”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ზურაბ ჯაფარიძე: „სანამ ასეთი დემოკრატია იარსებებს, ეკონომიკა ვერ განვითარდება“

ახალი პოლიტიკური ცენტრის  დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ახალციხეში მოსახლეობას შეხვდა. მან ადგილობრივებს „გირჩის“ სამომავლო ხედვები გააცნო.  პოლიტიკოსმა ვრცლად  ისაუბრა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევების დაძლევა, როგორიცაა, ლარის … Continue reading

მართლმადიდებლებისთვის ყველიერის შვიდეული იწყება

7 მარტიდან მართლმადიდებლებისთვის ყველიერის შვიდეული იწყება, რომელიც დიდმარხვას წინ  უძღვის. ამ კვირაში ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია, მხოლოდ რძის ნაწარმით და კვერცხით. ხორცს მორწმუნეები კვირა საღამოს, ვახშმის შემდეგ, აღდგომამდე აღარ იღებენ. ყველიერის … Continue reading

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის 10 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის 10 პირი დააკავეს. საქართველოს, ბანგლადეშის, პაკისტანის და თურქეთის მოქალაქეები ახალციხის, კარწახისა და ჭარალის ტერიტორიებზე აიყვანეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს … Continue reading

გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გახსნა

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროების კომპანია, InterContinental Hotels Group-ი ბორჯომში ცნობილი ბრენდით – Crowne Plaza შემოვიდა. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „Crowne Plaza Borjomi“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის … Continue reading

პრემიერ მინისტრი სამცხე–ჯავახეთში

სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა დაიწყო. მის ფარგლებში, საფარის მონასტერამდე მისასვლელ  შვიდ კილომეტრიან მონაკვეთზე კაპიტალური გზა პირველად დაიგება.  გზის აღდგენითი სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა. საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, … Continue reading

,,ქუთაისიდან აბასთუმნის მიმართულებით, პირდაპირი გზა აშენდება” – გიორგი კვირიკაშვილი

ქუთაისიდან აბასთუმნის მიმართულებით პირდაპირი გზა აშენდება, რაც სამცხე-ჯავახეთს ქუთაისის აეროპორტთან დააკავშირებს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა სამცხე–ჯავახეთში ვიზიტის დროს განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული გზის მონაკვეთი ერთი საათში დაიფარება. “მნიშვნელოვანია, … Continue reading

პრემიერმა ქვაბისხევში “ამხანაგობა ჩუქურთმას” საამქრო მოინახულა

“აწარმოე საქართველოში” არის პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს დაამაგრებს რეგიონებში და მათ აღარ მოუწევთ სამუშაოს ძებნა ქალაქში, – ასე შეაფასა სოფელ ქვაბისხევის მკვიდრმა, მცირე მეწარმემ თემურ მაისურაძემ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის … Continue reading

გიორგი კვირიკაშვილმა წნისში მეცხოველეობის ფერმა დაათვალიერა

პრემიერმა სოფელ წნისში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებული საერთაშორისო სტანდარტების მქონე ფერმაც დაათვალიერა, რომელიც „Georgian Business Zone“–მა გახსნა. იგი  წარმოადგენს აგროკომპანიას, რომლის შემადგენლობაშიც  25 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა, 150 ჰექტარი საძოვარი, … Continue reading

პრემიერ მინისტრი ბორის თათეშვილის ნაკეთობებით დაინტერესდა

სამცხე-ჯავახეთში სტუმრად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ მეწარმეს, ბორის თათეშვილს ეწვია და მისი საიუველირო-სადურგლო საამქრო დაათვალიერა. მეწარმემ პრემიერს მეტალისა და ხის დამუშავების წესები გააცნო. … Continue reading

გიორგი კვირიკაშვილმა საფარის მონასტრამდე მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, საფარის მონასტერამდე მისასვლელ 7,2 კმ-იან მონაკვეთზე კაპიტალური გზა პირველად დაიგება. გზის აღდგენითი სამუშაოები პრემიერ-მინისტრმა გიორგი … Continue reading

„სანამ მაჭუტაძეს, კოხოძესა და ენდელაძეს არ ჩამოაშორებთ თანამდებობებს, პრობლემა არ მოგვარდება“ – ტარიელ ნაკაიძე

„სანამ გუბერნატორ მაჭუტაძეს, პოლიციის უფროსს კოხოძესა და ადიგენის გამგებელ ენდელაძეს არ ჩამოაშორებთ თანამდებობებს, პრობლემა არ მოგვარდება“ – ასე გამოეხმაურა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ერთ–ერთ მასალას facebook-ის … Continue reading

გიორგი კვირიკაშვილი 5 მარტს სამცხე–ჯავახეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი 5 მარტს სამცხე–ჯავახეთს ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენით სამუშაოებს დაათვალიერებს, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. პროექტის განხორციელების შედეგად, ახალციხიდან საფარის მონასტრამდე მანძილი, ნაცვლად … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე