”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიას რეკომენდაციებით დაუბრუნდა

ქალაქ ახალციხის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე, ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობას აგრძელებს. მთავარი ფინანსური დოკუმენტი წარმომადგენლობით ორგანოში უკვე განიხილეს და რეკომენდაციებთან ერთად, საკრებულოდან მერიაში დააბრუნეს.

ვალესა და ახალციხის სამ სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება

ქალაქ ვალესა და ახალციხის სამ სოფელს, 6 დეკემბერს, ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ განცხადებას  შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ავრცელებს.

ერთი აშშ დოლარი 0.0001 ლარით გაიაფდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5598 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში უმნიშვნელოდ გამყარდა.

,,ლევან მიქელაძის ფონდმა” ახალციხეში დასკვნითი შეხვედრა გამართა

„ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა“ ახალციხეში რელიგიურ უმცირესობებთან რიგით მესამე შეხვედრა გამართა.

ახალციხის მერმა ზედამხედველობის სამსახური გააუქმა

ახალციხის  მერიაში რეორგანიზაცია გრძელდება. ქალაქის პირველმა პირმა ზედამხედველობის სამსახური გააუქმა. ის განყოფილების სახით, მშენებლობის სამსახურს დაექვემდებარება.

ახალციხის მეხუთე სკოლამ „მხიარული სტარტების“ ჩემპიონატში II ადგილი დაიკავა

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის გუნდმა „მხიარული სტარტების“ საქართველოს ჩემპიონატში II ადგილი დაიკავა. ფინალური თამაში 4 დეკემბერს თბილისის ხელბურთის დარბაზში გაიმართა.

კარლო ხუციშვილი “წლის საუკეთესოს” ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძვის

ახალციხელი გამომგონებელი  საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაწესებული ჯილდოსთვის იბრძვის. კარლო ხუციშვილი წარდგენილია ნომინაციაზე “წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში“.

სამცხე–ჯავახეთში ზოგიერთ მონაკვეთზე, კვლავ მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.

ვალეში ახლადგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრის კარი დააზიანეს

ვალეში ახლადგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრის კარი დააზიანეს. ამასთან დაკავშირებით, ინფორმაციას და ფოტო–მასალას ადგილობრივი მკვიდრი ჯაბა ნათენაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ბოლაჯურში 8 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ბოლაჯურში 8 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე, ავტომობილის მძღოლს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ხაშური-ახალციხე-ვალის საავტომობილო გზის ერთ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული

თოვისა და ლიპყინულის გამო გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო შშმ პირებისთვის ინოვაციურ სერვისს ნერგავს

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შსს-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტისა და მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის ჩაბარების ინოვაციური სერვისი დაინერგა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე