”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

14 ოქტომბრის “ექოს” ანონსი

ახალციხეში ყაზბეგის ქუჩის მაცხოვრებლები გზის პრობლემის სასწრაფოდ მოგვარებაზე საუბრობენ; ენთელში მცხოვრები ფანჩვიძეების ოჯახი ადიგენის ხელნმძღვანელობისგან დახმარებას ითხოვს; მართლმადიდებელი სამყარო სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს.

აზერბაიჯანული “სოკარი” თუ რუსული “გაზპრომი”-რას ფიქრობენ ახალციხეში

„ჯერ ,,გაზპრომ”-ი შემოვა საქართველოში, შემდეგ რუსეთი შემოიყვანს ჯარს“ -ასეთია ახალციხელების ერთი ნაწილის პოზიცია  ქვეყანაში, რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოსვლასთან დაკავშირებით.  იმ შემთხვევაში  თუ  ხელისუფლება  ,,გაზპრომ”-თან  ხელშეკრულებას გააფორმებს, ადგილობრივები არც იმას გამორიცხავენ, … Continue reading

NDI – 2014 წლის ივნისის შემდეგ, ახალციხეში საცხოვრებელი პირობები გაუარესდა

NDI – ს კვლევის თანახმად, 2014 წლის ივნისის შემდეგ, ახალციხეში საცხოვრებელი პირობები გაუარესდა. ამას გამოკითხულთა 48% მიიჩნევს. ადგილობრივთა 43% თვლის, რომ პირობები იგივე დარჩა, ხოლო 10% ფიქრობს, რომ ამ მხრივ … Continue reading

NDI-ს კვლევის თანახმად, ახალციხის მერის საქმიანობას გამოკითხულთა 29% დადებითად აფასებს

NDI-ს კვლევის თანახმად, ახალციხის  მერის გიორგი კოპაძის საქმიანობას გამოკითხულთა 29% დადებითად აფასებს, 53%– საშუალოდ, ხოლო 8% – უარყოფითად. მათგან 7%–ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების საქმიანობის შეფასების კატეგორიაში NDI-მ … Continue reading

შალვა აბულაძის საქმეზე ექსპერტები დაიკითხნენ

შალვა აბულაძის საქმეზე არსებით განხილვა დღეს ექსპერტების დაკითხვით გაგრძელდა. ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბრალდების მხარემ საქმის 5 ექსპერტი დაკითხა, აქედან ერთი თბილისის, ხოლო დანარჩენი ოთხი ბორჯომის ეპიზოდდთან დაკავშირებით. ექსპერტებმა დაზარალებულების პირადი … Continue reading

ბრალდებულების ადვოკატი სასამართლოში სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაზე საუბრობს

ხმაური იყო დღეს  ახალციხის რაიონულ სასამართლოში. სამი პირის –  ნალბანდიანის, იგიტიანისა და კარაპეტიანის  პროცესის დასრულების შემდეგ, გარდაცვლილის სარქის აკოფიანის ახლობლები, ჯერ მოსამართლეს შემდეგ კი  ბრალდებულების ადვოკატსა და  ოჯახის წევრებს დაუპირისპირდნენ.  … Continue reading

აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილი თანამშრომლის სახელი, შესაძლოა, მთვარის კრატერს დაერქვას

აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილი თანამშრომლის სახელი, შესაძლოა, მთვარის ერთ–ერთ კრატერს დაერქვას. ამის შესახებ, 20–მდე ქართველმა და უცხოელმა ასტრონომმა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიმართ, სპეციალური მიმართვა მოამზადა. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული საერთაშორისო კონფერენციის … Continue reading

ოთარ დანელია გუბერნატორებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ინიციატივით, საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს სოფლის მეურნეობის დარგში განსახორციელებელი პროექტებისა და ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვისთვის, რეგიონების ხელმძღვანელებთან პირდაპირი კომუნიკაცია და მათი მოსაზრებების … Continue reading

წყალთბილაში ოგანეს ბალასანიანის საქონლის სადგომი დაიწვა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილაში ოგანეს ბალასანიანის საქონლის სადგომს ცეცხლი გაუჩნდა. გამგებლის წარმომადგენლის განმარტებით, მხოლოდ ბოსელი და ზამთრისთვის შენახული თივა დაიწვა. ვართან პეტროსიანის თქმით, ხანძრის საცხოვრებელ სახლზე გადასვლის საშიშროება არ არსებობდა. … Continue reading

აპლიკანტებმა, პროფესიულ პროგრამებზე, მისაღები გამოცდა ჩააბარეს

სახელმწიფო სასწავლებლებში, პროფესიულ პროგრამებზე მისაღები გამოცდა დარეგისტრირებულმა აპლიკანტებმა დღეს, 11 ოქტომბერს ჩააბარეს. საგამოცდო ცენტრები ახალციხის რამდენიმე სკოლაში იყო გახსნილი. პროცესს გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. სრული სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად კონკურსანტს … Continue reading

ბორჯომსა და ახალციხეში, საბავშვო ბაღებს, ლეგოს სათამაშოები გადასცეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საბავშვო ბაღის 60–მდე აღსაზრდელს, ასაწყობი კონსტრუქციები საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ გადასცა. ,,Campus Lions Club Tbilisi” რეგიონში სხვადასხვა ასაკის ბავშვისთვის განკუთვნილი სათამაშოები ჩამოიტანა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ჰუმანიტარული დახმარება … Continue reading

ახალციხელის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

9 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე ახალციხელის 15 ნომერში ხანძრი გაჩნდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლის სათავსო დაიწვა. ოჯახის წევრები გამომწვევ მიზეზებს ვერ ასახელებენ. სათავსოს მეპატრონე მიშა მამუკაშვილი ამბობს, რომ მეუღლესთან ერთად … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე