდიას დაპირდა, თუმცა მხოლოდ ორი თვის მიიღეს.

Read the rest of this entry

ეშტიის სკოლის მოსწავლეები ახალციხის სამხატვრო სკოლას ესტუმრნენ

„პატარა და ლამაზი კუთხე“– ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც  ნინოწმინდის სოფელ ეშტიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალციხის სამხატვრო სკოლას ესტუმრნენ. ახალგაზრდები სხვადასხვა სუვენირის დამზადების წესს გაეცნენ და პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღეს.

ორი საგანმანათლებლო დაწესებულების პარტნიორობა,  სამოქალაქო განათლების პროგრამა „ მომავლის თაობის“ ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ორგანიზაცია PH Initenational–ი აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს. Read the rest of this entry

სამცხე–ჯავახეთის 39 სკოლაში სწავლა შეწყდა

Untitled    გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისა და უამინდობასთან დაკავშირებით, საქართველოს 400–მდე სკოლებში სასწავლო პროცესი, 3 დღით შეწყდა. აქედან, 195 სასწავლო დაწესებულება, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაიხურა. ამ მიზეზით, სწავლა შეწყდა სამცხე–ჯავახეთის 39 საჯარო სკოლაში. ახალციხის მუნიციპალიტეტში ანდრიაწმინიდის, გურკელის, საძელისა და დიდი პამაჯის საჯარო სკოლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში კი მხოლოდ ბალანთას საჯარო სკოლაში. ნინოწმინიდის მუნიციპალიტეტის 12 და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  22 სასწავლო დაწესებულებაში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო.  სასწავლო პორცესი  იმ კონკრეტულ სკოლებში შეწყდა, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება. თუმცა, გაცდენილი საათები შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებს მოუწოდებს, დაიცვან ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, რომელიც ძირითადად პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება. კერძოდ, სკოლაში არ დაიშვას პირი, რომელსაც დაავადების ნიშნები აქვს, გაძლიერდეს შენობის სველი წესით დამუშავება, მერხებისა და იატაკების გაწმენდა შესაბამისი ხსნარებით, განიავდეს საკლასო ოთახები ყოველ შესვენებაზე, მაქსიმალურად მოხდეს პირადი ჰიგიენის, განსაკუთრებით ხელის დაბანის რეჟიმის დაცვა და ა.შ.

,,ტალიტა კუმში” შობა და ახალი წელი იზეიმეს

,,ტალიტა კუმში“ საშობაო–საახალწლო ზეიმი მოეწყო. შშმ პირებმა მშობლებსა და მოწვეულ სტუმრებს მინი სპექტაკლი შესთავაზეს. არტ–თერაპიისა და არტ–მუსიკის პედაგოგებთან ერთად კი აუდიტორიას წლის განმავლობაში შესწავლილი სიმღერები და ცეკვები წარმოუდგინეს.

ბენეფიციარებისათვის სასიმღერო და საცეკვაო ნომრები შეასრულეს ახალციხის მრევლის პატარა წევრებმაც. ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს სიმბოლურად სანტა კლაუსი, იგივე წმინდა ნიკოლოზი ესტუმრა და საჩუქრები გადასცა. Read the rest of this entry

ახალციხეში, 60 კურსდამთავრებულს ვერცხლისა და ოქროს მედლები გადაეცა

ახალციხის რესურსცენტრმა, მუნიციპალიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა. განათლების სამინისტროსაგან ჯილდო საჯარო და კერძო სკოლების 60-მა ახალგაზრდამ მიიღო.

მედლების გადაცემის ცერმონიაში მერიისა და გამგეობის ხელმძღვანელი პირებიც ჩაერთვნენ. Read the rest of this entry

გამოწერა

Get every new post delivered to your Inbox.

Join 4,617 other followers

%d bloggers like this: