ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი ადიგენის გამგეობის წარმომადგენლებმა მოინახულეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველმა პირებმა სოფელ ხარჯამში ხანძრის შედეგად დაზარალებული გოჩა მორჩიაშვილის საცხოვრებელი სახლი მოინახულეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ზარალის დამთვლელი კომისიაც. ადიგენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზიანის დადგენის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება დახმარების გაწევის შესახებ … Continue reading
სამცხე–ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის პროექტი იწყება
სამცხე–ჯავახეთისა და შირაქის ოლქში ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის ახალი პროექტი იწყება. მისი პრეზენტაცია დღეს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო. პროექტის მიხედვით, საზღვრისპირა რეგიონებში 20 ახალგაზრდა შეირჩევა, რომლებიც საერთაშორის ბანაკის ფარგლებში, ორი … Continue reading
აბასთუმანში პირველი მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება
აბასთუმანში პირველი მაღალი კლასის სასტუმროს პროექტზე მუშაობენ. საპარტნიორო ფონდის ცნობით, კომპანია „რედიქს ჯგუფთან“ ერთად, 4–ვარსკვლავიანი სასტუმრო დაბა აბასთუმანში, აღობილის დასახლებაში აშენდება. 160 ნომრიანი სასტუმრო მოიცავს კაფე-რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახს, … Continue reading
ადიგენსა და ბორჯომში ხე–ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანში, უკანონოდ მოქმედი სახერხი სააქმრო აღმოაჩინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ საამქროში არსებული მორი უკანონოდ იყო მოპოვებული. სახერხი–საამქრო დემონტაჟის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაიტანეს. გარემოსდაცვითი … Continue reading
ხერთვისელი კახა გელიაშვილი, პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს
ხერთვისის მკვიდრი კახა გელიაშვილი პროკურატურას მიმართავს და მის საქმეზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ამბობს, რომ დაზარალებულია და ამის სამართლებრივად დამტკიცებას, 9 თვეა ცდილობს.
სომხეთის სამოციქულო ეკლესია დღეს, სურბ სარგისის დღესასწაულს აღნიშნავს
23 იანვარს, სომხეთის სამოციქულო ეკლესია, ქრისტიანობისთვის წამებული სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის – მარტიროსისა და მათი 14 თანამებრძოლის ხსენების დღეს აღნიშნავს. სომეხთა კათალიკოსის ინიციატივით, სარგის მხედართმთავრის დღესასწაული, ახალგაზრდების კურთხევის დღედაა გამოცხადებული. … Continue reading
როგორ ხვდებიან ვირუსების სეზონს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში
ახალციხის თემის გაერთიანების 12 ბაგა–ბაღში სასწავლო პროცესი 25 იანვრამდე გადაიდო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში, მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ვირუსული ინფექციების პრევენციის მიზნით, შენობებისა და ინვენტარის დაქლორვა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მსგავსად, ვირუსების … Continue reading
ადიგენში, 5 000 აბონენტი, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტროენერგია დღეს, 11:00 საათიდან არ მიეწოდება. ,,ენერგო–პრო ჯორჯიას” სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დენის გათიშვის მიზეზად, გეგმიურ სამუშაოებს ასახელებენ. გიორგი ბალახაშვილის თქმით, ელექტროენერგიის მიწოდება … Continue reading
რაბათის ისტორიულ აბანოს რეაბილიტაციისთვის ამზადებენ
რაბათში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ისტორიული აბანოს გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. 6 ადამიანი კომპლექსს, ჩახერგილობისა და ნაშალისგან წმენდს. შენობის დიდი ნაწილი, მამაკაცთა და ქალთა აუზები და ოთახები მიწითაა ამოვსებული. გაწმენდითი სამუშაოები არქეოლოგის … Continue reading
,,ქართული ოცნება“ პროკურატურის გამოყენებით, რეპრესიებზე გადავიდა“ – ბორჯომის დეპუტატი დაკითხვაზე დაიბარეს
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი, ,,ლეიბორისტული პარტიის“ წევრი დაკითხვაზე დღეს დაიბარეს. გიორგი გიუაშვილი სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში მისვლას, ბრიფინგის გამართვასა და ჟურნალისტებთან შეხვდრას აპირებდა, თუმცა როგორც ის ამბობს, დაკითხვამდე ცოტა ხნით ადრე დაურეკეს … Continue reading
მოითხოვე და მიიღე გარემოსდაცვითი ინფორმაცია – აქცია ახალციხეში
მოითხოვე და მიიღე გარემოსდაცვითი ინფორმაცია –ახალციხეში საინფორმაციო სახის აქცია გაიმართა. საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის მოხალისეებმა, ორჰუსის კონვენციის შესახებ, საინფორმაციო სახის ბუკლეტები ქალაქის ცენტრალურ პარკში დაარიგეს. რა მდგომარეობაა ორჰუსის კონვენციის აღსრულების … Continue reading
მეტეოროლოგიური პირობების გამო ახალციხე–ნინოწმინდის გზაზე შეზღუდვებია
ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ახალციხე – ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე და კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, … Continue reading



You must be logged in to post a comment.