ბორჯომში უსახლკაროთა პრობლემით გედევან ფოფხაძე დაინტერესდება
ბორჯომში, ინფექციური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში შესახლებულები, ხელისუფლებისგან ყურადღების მიქცევას ითხოვენ. ადგილობრივი ხელისუფლება მათ დახმარებას ვერ ჰპირდება, თუმცა მაჟორიტარი დეპუტატი ირწმუნება, რომ პრობლემით დაინტერესდება და ოჯახებს შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს.
“მეცხრე არხის” სიუჟეტმა კონკურსში გაიმარჯვა
ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ კორესპონდენტის მიერ მომზადებულმა სიუჟეტმა კონკურსში გაიმარჯვა. ნინო ბერიძე “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა” პროექტის “საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის” ფარგლებში დააჯილდოვა. სიუჟეტი … Continue reading
ბორჯომი საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტებს შორის დასახელდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკის მქონე ცხრა მუნიციპალიტეტს შორის დასახელდა. „ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015″ბორჯომის იმ ორ პროექტს მიენიჭა , რომელიც მოსახლეობის საინფორმაციო უზრუნველყოფას გულისხმობს. საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს … Continue reading
სამცხე–ჯავახეთში გაზმომარაგება დღესვე აღდგება
სამცხე–ჯავახეთში გაზმომარაგება დღესვე აღდგება. აღნიშნულის შესახებ “მეცხრე არხს” “ინტერგაზის” ხელმძღვანელმა ვასილ აბულაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, მარნეულში სამუშაოები ვადაზე ადრე დაასრულეს და შესაბამისად, ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 14 დეკემბერს აღდგება. შეგახსენებთ, … Continue reading
ახალციხეში მაღაზია გაქურდეს
ახალციხეში ტანსაცმლის მაღაზია “საუკეთესო არჩევანი” გაქურდეს. “მეცხრე არხის” ინფორმაციით წაღებულია მეპატრონე ნ.ლ–ს საფულე, რომელშიც 4 000 ლარზე მეტი თანხა იდო. შემთხვევა, 13 დეკემბერს დღის, 2-იდან ხუთ საათამდე მოხდა. ამ დროისათვის ტანსაცმლის … Continue reading
პოეტი და მსახიობი შალვა კეღოშვილი გარდაიცვალა
68 წლის ასაკში მსახიობი, პოეტი, ღირსების ორდენის კავალერი, მრავალი სიგელის, დიპლომისა და ჯილდოს მფლობელი, მხატვრული კითხვის ოსტატი, ორატორი შალვა კეღოშვილი გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, მან ბოლო პერიოდში სამი რთული ოპერაცია გადაიტანა. ცნობილ … Continue reading
კარწახში, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, 10 პირი დააკავეს
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების … Continue reading
“ენმ”: ,,სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას, ხელისუფლება აიგნორებს“
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სამცხე–ჯავახეთის პარტიის მხარდამჭერებს შეხვდნენ. მიხეილ მაჭავარიანი, სერგო რატიანი, დავით დარჩიაშვილი და რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეკრებილ მოქალაქეებს სამომავლო გეგმებსა და პარტიის წევრების მიერ … Continue reading
ბაკურიანში ზამთრის ტურისტული სეზონი იხსნება
13 დეკემბერს ბაკურიანში ზამთრის ტურისტული სეზონი იხსნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში დიდველზე მოთხილამურეებს სრიალი უფასოდ შეეძლებათ. ხოლო 27 დეკემბრიდან ტურისტულ სეზონს შეუერთდება განახლებული კოსტაც. სახელმწიფოს გადაწყვეტილება იმოქმედებს გუდაურის საბაგიროებზეც. ბაკურიანის გარდა, … Continue reading
ახალციხეში “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა დაიწყო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული ყრილობა ახალციხეში დაიწყო. სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობასთან შესახვედრად პარტიის ლიდერები: მიხეილ მაჭავარიანი, სერგო რატიანი და დავით დარჩიაშვილი ჩამოვიდნენ. შეხვედრას, ასევე ესწრებიან რეგიონის მუნიციპალიტეტების დეპუტატები, რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და … Continue reading
ახალციხეში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს ელოდებიან
ახალციხეში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს ელოდებიან. შეხვედრა მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში დაგეგმილი. რეგიონულ ყრილობაზე პარტიის პირველი პირები მოსახლეობასთან ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. რეგიონული ყრილობა თეატრის … Continue reading
ახალციხესა და ასპინძაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება
14 დეკემბრის 05:00 საათიდან 15 დეკემბრის 15:00 საათამდე ახალციხეს, ასპინძას, დამალასა და ხიზაბავრას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. გაზმომარაგებით ვერ ისარგებლებს ჯამში 7 500–მდე აბონენტი. აღნიშნულის შესახებ “საქართველოს გაზის ტანსპორტირების კომპანია” იუწყება. … Continue reading



You must be logged in to post a comment.