”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

როდიონოვკა–ნინოწმინდის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო ძლიერი ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო, … Continue reading

ახალციხის ციხის ყოფილი თანამშრომელი ადმინისტრაციის წინააღმდეგ სამართლებრივად იბრძოლებს

ახალციხის ციხის ყოფილი თანამშრომელი გათავისუფლების გამო, ადმინისტრაციის წინააღმდეგ სამართლებრივად იბრძოლებს. სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის კურატორი ჯუნა ნათენაძე შესაბამის საჩივარს ამზადებს. მისი თქმით, ციხის თანამშრომელთა ნაწილისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, ადმინისტრაციაში ანაზღაურება … Continue reading

საჯარო მოხელეთა კონკურსის პირველ ეტაპზე, ახალციხის გამგეობამ 188 კონკურსანტი შეაირჩია

საჯარო მოხელეთა კონკურსის პირველ ეტაპზე ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ 188 განმცხადებელი შეარჩია, აქედან, ტესტირების გასავლელად 155 მათგანი მიიწვიეს. დანარჩენმა 33–მა მეორე ეტაპის ქულათა ბარიერი წინა კონკურსზე გადალახა, რის გამოც მათ ტესტირების … Continue reading

ახალციხის გამგეობამ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დასაფინანსებლად, 9 პროექტი გადაუგზავნა

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანდების მისაღებად, ახალციხის გამგეობიდან  9 პროექტი გადაიგზავნა, რომლის საერთო ღირებულებამ 2 345 000  ლარამდე შეადგინა პროექტები ძირითადად,  სასმელი წყლის სისტემისა და სოფლებში არსებული  გზების რეაბილიტაციას მოიცავს.

გაზრდილი ანაზღაურება და ხელშეკრულებაშეწყვეტილი 12 თანამშრომელი – ახალციხის ციხის ადმინისტრაცია განმარტებებს აკეთებს

ახალციხის ციხე კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ისტორიული კომპლექსის თანამშრომელი აცხადებს, რომ 16–ის ნაცვლად ხელშეკრულება  წინასაახალწლოდ ცხრა თანამშრომელს შეუწყდა, დარჩენილი თანამშრომლების ნაწილს კი ანაზღაურება გაეზარდა. აღნიშნულის შესახებ ლილი გოზალიშვილმა საკუთარი ფეისბუქის … Continue reading

ჯავახეთში, საავტომობილო გზებზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

ჯავახეთში საავტომობილო გზებზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის შეზღუდვებია მხოლოდ როდიონოვკა–ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე, სადაც ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. მოძრაობა აღდგენილია შემდეგ … Continue reading

საშობაო ალილოს ახალციხეც შეუერთდა

ახალციხეში ტრადიციული საშობაო ალილო მოეწყო. მსვლელობა მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრიდან, დღის პირველი საათზე დაიწყო. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა ეკლესიაში ალილოს მონაწილეები დალოცა და მრევლს შობა მიულოცა. „დღეს საოცარი დღეა, რადგან … Continue reading

რას ჰყვებიან მეგობრები ბაკურიანში გარდაცვლილ სნოუბორდისტზე?

ბაკურიანში ახალგაზრდა სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა. იგი ვარჯიშის დროს ზვავმა მოიყოლა. შემთხვევა 5 იანვარს დღის პირველ საათზე მოხდა,  როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სნოუბორდის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს,  სპორტსმენი ვარჯიშისას „ტატრაპუმის წვერიდან“, გაუკვალავ … Continue reading

ახალციხეში შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ყველა მოქმედ  ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდა. სადღესასწაულო წირვა–ლოცვა აღევლინა ახალციხის მაცხოვრის ამაღლების ტაძარშიც. ღამის თორმეტ საათზე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს … Continue reading

სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ შობისა და ნათლისღების დღესასწაული აღნიშნა

სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ, ერთდროულად ორი დიდი დღესასწაული – შობა და ნათლისღება აღნიშნა. ახალციხის, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ლოცვა დილის 11:00 საათზე დაიწყო. საზეიმო ლიტურგია ეკლესიის წინამძღვარმა, დიაკონმა თორგომ … Continue reading

ბაკურიანში ქართველი სნოუბორდისტი გარდაიცვალა

ბაკურიანში, მცირე ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა. შემთხვევა “კოხტა გორასა” და “დიდველს” შორის მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიაკონაშვილი მთიდან წამოსულ მცირე ზვავში მოჰყვა. მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ სნოუბორდისტი … Continue reading

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე სამცხე–ჯავახეთში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების – ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოძრაობა შემდეგ მიმართულებებზე აიკრძალა: როდიონოვკა-ნინოწმინდის … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე