”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მოხვდება თუ არა მესხური პროდუქტი ევროპულ ბაზრებზე?

მესხური ღვინო, თუთის არაყი, კარტოფილი, ვაშლი, კომბოსტო, ტენილი ყველი, კალმახი, თაფლი,  –  ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომლის ევროპულ ბაზარზე გატანაც  სამცხე–ჯავახეთს შეუძლია. ადგილობრივი პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე დასამკვიდრებლად მთავარი პირობა, … Continue reading

წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. უწყების ინფორმაციით, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) კმ94–კმ110), ყველა სახის … Continue reading

ადიგენში “ახალგაზრდული საკრებულო”–ს შეხვედრა გაიმართა

ადიგენში “ახალგაზრდული საკრებულო”–ს შეხვედრა გაიმართა. საკრებულოს წევრებს არასამთავრობო ორგანიზაციების – „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ და „პოზიცია“ წარმომადგენლები შეხვდნენ. ინფორმაციის გაცვლის შემდეგ, სამუშაო გრაფიკისა და სამომავლო გეგმების შეჯერება მოხდა. შეხვედრას ახალგაზრდული საკრებულოს წევრებისა და … Continue reading

ახალციხის ოთხ ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ახალციხეში, ოთხ ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურა მესხეთის, წერეთელის, ზედგინიძისა და გორგასალის ქუჩებზე  მოწესრიგდება. ქალაქის ხელმძღვანელობამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. სამშენებლო სამუშაოებს შპს “ასტორია” შეასრულებს. პროექტის … Continue reading

მაიზერ ბაბლუანი პროკურორ მამუკა ქომოშვილს დაკავების ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებს

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, სარქის აკოფიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების დაკითხვა დასრულდა. 17 მარტს გამართულ სხდომაზე, პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა არმენ კარაპეტიანის დაკითხვა გააგრძელა.  საუბარი დაკავების ოქმს შეეხო.  კარაპეტიანი ირწმუნება, რომ აღნიშნულ დოკუმენტზე … Continue reading

ქართული ლარის განახლებული ბანკნოტების სერიამ, საუკეთესო ბანკნოტის ნომინაციაში გაიმარჯვა

საუკეთესო რეგიონალური ბანკნოტის ნომინაციაში “2016 წლის საუკეთესო რეგიონალური ბანკნოტი” ქართული ლარის განახლებული ბანკნოტების სერიამ გაიმარჯვა. დაჯილდოების ცერემონია, ევროპისა და დსთ–ს ქვეყნების მასშტაბით, მიმდინარე წლის 15 მარტს,  ბუქარესტში, ორგანიზაცია HSP Europe™ საერთაშორისო კონფერენციაზე გაიმართა. … Continue reading

ნინოწმინდაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ჩატარდა

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გაიმართა.  შეხვედრას მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე გაუძღვა. საბჭოს სხდომაზე, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათი სატენდერო პირობების, სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადების … Continue reading

,,მსოფლიო ქალთა ისტორიები” – რეგიონული კონფერენცია ახალციხეში

ახალციხეში, 16 მარტს, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, რეგიონული კონფერნეცია ჩატარდა, რომლის თემაც, ,,მსოფლიო ქალთა ისტორიები’’  იყო. ახალგაზრდებმა პრეზენტაციები იმ ქალებზე მოამზადეს, რომლებმაც თავიანთი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. კონფერენციის მონაწილეებმა, ქალისა … Continue reading

სოფელ რუსთავში ბრუცელოზით დაავადებულ ადამიანთა და ცხოველთა რიცხვი იზრდება

სოფელ რუსთავში ბრუცელოზით დაავადებულ ადამიანთა და ცხოველთა რიცხვი იზრდება. ადგილობრივების თქმით, დაახლოებით, ათი წელია, რაც დაავადებამ საქონელში თავი იჩინა. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი ინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იმატა. გარდა ამისა, დაფიქსირდა ბრუცელოზის … Continue reading

15 მარტი ქართული არტილერიის დღეა

15 მარტი ქართული არტილერიის დღეა.  ამ დღეს 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს იხსენებენ. 23 წლის წინ, როდესაც მოწინააღმდეგემ, მოქმედი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე, ინტენსიური საარტილერიო სროლებით დაარღვია, როდესაც რუსულ-აფხაზური შეიარაღებული ფორმირებები ხმელეთიდან შეტევას ახორციელებდნენ … Continue reading

,,თუ ბრალს არ ვაღიარებდი, ჰეროინის გაკეთებით მემუქრებოდნენ“ – ბრალდებული

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ახალქალაქში მომხდარ სარქის აკოფიანის მკვლელობის შეუტყობინებლობის საქმეზე ბრალდებულები – ნალბანდიანი, იგიტიანი და კარაპეტიანი დაიკითხნენ და დაკავების დროს ცემის  ფაქტებზე ისაუბრეს. ბრალდებულების თქმით,  დაკავების ოქმებზე ხელი  მათ არ … Continue reading

სოფელ კლდესთან ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

ახალციხეში, სოფელ კლდესთან, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. 70 წლამდე მამაკაცი ტ.ლ. მსუბუქი მარკის ავტომობილით სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. გარდაცვლილია მძღოლი. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანა. … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე