”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხესა და ადიგენში სამართალდამცველები ავტომობილებს ჩხრეკენ

ახალციხესა და ადიგენში სამართალდამცველები ავტომობილებს ამოწმებენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ პოლიციელები ახალციხე–ვალისა და ახალციხე–ადიგენის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს აჩერებენ და ჩხრეკენ. “ერთი საათის წინ ჩამოვედი თბილისიდან. პოლიციელებმა სოფელ წნისთან, რკინიგზის გადასასვლელთან გამაჩერეს. … Continue reading

გაზმომარაგება ქალაქში ხვალ, 23 დეკემბერს დილიდან აღდგება

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის გამო, ქალაქში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. დაახლოებით 20:30 საათზე ,,ფორდის” მარკის მიკროავტობუსი გაყვანილობას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ,,მეცხრე არხთან“ გაზმომარაგების კომპანია ,,ინტერგაზის“ დირექტორმა … Continue reading

რომან გოგოლაურის წიგნის გამოცემისთვის, ახალციხის მერია 5 000 ლარს დახარჯავს

სამცხე–საათაბაგოს პოლიტიკური ისტორია,  მხარეში არსებული ფეოდალური საგვარეულობები, მათი ვინაობა და წარმომავლობა – ამ საკითხებს ერთად თავი პროფესორმა რომან გოგლაურმა მოუყარა. ისტორიკოსმა წიგნის, სახელწოდებით  – „ჩრდილო–კავკასია, სამცხე–ჯავახეთის ურთიერთობა და ქართ–კახეთი XVIII … Continue reading

ახალციხე, ვიზალიბერალიზაციას, ოთხი დღის შემდეგ გამოეხმაურა

სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ევროკავშირის დროშა აღიმართა. ახალციხის მერიის თანამშრომლები და ახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენლები  ევროკავშირის  წევრი  28 ქვეყნის დროშით,   ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი  ამ გზით ვიზალიბერალიზაციის პროცესს გამოეხმაურნენ. შეგახსენებთ, რომ … Continue reading

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულოს მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 84-ე კილომეტრის ხულოს მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია. სოფელ დიაკონიძეების გზაზე მეწყერი ჩამოწვა. მძღოლების განცხადებით, გზის გაწმენდას ისინი უკვე რამდენიმე საათია ელოდებიან. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური რომლებიც, მგზავრების შემოვლითი … Continue reading

ახალციხელები 2015 წელს აჯამებენ

ახალციხელები 2015 წელს აჯამებენ. ადგილობრივები „მეცხრე არხთან“ მიმდინარე წელს განვითარებული მოვლენების დადებით და უარყოფით მხარეებზე   საუბრობენ. მათი თქმით, ქალაქში კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა, წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული ღონიძიება  ჩატარდა, თუმცა … Continue reading

გენდერული თანასწორობა და ადრეული ქორწინება – დისკუსია ეთნიკური უმცირესობებისთვის

გენდერული თანასწორობის საკითხებსა და ადრეული ქორწინების პრობლემებზე იმსჯელეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. მესამე საჯარო სკოლის ეთნიკურად სომეხ მოსწავლეებს, ქალთა ოთახის დირექტორი შეხვდა. ნინო რუხაძის თქმით, სტერეოტიპული შეხედულებები, საზოგადოების მსგავსად, ახალგაზრდებშიცაა. შეხვედრის … Continue reading

ტელეკომპანია ,,მეცხრე არხი” ეთერში 18 წლის წინ გავიდა

ტელეკომპანია ,,მე–9 არხი“ იუბილარია. ზუსტად 18 წლის წინ, ახალციხეში, ადგილობრივმა ტელევიზიამ მაუწყებლობა დაიწყო. ამ ხნის მანძილზე, მედიასა და მის თანამშრომლებს, არაერთი რთული პერიოდის გავლა მოუწიათ, თუმცა ტელეკომპანია მაუწყებლობას დღემდე უწყვეტად … Continue reading

შალვა ხაჭაპურიძე: “განაჩენი კი არა, ეს იყო ვენდეტა შალვა აბულაძის წინააღმდეგ”

ერთი პოლიციელის მკვლელობისათვის, 4–ის მკვლელობის მცდელობისა  და იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვა–ტარებისათვის სამუდამო პატიმრობა –  ეს განაჩენი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ შალვა აბულაძეს გამოუტანა. მოსამართლის  გადაწყვეტილებას შურისძიებად მიიჩნევს დაცვის მხარე. საქმის 8 თვიანი … Continue reading

სამცხე-ჯავახეთის დანაყოფების წარმომადგენლებმა ოქროს მედლები მოიპოვეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე და საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კობა კობახიძე თელავში ჩატარებულ ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში გიორგი რეხვიაშვილის სახელობის საქართველოს თასის მეექვსე გათამაშებაში … Continue reading

ახალციხეში, ახალი ბინების გადაცემამ, დევნილთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია

იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალციხეში საცხოვრებელი ფართი გადაეცათ. ბინის გასაღები მათ დევნილთა და განსახლების მინისტრმა და ახალციხის მერიის პირველმა პირებმა გადასცეს.  ფართის გადაცემის პროცესმა ხმაურის ფონზე ჩაიარა. დევნილთა ნაწილმა ბინები ვერ … Continue reading

დევნილ ოჯახებს ახალციხეში საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ

იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალციხეში საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ. ბინის გასაღებს მათ დღეს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გადასცემს. ბინების გადაცემამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის კენჭისყრა ჩატარდა, რომლის მეშვეობითაც გამოვლინდა, ვინ … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე