,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის კარი და კედლები წითლად შეღებეს
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ოფისის კარი და კედლები წითლად შეღებეს. პარტიის წევრების ვარაუდით, შემთხვევა სავარაუდოდ, ღამის 3–დან 4 საათამდე მოხდა. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები, … Continue reading
,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისის კედლები წითელი საღებავით შეღებეს
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ოფისის თანამშრომლებს დღეს, 22 ოქტომბერს, შენობის კარი და კედლები შეღებილი დახვდათ. შემთხვევა სავარაუდოდ, ღამის 3–დან 4 საათამდე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია. როგორც ,,მე–9 არხისთვის” გახდა ცნობილი, … Continue reading
გარდაცვლილი სარქის აკოფიანის ახლობლები საპროტესტო აქციებს აღარ გააგრძელებენ
ახალქალაქში გარდაცვლილი სარქის აკოფიანის ოჯახის წევრები და ნათესავები ბრალდებულების გასამართლებას და მკაცრად დასჯას ითხოვენ. მათ დღეს აქციები სასამართლოსთან, პროკურატურასთან და სამმართველოს შენობასთან გამართეს. აკოფიანის ახლობლები სამმართველოს უფროსს თეიმურაზ კალანდაძესაც შეხვდნენ. … Continue reading
მინაძის მკვიდრი იამზე ბერიძე დახმარებას ითხოვს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის მკვიდრი, იამზე ბერიძე ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვს. 70 წლის ქალბატონი ამბობს, რომ ერთ წელია სოცოალური დახმარება მოუხსნეს და იმის გამო, რომ პენსიითაც კრედიტი აქვს აღებული, ცხოვრება გაუსაძლის … Continue reading
სამმართველოს უფროსი აკოფიანის ნათესავებს დახურულ კარს მიღმა ესაუბრება
სარქის აკოფიანის ოჯახის წევრები და ნათესავები საპროტესტო აქციას სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან აგრძელებენ. “მეცხრე არხის” კორესპონდენტი იტყობინება, რომ ამ წუთებში სამმართველოს უფროსი გარდაცვლილის დასა და დიშვილს ხვდება. რაზე ესაუბრება თეიმურაზ კალანდაძე … Continue reading
ახალციხის მერია ჰერალდიკის კონკურსს მესამედ გამოაცხადებს
ახალციხის მერია ქალაქის გერბისა და დროშის შესარჩევად, კონკურსს მესამედ, 22 ოქტომბერს გამოაცხადებს. დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ნამუშევარი სამი კვირის ვადაში, ადგილობრივ თვითმმართველობაში წარადგინონ. შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერიამ, სიმბოლოების შესარჩევად, … Continue reading
,,სამცხე–ჯავახეთში სასამართლო და პროკურატურა მოქრთამულია“ – საპროტესტო აქცია ახალციხეში
აქცია ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან და პროკურატურასთან. გარდაცვლილი სარქის აკოფიანის ოჯახის წევრები და ნათესავები ბრალდებულების გასამართლებას და მკაცრად დასჯას ითხოვენ. ,,სამცხე–ჯავახეთში სასამართლო და პროკურატურა მოქრთამულია,“ ,,გავაგრძელებთ ბრძოლას … Continue reading
ჯიმშერ გოგოლაური: „წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ ხრიკს მიმართავს და ვიდეოჩანაწერებს ავრცელებს”
ნაციონალური მოძრაობის ოფისებისათვის კარების აჭედვასა და ციხის კადრების გავრცელებას ახალაციხეში გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრებიც ეხმაურებიან. ჯიმშერ გოგოლაური ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს და მას ხელისუფლების დაკვეთად მიიჩნევს. მისივე განცხადებით, მოქმედი მთავრობა მოვლენებით, … Continue reading
“ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაში დღეს ბრიფინგი გაიმართა. ოპოზიციური პარტიის წევრებმა მედიასთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. მაჟორიტარი დეპუტატები ტარიელ ლონდარიძე და ვაჟა ჩიტაშვილი 19 ოქტომბერს ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის … Continue reading
ახალციხის გამგეობა მომავალი წლის ბიუჯეტისთვის პრიორიტეტებს არჩევს
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის დაგეგმვა დაიწყო. ადგილობრივ თვითმართველობაში ამბობენ, რომ მომავალი წლისათვის მთავარი პრიორიტეტი სოციალური სფეროს გაძლიერება და ამ კუთხით არსებული პრობლემების მოგვარება იქნება. ამორტიზებული შიდა გზა, … Continue reading
ახალციხეში „სამხედრო დასახლების“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხეში, რუსთაველის 124 ნომერში მდებარე ეგრეთწოდებული „სამხედრო დასახლების“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს ქალაქის მერმა დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში იგება ასფალტი, კეთდება ბორდიურები. გარდა ამისა, ახლო მომავალში დამონტაჟდება განათების ბოძები, მოხდება ტერიტორიის … Continue reading
ახალციხეში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალციხეში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც, “მეცხრე არხთან” შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი თეა მიხანაშვილი აცხადებს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას … Continue reading



You must be logged in to post a comment.