დავით ბაქრაძემ სამცხე–ჯავახეთში შეხვედრები გამართა
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე დღეს სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივების პრობლემები პარტიის სხვა წევრებთან ერთად, ბორჯომში, ვალესა და ახალციხეში მოისმინა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი, მოქალაქეების პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოძიება … Continue reading
აბასთუმანში გაზიფიცირება იწყება
აბასთუმანში გაზიფიცირება იწყება – ამის შესახებ განცხადება დღეს, პრემიერ–მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა – აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის … Continue reading
გიორგი ამაშუკელი სამცხე–ჯავახეთში დაგეგმილი პროექტებით დაინტერესდა
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. გიორგი ამაშუკელმა, მხარის გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან … Continue reading
ახალციხის თემში დასუფთავების აქცია მოეწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გამგეობის, საკრებულოსა და ა(ა)იპ -ების თანამშრომლებმა სლესის ციხიდან ქალაქის შესასვლელამდე, ცენტრალური გზის მიმდებარე ტერიტორია, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს. ღონისძიება შ.პ.ს„ვალეს კომუნალური გაერთიანების“ ორგანიზებითა … Continue reading
„საქართველო ჩემი სამშობლოა”– ეთნიკური უმცირესობების ნამუშევრების კრებული
„საქართველო ჩემი სამშობლოა” ასე ჰქვია ლიტერატურული კრებულის, რომლის პრეზენტაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა. იგი ,„საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ფარგლებში გამოიცა. კრებულში 2015 წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგად … Continue reading
ბორჯომ–ბაკურიანის ეპარქიას მონასტერი შეემატება
ბორჯომ–ბაკურიანის ეპარქიას კიდევ ერთი მონასტერი შეემატება. ლიკანში მშენებარე წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძართან მონასტერიც დაფუძნდება, სადაც დედა პარასკევა მონაზვნებთან ერთად იმოღვაწებს. ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი ბორჯომ–ბაკურიანის მიტროპოლიტმა მეუფე სერაფიმემ 22 … Continue reading
სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს. ადიგენის სოფლებში ენთელსა და არალში, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტში გადამოწმების მიზნით გაჩერებული იქნა სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ძარაზეც განთავსებული იყო სხვადასხვა ზომის … Continue reading
ფარავნის ტბაზე უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბაზე, უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის თევზი. შედგა შესაბამისი აქტები.
მთვარის კრატერს აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილი თანამშრომლის სახელი დაერქვა
მთვარის ერთ–ერთ კრატერს, აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილი თანამშრომლის, ვიქტორ ჯაფიაშვილის სახელი მიენიჭა. საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2015 წლის ოქტომბრის თვეში, 20–მდე ქართველმა და უცხოელმა ასტრონომმა კავშირის სპეციალური მიმართვა გაუგზავნა. … Continue reading
სამი ქვეყნის მინისტრმა, კარწახში, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი მოინახულა
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, თბილისში გამართული სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთი მოინახულეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგებს, მაგისტრალის ქართულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები და ინფრასტრუქტურა … Continue reading
ბიზნეს იდეების დაფინანსების შესახებ მეწარმეებმა ინფორმაცია მიიღეს
,,მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის“ მეორე რაუნდში ჩართვის მსურველთათვის, ახალციხეში შეხვედრა გაიმართა. დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნეს იდეის განსახორციელებლად ფინსანსური მხარდაჭერა სჭირდებათ, პროგრამაში ჩართვის გზები, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა … Continue reading
ძლიერი ქარის გამო, ადიგენის 3 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
ადიგენის მუნიციპალიტეტის 3 000 აბონენტს, ელექტროენერგია მეორე დღეა არ მიეწოდება. ,,ენერგო–პრო ჯორჯიაში” ამის მიზეზად, ძლიერ ქარს ასახელებენ. სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, რომ ერთ–ერთ ფიდერზე საკმაოდ … Continue reading



You must be logged in to post a comment.