”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

შსს–მ ჟურნალისტებისთვის ბორჯომში ორდღიანი მედიასემინარი გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროექტის – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში, ჟურნალისტებისთვის ბორჯომში ორდღიანი მედიასემინარი გამართა.

ჯანდაცვის პროგრამებში დაანონსებული ცვლილებები, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების სხდომაზე განიხილეს

ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დახვეწა, სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესება, ქვეყანაში მედიკამენტების მოხმარების მაღალი მაჩვენებლის აღმოფხვრა და უწყვეტი პროფესიული განათლების დანერგვა

დუალური მოდელით სწავლების უპირატესობა და საპილოტე პროგრამა ახალციხეში

მოდულური საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ერთწლიანი გამოცდილება შეაფასეს და დუალური მოდელის დანერგვაზე იმსჯელეს პროფესიულ კოლეჯ ,,ოპიზარში.”

EMC-ის წლიური შეფასებაში მოხის მოვლენები მოხვდა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმიანება და 2016 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობას აჯამებს.

ახალციხეში, გაყინული ტროტუარების გამო, ქვეითებს გადაადგილება უჭირთ

გზის ნაწილი, რომელიც  ფეხითმოსიარულეთათვისაა განკუთვნილი, რამდენიმე დღეა გაყინულია. მოსახლეობა ჩივის, რომ მოყინულ ტროტუარზე გადაადგილება უჭირთ.

ცესკო საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მფლობელი გახდა

საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მფლობელი გახდა. ცესკო საარჩევნო საკითხთა მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმზე  ორ ნომინაციაში  – „უმცირესობების ჩართულობა“ და „მოქალაქეების ჩართულობა“ იყო წარდგენილი. 

„ენერგო პრო ჯორჯია” ბორჯომში, 150 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს

„ენერგო პრო ჯორჯია“  ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. კომპანიას ბორჯომში ორ კილომეტრიანი  ახალი მიწისქვეშა საკაბელო ხაზი გაჰყავს, რისთვისაც 150 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში, ომის დროს დაშავებულ სამხედროებს შეხვდნენ

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეხვედრა გამართა.

უჩა ნანუაშვილს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა უმასპინძლა

საქართველოს სახალხო დამცველს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა უმასპინძლა. უჩა ნანუაშვილმა მეუფე თეოდორესთან რეგიონში არსებული პრობლემები განიხილა. 

უჩა ნანუაშვილი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. უჩა ნანუაშვილმა ახალგაზრდებს ომბუდსმენის აპარატის მანდატი, ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მთავარი გამოწვევები და მიღწევები გააცნო.

ახალციხის მერიამ საახალწლო სამზადისი დაიწყო

ახალციხის მერიამ საახალწლო სამზადისი დაიწყო. თვითმმართველობამ, 2017 წლის შესახვედრად, ქუჩების მორთვისთვის და საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის ტენდერი 39 614 ლარზე გამოაცხადა.

ჯიმშერ გოგოლაურს საქალაქო ტრანსპორტის მდგომარეობა გააცნეს

არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატ მესხთა კავშირის” წარმომადგენლები “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” რეგიონულ კოორდინატორს შეხვდნენ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე